ჯუდიტ სლაიტერი: საქართველოში კარგად არის განვითარებული ციფრული ეკონომიკა და ადვილია ბიზნესის კეთება

"მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი".

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს ფორუმის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, დღევანდელი ბიზნეს ფორუმი ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბოლო თვეების განმავლობაში.


როგორც ჯუდიტ სლაიტერმა აღნიშნა, ფორუმი აერთიანებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ბიზნესებს, რათა მათ კიდევ ერთხელ ნახონ, როგორ არის შესაძლებელი ერთად მუშაობა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც ისედაც ძალიან კარგად ვითარდება.


„საქართველოს მე-7 პოზიცია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში“ აქ ჩამოსული ბიზნესებისთვის ძალიან მიმზიდველია. მათ სურტს ის კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რაც ამ გარემოებებს მოაქვს. უნდა ვთქვა, რომ ამავე რეიტინგში დიდი ბრიტანეთი საქართველოს ერთი პოზიციით ჩამორთება და მერვე ადგილიზეა. ჩვენ ძალიან გვინდა დღევანდელი ფორუმი ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად და ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაზრდისთვის გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ჯუდიტ სლაიტერმა.


მისი თქმით, საქართველოში ბრიტანელი ბიზნესებისთვის მოხვედრა ძალიან ადვილია, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები. ამასთან, ჯუდიტ სლაიტერის თქმით, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი სტუმართმოყვარეობით, ქართული ღვინითა და სამზარეულოთი.


„ჩვენ გვინდა, რომ აქ უფრო მეტი ბრიტანული ბიზნესი ჩამოვიდეს, მოიძიონ ადგილობრივი პარტნიორები და მეტი გაიგონ ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, საქართველოში ძალიან კარგად განვითარებული ციფრული ეკონომიკაა და ადვილია ბიზნესის კეთება. ასე რომ, ნამდვილად მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, მიიღონ მეტი ინფორმაცია, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი“, - აღნიშნა ჯუდიტ სლაიტერმა.


 


აშშ-ის საელჩო: ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 77 600-ს მიაღწია. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

პოლიციამ გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ორი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ვ.წ. და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული შ.ე. დააკავა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.

მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.