ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც ფრაქციის წევრები ამბობენ, საარჩევნო სისტემის ე. წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხველი პოზიციები ფიქსირდება. ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება კი, აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით დამოკიდებული იქნება ეუთო/ვენეციის კომისიის დასკვნებზე. 


"მოგეხსენებათ, რომ „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თითოეულმა წევრმა მხარი დავუჭირეთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს.


ვთვლით, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პოლარიზაციის შემცირებას.


სწორედ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს არჩევნებში მონაწილეობისაგან ან იძულებულია ხმა მისცეს არა მისთვის სასურველ ძალას, არამედ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი პარტიის საწინააღმდეგოდ.


ჩვენ მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა.


ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღესაც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამართლებრივ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს.


საარჩევნო სისტემის ე. წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა და ფიქსირდება ურთიერთგამომრიცხველი პოზიციები თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. საინტერესოა ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით.


ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელთან“ ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე", - ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში. 


ფრაქციის წევრები გეგმავენ დამატებითი კონსულტაციების გამართვას საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, კონსტიტუციონალისტებთან და საარჩევნო სისტემის ექსპერტებთან. 


შეგახსენებთ, ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციამ კანონპროექტი შეიმუშავა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. 


ოპოზიციამ კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა, სავარაუდოდ ორშაბათს კი, საკანონმდებლო ინიციატივა სახალხო დამცველის შუამდგომლობით ეუთო/ოდირს გადაეგზავნება. 


 


EXCLUSIVE 20  - „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება, მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20%-იანი ფასდაკლებით, „აქსისის“ გამორჩეულ და მრავალფეროვან პროექტებში თბილისის ცენტრალურ უბნებში.

საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

უკრაინა დონბასში ეუთო-ს მისიის გაფართოებას ითხოვს

ოფიციალური კიევი დონბასში ეუთო-ს მისიის გახანგძლივებასა და გაფართოებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვადიმ პრისტაიკომ ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენი: უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად

"სამწუხაროდ, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ესპანეთი ქარიშხალ "გლორიას" ებრძვის

ძლიერმა ქარიშხალმა "გლორიამ" აღმოსავლეთ ესპანეთს გადაუარა. სტიქიის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თეა წულუკიანი: 8 წელი საკმარისია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს სისტემას

„2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსტიციის სისტემაში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას“ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაავდებულთა რიცხვი 300-მდე აღწევს. 

თეა წულუკიანი უვადო პატიმრებზე: ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ

„ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უვადო პატიმრებზე საუბრისას განაცხადა.

დუბლინში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში, საქართველოს საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპული მოძრაობა ირლანდია" ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი  ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

თეა წულუკიანი: ალტერნატიული სასჯელები უნდა გამრავალფეროვნდეს და პატიმრებისთვის წახალისების მექანიზმები გახშირდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას პატიმრებთან ჰუმანური დამოკიდებულების პოლიტიკა აქვს.

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა.

ლევან დავითაშვილი ფერომონების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს ბილ ლინგრენს შეხვდა.

"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსის" კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან, "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით "ევექსის" კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.

ელიზაბეთ რუდი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ",- აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ზესტაფონში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა

ზესტაფონში 60 წლამდე კაცმა თავი მოიკლა.

 
რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საბჭომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

თეა წულუკიანი: ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდების კუთხით გამოწვევები გვაქვს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, არა მხოლოდ პენიტენციურ, არამედ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდებით კუთხით გამოწვევები არსებობს.

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ გაეროს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უთანასწორობის დაძლევისა და საქართველოში განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

 

თეა წულუკიანი: განსაკუთრებით ქალები განვიცდით ასაკს

„45 წლის წინ დავიბადე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ქალს მივესალმო, ვისაც ეს ასაკი დაუდგა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა.