გიორგი ცუცქირიძე: სამ კვირიანი აქციების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მიერ ორგანიზებული მიტინგების კუდი არც ისე გრძელვადიანი აღმოჩნდა

„ფაქტიურად სამ კვირიანი აქციების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მიერ ორგანიზებული მიტინგების კუდი არც ისე გრძელვადიანი აღმოჩნდა და ქართული ე.წ მედასავლეთე ოპოზიციაც მორიგი ფიასკოს წინაშე აღმოჩნდა“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნებისმიერი საპროტესტო აქტივობა, საბოლოო ჯამში მაინც მისი შედეგებით იზომება.


„ნებისმიერი საპროტესტო ხასიათის აქტივობა, რაზეც გარდა ადამიანური რესურსებისა, ფინანსური რესურსებიც უხვად იხარჯება, საბოლოო ჯამში მაინც შედეგით იზომება. ოპოზიცია, რომელმაც განსაკუთრებით 2016 წლიდან მოყოლებული, თავისი უპირობო ლიდერის ჩათვლით, პრაქტიკულად ყველაფერი წააგო, როგორც ადგილობრივ, ისე ნაციონალურ დონეზე, როგორც საქართველოში ისე უკრაინაში, როგორც ჩანს ვერაფერს სწავლობს წარსულის მწარე გამოცდილებიდან“, - წერს ცუცქირიძე.


ასევე, მისი თქმით, ერთობის წევრის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტისას, გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის სენატში უკვე მომავალ კვირას კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს.


„ვაშაძე 2-ის მორიგი მესიჯბოქსი, რომ ქართული ოცნება უფრო პრორუსული ძალაა ვიდრე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება, სხვა არაფერია თუ არა პრაქტიკულად გაბანკროტებული ოპოფლანგის ბურჯანაძის სამარცხვინო მოსკოვური ვოიაჟის ჩაფარცხვის უსუსური მცდელობა. ოპოფლანგის ნაწილის სასწრაფო წესით აშშ-ში გამგზავრების დაგეგმვაც, ამის ნაწილია, სხვა საკითხია ახლა ამას ვინ ჭამს!!!


ამ გამოუსწორებელ რენეგატებს შევახსენებ, რომ სწორედ მათი ერთობის წევრის ქალბატონი ბურჯანაძის (ყველა ერთის წინააღმდეგ ფორმულაც ამას გულისხმობს და ანალოგიური რუსული ფორმულა იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის დროსაც) მოსკოვში ვიზიტისას, გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის სენატში უკვე მომავალ კვირას კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და რაც მთავარია, მოსალოდნელია ახალი სანქციების დაწესება რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებისათვის. დღემდე რჩება რა ევროპის ბაზარზე გაზის მიწოდების მთავარ მონოპოლისტად, რუსეთი სწორედ ენერგო რესურსებს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის მთავარ იარაღად.


მთელ ამ ისტორიაში საინტერესო კი ის არის, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ "რევოლუციური აღტკინების" დღეებში, საქართველოს მხრიდან რუსული გაზის ალტერნატივაზე - ტრანსანატოლიური გაზის მაგისტრალურ პროექტზე(TANAP) მოხდა ხელმოწრა, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მიერ, რომელიც არის სამხრეთ კავკასიური ენერგოდერეფანი და რომლის ამოქმედებაც, თუ აქ პერსპექტივაში
თურქმენული გაზის გატარების პერსპექტივასაც გავითვალისწინებთ, რაც გაზის ევროპულ ბაზრზე მიწოდებუს წილს 14 %-მდე გაზრდის, პოლიტიკურ მხარეს სულაც თავი რომ დავანებოთ, პრინციპულად არ შედის რუსულ ინტერესებში, მაგრამ ცალსახად შედის დასავლეთის ინტერესებში!!!.


მაგრამ თუ რა შედის რუსულ ინტერესში ეს არის ამ პერსპექტივის და მთლიანობაში ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობების დაბლოკვა, გრძელვადიანში თუ არა, ამ ეტაპზე მაინც.


ბრმა უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ საარჩევნო სისტემაზე გამოკიდება და ასე აგრეგირებული "გადაგდების" თემატიკაც, აქ არაფერ შუაშია, იგი სასარგებლო იდიოტების აგდებაზეა გათვლილი, ხოლო არეულობა და დესტაბილიზაციაც ამ მიზნებს ემსახურება“, წერს გიორგი ცუცქირიძე


ზუგდიდში პოლიციელს თავს დაესხნენ

ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლებაში პოლიციელს თავს დაესხნენ.

 
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე "განათლების მსოფლიო ფორუმში" მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. 

 სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ბაკურიანში სათხილამურო ტრასა "ნოდო" გაიხსნა

დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა.

სუს-ი ჩორჩანას მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავით მონიშვნაზე განცხადებას ავრცელებს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანან მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავებით მონიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა

ადგილობრივები ხელისუფების წარმომადგენლებს, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ,  ქალაქ ზუგდიდში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (8 000 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. 

 
გურამ ნიკოლაშვილი: „კონგრესმენი მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერასგან“

„კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.