რიმა ბერაძე ოპოზიციას საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე, ოპოზიციას საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. ეს განცხადება დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. იგი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვა მათკენ იყო მიმართული, ვინც დარბაზში სხდომის მსვლელობას აღარ ესწრებოდა.

"მივმართავ მათ, ვინც ახლა ამ დარბაზში აღარ იმყოფებიან. ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადროს და განსხვავებული აზრის მიუხედავად, სხვისი მოსაზრებების პატივისცემა უნდა შეძლოს. აქ, ოპოზიციაში მყოფი ადამიანების თითოეული ნაბიჯი არა ოპონირება, არამედ მხოლოდ შეურაცხყოფაა“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.


საკრებულოს წევრის თქმით, ოპოზიციის  დესტრუქციული ნაბიჯები მოსახლეობის ყურადღების მიღმა არ რჩება. 


"ხალხი დაიღალა იმით, რომ მნიშვნელოვან პროცესებზე ფოკუსირებას ოპოზიციის პროვოკაციული ნაბიჯები მუდმივად თან ახლავს. ბიუჯეტის ამ სახითა და რაოდენობით მიღებას ფასი აქვს მათთვის, ვინც იაზრებს, რომ ბიუჯეტი თბილისის მოსახლეობის საჭიროებებზე ზედმიწევნით გათვლილია“ - აღნიშნა დეპუტატმა.


რიმა ბერაძემ ოპოზიცია საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ძალას მხოლოდ დესტაბილიზაცია სწყურია.


 


თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რომელშც საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები მონაწილეობს რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიმართავს: მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში

"ყოფილი სამხედროს და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესო ქათამაძის განცხადებას, რომ
ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.

გიგა ბოკერია: ან გონს მოვლენ და საზოგადოების შეურაცხყოფას უკან წაიღებენ ან პროტესტი გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან საარჩევნოს სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: კარგია, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს

"კარგია რომ თემა შეიცვალა და ნელნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

გუგული მაღრაძე: საარჩევნო სისტემა არჩვენების დემოკრატიულად ჩატარებას არ განსაზღვრავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღარძე თვლის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

"ნუ გამხდი ხალათს" – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რეზიდენტურის გამოცდებისთვის ემზადებიან  აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ ამ გამოცდის ჩასაბარებლად 40 ლარის გადახდა უწევთ. 

"პროპორციულ სისტემაზე გაცემული დაპირების დარღვევა ევროკავშირში, საქართველოს მეგობარ ქვეყნებში უნდობლობას იწვევს"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირში საქართველოს მეგობარი ქვეყნებს არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გრიგოლ ვაშაძე: დღეს გავიგებთ რა უნდა ხელისუფლებას

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე". 

რომან კაკულია: ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ერთ-ერთი წევრი რომან კაკულია დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე".

"საზღვარგარეთ ემსახურებიან მოხუცებულებს - რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მიწას"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას  სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა რომ მათ საზოგადოებას დარგის განვითარებაში მაგალითები მისცენ.

შსს თანამშრომლები საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებს ხვდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვამშობიაროთ "ქართული ოცნება" და მივაღებინოთ კანონი"

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" არ მიიღებს, პროტესტი გაგრძელდება.

 

თამარ ქიტიაშვილი ცირკულარულ მიგრაციაზე: ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩამოსულმა ევროპელმა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ ჩვენი ეროვნული კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კვალიფიკაციებთან. ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვისაუბროთ. ჩამოსულმა ევროპელმა უნდა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით. ის დიპლომები და სერთიფიკატები, რომლებიც აქ გაიცემა გაიცემა ევროპული მოთხოვნების შესაბამისი იყოს“ , - ამის შესახებ განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტუაშვილმა „იმედისა“ და „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და საქართველოს მოქალაქეთა ალტერნატიული დასაქმების ერთ-ერთ მიმართულებაზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მომავალი სამი დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დავით ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი

„ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ჟურნალისტისთვის შესაძლო მუქარასა და გამოძიებაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ "მთავარის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კორესპონდენტის ემა გოგოხიას მიმართ შესაძლო მუქარისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შიდა ქართლში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება

2019 წლის 9 დეკემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება.

ნათია კვიციანი ცირკულარულ მიგრაციაზე: ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე საქართველოს ხელისუფლების

„კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლება, მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ პროგრამით დასაქმებული მიიღებს იმ ანაზღაურებას, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს“,- ამი შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანმა, ტელეკომპანია „იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ცირკულარულ მიგრაციაზე გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.

ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ

დღეს 18:00 საათზე, ხელისუფლება და გაერთიანებული ოპოზიციის სპექტრი კვლავ "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებს.