ბექა დავითულიანი ოპოზიციას: რევოლუციური სცენარებით ვერაფერს მიაღწევთ

ფრაქცია "ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა,  მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით ბექა დავითულიანმა მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა და ოპოზიციას შეახსენა, რომ სწორედ მმართველი პარტიის ინიციატივით, 2024 წლიდან არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.


"ბოქლომების კისერზე ჩამოკიდებით და აქეთ-იქით შევარდნით ვერაფერს მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ მიიღებთ სამართალდარღვევებისთვის შესაბამის სასჯელს. ეს არის ამ მთლიანი პროცესის თავიც და ბოლოც. ამიტომ დავწყნარდეთ, მოვემზადოთ არჩევნებისთვის, განვიხილოთ ბიუჯეტი და ვიზრუნოთ ხალხის კეთილდღეობაზე.


სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თქვა, რომ 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადავა ქვეყანა და ჩაწერა ეს კონსტიტუციაში, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მუდმივი დესტრუქციისა, ბოიკოტისა და მცდელობებისა, რომ ეს ვერ მომხდარიყო, გვედავება ჯგუფი, რომელიც მთელი 9 წლის მანძილზე ცდილობდა, რომ პროპორციული სისტემა ვერ გასულიყო.


გვედავებიან ისინი, რომლებმაც 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებით, ასი დეპუტატი რომ უნდა ყოფილიყო პროპორციული სიით და 50 მაჟორიტარული წესით, კიდევ 25 მოაკლეს ამ ცვლილებებით პროპორციულს სიას 2005 წელს. გვედავებიან ისინი, რომელთაც ინიციატივა ჰქონდათ, რომ 2011 წელს კიდევ 40 მაჟორიტარი დაემატებინათ," - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა.


ბექა დავითულიანმა ასევე განმარტა, რომ 2020 წლამდე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩამოწევაც იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა და არა დაპირება. "ჩვენ გვაქვს ის ტვირთი, რომ ჩაგვივარდა ინიციატივა, ვერ მოვაგროვეთ საკმარისი ხმები, ხოლო ოპოზიციის ტვირთი კი ისაა, რაც მათ 9 წელი აკეთეს ქუჩაში ჩაცხრილვით, ტერორით, ყველაფერზე ბოქლომების დადებით, ციხეებში წამებით და გაუპატიურებით. ეს იქნება რეალობა," - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.


თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რომელშც საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები მონაწილეობს რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიმართავს: მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში

"ყოფილი სამხედროს და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესო ქათამაძის განცხადებას, რომ
ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.

გიგა ბოკერია: ან გონს მოვლენ და საზოგადოების შეურაცხყოფას უკან წაიღებენ ან პროტესტი გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან საარჩევნოს სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: კარგია, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს

"კარგია რომ თემა შეიცვალა და ნელნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

გუგული მაღრაძე: საარჩევნო სისტემა არჩვენების დემოკრატიულად ჩატარებას არ განსაზღვრავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღარძე თვლის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

"ნუ გამხდი ხალათს" – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რეზიდენტურის გამოცდებისთვის ემზადებიან  აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ ამ გამოცდის ჩასაბარებლად 40 ლარის გადახდა უწევთ. 

"პროპორციულ სისტემაზე გაცემული დაპირების დარღვევა ევროკავშირში, საქართველოს მეგობარ ქვეყნებში უნდობლობას იწვევს"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირში საქართველოს მეგობარი ქვეყნებს არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გრიგოლ ვაშაძე: დღეს გავიგებთ რა უნდა ხელისუფლებას

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე". 

რომან კაკულია: ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ერთ-ერთი წევრი რომან კაკულია დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე".

"საზღვარგარეთ ემსახურებიან მოხუცებულებს - რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მიწას"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას  სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა რომ მათ საზოგადოებას დარგის განვითარებაში მაგალითები მისცენ.

შსს თანამშრომლები საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებს ხვდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვამშობიაროთ "ქართული ოცნება" და მივაღებინოთ კანონი"

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" არ მიიღებს, პროტესტი გაგრძელდება.

 

თამარ ქიტიაშვილი ცირკულარულ მიგრაციაზე: ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩამოსულმა ევროპელმა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ ჩვენი ეროვნული კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კვალიფიკაციებთან. ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვისაუბროთ. ჩამოსულმა ევროპელმა უნდა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით. ის დიპლომები და სერთიფიკატები, რომლებიც აქ გაიცემა გაიცემა ევროპული მოთხოვნების შესაბამისი იყოს“ , - ამის შესახებ განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტუაშვილმა „იმედისა“ და „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და საქართველოს მოქალაქეთა ალტერნატიული დასაქმების ერთ-ერთ მიმართულებაზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მომავალი სამი დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დავით ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი

„ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ჟურნალისტისთვის შესაძლო მუქარასა და გამოძიებაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ "მთავარის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კორესპონდენტის ემა გოგოხიას მიმართ შესაძლო მუქარისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შიდა ქართლში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება

2019 წლის 9 დეკემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება.

ნათია კვიციანი ცირკულარულ მიგრაციაზე: ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე საქართველოს ხელისუფლების

„კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლება, მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ პროგრამით დასაქმებული მიიღებს იმ ანაზღაურებას, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს“,- ამი შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანმა, ტელეკომპანია „იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ცირკულარულ მიგრაციაზე გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.

ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ

დღეს 18:00 საათზე, ხელისუფლება და გაერთიანებული ოპოზიციის სპექტრი კვლავ "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებს.