გენერალური პროკურატურა ია კერზაიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს გენერალური პროკურატურა არ იზიარებს სახალხო დამცველის განცხადებას ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საგამოძიებო უწყებას მიაჩნია, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე  სამართლებრივ  რეაგირებასთან  დაკავშირებული შეფასებები, არსებული ფაქტების მიმართ არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც სცილდება, რადგან იგი არ წარმოადგენს პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმეების ზედამხედველ ორგანოს.


მით უმეტეს, რომ  სახალხო დამცველის  განცხადება არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ შემთხვევას, სადაც პროკურატურის მოქმედებით დაირღვა პროცესში მონაწილე რომელიმე პირის უფლება.


საქართველოს პროკურატურა, ია კერზაიას საქმეზე ჩატარებული გამოძიების მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  განმარტავს, რომ  სრულად გაუგებარია  სახალხო დამცველის პოზიცია გამოძიების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რადგან ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა 2018 წლის 19  დეკემბერს, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ.


განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირების პროცესში ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მის იძულებას და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც აისახა ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გახდა მისი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი. ამდენად, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების ფაქტს მიზეზ-შედეგობრივად აკავშირებდა სკოლის ინსპექტირების პროცესში ია კერზაიას მიმართ არასათანადო მოპყრობას.


ამიტომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოძების შესწავლის საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ია კერზაიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენა. ბაჩანა შენგელიას მომართვის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო განცხადების განხილვა. ამ პროცესში გასაუბრება შედგა როგორც ბაჩანა შენგელიასთან, ასევე სხვა პირებთან, საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა საკითხთან შემხებლობაში არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია.


შედეგად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 11 თებერვალს.


რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნისას (2019 წლის 19 დეკემბერი) სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე აღარ ინახებოდა, შესაბამისად,  გამოძიება ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას ეს მტკიცებულება მოეპოვებინა.


ამასთან, საქართველოს პროკურატურა არაობიექტურად მიიჩნევს სახალხო დამცველის პოზიციას არაერთგვაროვანი მიდგომის გამო, თუ რატომ გაეცნო ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს, იმ ვითარებაში,  როცა მას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ  პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და ბაჩანა შენგელიას საქმის მასალები გააცნო მისი თხოვნის გათვალისწინებით, რაც არათუ ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას, არამედ პირიქით, განმცხადებლის და საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას გამოძიების პროცესზე.


საქართველოს პროკურატურა ასევე აშკარა არაობიექტურ პოზიციად მიიჩნევს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ ჩატარებული გამოძიებით ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.


აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმეზე ჩაატარა ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის გამოკითხა ყველა პირი, რომელთაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მომხდართან, რასაც ვერც სახალხო დამცველი უარყოფს. შედეგად, ჩატარებული სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით არ დადასტურდა რომ ია კერზაიას გარდაცვალება დაკავშირებული იყო მის მიმართ არასათანადო/უკანონო მოპყრობასთან და ამიტომ, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველთან თანამშრომლობის მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს და ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას, საგამოძიებო ორგანოს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ გამოთქმული შეფასებებისას არ უნდა გასცდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ასევე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მისი განცხადებები და პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს სახალხო დამცველის კომპეტენციას“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნათია თურნავა: USAID-ი  საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა. 

EXCLUSIVE 20  - „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება, მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20%-იანი ფასდაკლებით, „აქსისის“ გამორჩეულ და მრავალფეროვან პროექტებში თბილისის ცენტრალურ უბნებში.

საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

უკრაინა დონბასში ეუთო-ს მისიის გაფართოებას ითხოვს

ოფიციალური კიევი დონბასში ეუთო-ს მისიის გახანგძლივებასა და გაფართოებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვადიმ პრისტაიკომ ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენი: უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად

"სამწუხაროდ, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ესპანეთი ქარიშხალ "გლორიას" ებრძვის

ძლიერმა ქარიშხალმა "გლორიამ" აღმოსავლეთ ესპანეთს გადაუარა. სტიქიის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თეა წულუკიანი: 8 წელი საკმარისია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს სისტემას

„2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსტიციის სისტემაში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას“ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაავდებულთა რიცხვი 300-მდე აღწევს. 

თეა წულუკიანი უვადო პატიმრებზე: ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ

„ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უვადო პატიმრებზე საუბრისას განაცხადა.

დუბლინში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში, საქართველოს საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპული მოძრაობა ირლანდია" ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი  ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

თეა წულუკიანი: ალტერნატიული სასჯელები უნდა გამრავალფეროვნდეს და პატიმრებისთვის წახალისების მექანიზმები გახშირდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას პატიმრებთან ჰუმანური დამოკიდებულების პოლიტიკა აქვს.

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა.

ლევან დავითაშვილი ფერომონების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს ბილ ლინგრენს შეხვდა.

"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსის" კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან, "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით "ევექსის" კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.

ელიზაბეთ რუდი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ",- აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ზესტაფონში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა

ზესტაფონში 60 წლამდე კაცმა თავი მოიკლა.

 
რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საბჭომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

თეა წულუკიანი: ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდების კუთხით გამოწვევები გვაქვს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, არა მხოლოდ პენიტენციურ, არამედ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდებით კუთხით გამოწვევები არსებობს.

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ გაეროს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უთანასწორობის დაძლევისა და საქართველოში განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.