პროკურორი ვაჟა თოდუა: დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყება

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილს, პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ გარკვეული სახის ზეწოლასთან დაკავშირებით სასამართრლოსთვის არაფერი განუცხადებია.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილს, პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ გარკვეული სახის ზეწოლასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არაფერი განუცხადებია.


პროკურორის თქმით, თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ 5 თვის განმავლობაში ზეწოლის თაობაზე არაფერს ამბობდა და დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, ამ საკითხებზე ესაუბრა.


"დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები, მათ ისაუბრეს ბრალდებულების დაკავებაზე და სხვა გარემოებებზე, ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მხოლოდ დღეს განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა გარკვეული სახის ზეწოლა, თუმცა ამის თაობაზე მას არ განუცხადებია რამდენიმე თვეა", - აღნიშნა პროკურორმა.


ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდების მხარე და სასამართლო შესაბამის ზომებს მიმართავენ ბუდაღაშვილის მიერ მიწოდებული განცხადებაზე შემდგომი რეაგირებისთვის.


"ბრალდებულმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მასთან შესულიყო მისთვის უცნობი ორი ადამიანი სამოქალაქო ფორმით, არ მომხდარა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, არ იცის ვინ არიან ესადამიანები. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, დაიწყება გამოძიება", - განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.


ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის საქმის არცერთ ბრალდებულს, რომლებიც რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ზეწოლის შესახებ არ უსაუბრიათ, რაც თავად ზურაბ ბუდაღაშვილმაც დაადასტურა.


"ბრალდებული რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებასში იმყოფება და ზეწოლის შესახებ არ განუცხადებია, ასევე, ცნობილია, რომ არაერთი ბრალდებულია მოცემულ საქმეზე, თუმცა ამაზე არავის უსაუბრია. დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ ის დეტალურად ისაუბრებს შემდგომში ამ საკითხებზე. ჩვენ, ბუნებრივია, თუ მივიღებთ დეტალურად ინფორმაციას, რომ არსებობს კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება. თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ 5 თვის განმავლობაში ზეწოლის თაობაზე არაფერს ამბობდა და დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა ამსაკითხებზე ესაუბრა. ბუნებრივია, მივიღებთ ყველა ზომას, რათა აღნიშნულ საკითხი გაირკვეს", - განაცხადა პროკურორმა.


ნათია თურნავა: USAID-ი  საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა. 

EXCLUSIVE 20  - „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება, მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20%-იანი ფასდაკლებით, „აქსისის“ გამორჩეულ და მრავალფეროვან პროექტებში თბილისის ცენტრალურ უბნებში.

საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

უკრაინა დონბასში ეუთო-ს მისიის გაფართოებას ითხოვს

ოფიციალური კიევი დონბასში ეუთო-ს მისიის გახანგძლივებასა და გაფართოებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვადიმ პრისტაიკომ ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენი: უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად

"სამწუხაროდ, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ესპანეთი ქარიშხალ "გლორიას" ებრძვის

ძლიერმა ქარიშხალმა "გლორიამ" აღმოსავლეთ ესპანეთს გადაუარა. სტიქიის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თეა წულუკიანი: 8 წელი საკმარისია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს სისტემას

„2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსტიციის სისტემაში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას“ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაავდებულთა რიცხვი 300-მდე აღწევს. 

თეა წულუკიანი უვადო პატიმრებზე: ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ

„ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უვადო პატიმრებზე საუბრისას განაცხადა.

დუბლინში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში, საქართველოს საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპული მოძრაობა ირლანდია" ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი  ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

თეა წულუკიანი: ალტერნატიული სასჯელები უნდა გამრავალფეროვნდეს და პატიმრებისთვის წახალისების მექანიზმები გახშირდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას პატიმრებთან ჰუმანური დამოკიდებულების პოლიტიკა აქვს.

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა.

ლევან დავითაშვილი ფერომონების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს ბილ ლინგრენს შეხვდა.

"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსის" კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან, "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით "ევექსის" კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.

ელიზაბეთ რუდი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ",- აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ზესტაფონში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა

ზესტაფონში 60 წლამდე კაცმა თავი მოიკლა.

 
რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საბჭომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

თეა წულუკიანი: ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდების კუთხით გამოწვევები გვაქვს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, არა მხოლოდ პენიტენციურ, არამედ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდებით კუთხით გამოწვევები არსებობს.

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ გაეროს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უთანასწორობის დაძლევისა და საქართველოში განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.