ხათუნა თოთლაძისა და საქართველოში მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 6 დეკემბერს საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხოსე ლუის მარტინეს ჰერნანდესმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ცერემონიის შემდეგ გამართული ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და მექსიკას შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ასევე, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული გზები განიხილეს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მექსიკას შორის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზაობა ყველა ძირითადი მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.


მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა საქართველოსთვის მექსიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების პრიორიტეტულობას და მექსიკის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან მექსიკის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.


შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს მექსიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალზე და ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს კულტურისა და განათლების სფეროში მექსიკასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კონტაქტების მნიშვნელობას და  ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.


ვიზიტის ფარგლებში საქართველოში მექსიკის ელჩმა ხოსე ლუის მარტინეს ჰერნანდესმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მან, ასევე, საქმიანი შეხვედრები გამართა საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ლევან ხარატიშვილთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან.


ხათუნა თოთლაძე ასევე შეხვდა საქართველოში არგენტინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ხორხე ალეხანდრო მასტროპიეტროს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და არგენტინას შორის ისტორიული მეგობრული კონტაქტებისა და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებული თანამშრომლობის, ასევე, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას და გამოითქვა მზაობა ამ პროცესის შემდგომი გაღრმავებისთვის.


მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის არგენტინასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტების პრიორიტეტულობას და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი არგენტინის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და არგენტინას შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის და მხარეებმა ხაზი გაუსვეს მზაობას განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ამ პროცესის ხელშეწყობისა და შემდგომი გაღრმავების მიზნით.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არგენტინის ელჩმა, ხორხე ალეხანდრო მასტროპიეტრომ რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.


რუსეთში ქალაქის საკრებულოს დეპუტატი და მისი ცოლი მოკლეს

როსტოვის ოლქის ქალაქ ზერნოგრადში უცნობმა პირებმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ანდრეი ალაბუშევი და მისი ცოლი მოკლეს.

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

28 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8944 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

2020 წლის 28 იანვარს საპროკურორო საბჭო, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს გაესაუბრა. 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ბრიუსელის კინოფესტივალი "შინდისის" ჩვენებით დაიხურა

ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრის მესამე ყოველწლიური ფესტივალი ქართველი რეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ფილმით "შინდისი" დაიხურა, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს.

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა მუდმივად უარესდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. 

ბრიტანელ მოგზაურს პოლიციამ მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

ბრიტანელი მიოგზაურისთვის 26 იანვარს მოპარული ველოსიპედი ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა იპოვეს და როუან კემპბელს დაუბრუნეს.

პრეზიდენტი: პოლარიზაცია ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმზე 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების მზარდი პოლარიზაცია უქმნის. 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ უფლებების საჯაროდ დაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ყურადღება გაამახვილა. 

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო გაუფორმდა, გუგა ბარბაქაძის განაჩენი უცვლელი დარჩა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის განაჩენი კი უცვლელი დარჩა.

პრეზიდენტი: ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, არის გამოწვევები. 

პრეზიდენტი: რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია

"შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

დადასტურდა თუ არა კორონავირუსის შემთხვევა კახეთში - პაატა იმნაძის განმარტება

"22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ  პაატა იმნაძემ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე: შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელსაც საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება ექნება

"ჩვენ უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ", - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხ ხალხს მიუსამძიმრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის იაროსლავ კუბერას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს ელჩი ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილმა  ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მარტ ჰელმესთან შეხვედრა გამართა.

მაია ცქიტიშვილი: მუნიციპალიტეტები კურორტების მართვის ორგანიზაციებს დააფუძნებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ.

დავით ჩიხელიძე: მისასალმებელია ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე

„მისასალმებელია, ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.