გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

„აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადების და ისეთი ინციდენტები გამო როგორიც, ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. ეს სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ეუთოს პრინციპებს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაზე.

ბრატისლავაში, ეუთოს მინისტერიალზე, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა და ორგანიზაციის 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.


მისი განცხადებით, კონფლიქტების მოსაგვარებლად აუცილებელია პოლიტიკურმა ლიდერებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ეუთო-ს ვალდებულებები შეასრულონ და თუ დღეს ვერ მოხერხდა დაძაბული და კონფლიქტური კერების განეიტრალება, მაშინ ძნელი იქნება იმის განსაზღვრა თუ რა კრიზისები ელოდება მსოფლიოს მომავალი 30 წლის შემდეგ.


„ჩვენ ბოლო დროს ვიხილეთ გარკვეული მიღწევები აღმოსავლეთ უკრაინის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სადაც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე ცხარე კონფლიქტმა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა ევროპის უსაფრთხოება და გამოიწვია დესტრუქცია, მსხვერპლი და უამრავი პრობლემა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. აღნიშნული ქმედებები ვერ გამოასწორებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებს თუმცა, რჩება იმედი იმისა, რომ ჩვენ ჯერ ისევ შეგვიძლია მივაღწიოთ პროგრესსა და განვითარებას ეუთოს დახმარებით, თუკი ამის ნება ექნებათ პოლიტიკურ ლიდერებს", - განაცხდა გიგი წერეთელმა. 


ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის პირველ დიპლომატებთან და დელეგაციებთან. მათ შორის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე, ფილიპ რეეკერთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საგარეო საკითხებში ჯოსეფ ბორელთან, თურქეთის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ლუქსემბურგის, ალბანეთის მინისტრებთან, ასევე ეუთოს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან. გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების, დემოკრატიის განვითარების, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების და სხვა საერთაშორისო პრიორიტეტების გარდა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში ოკუპაციის პრობლემებსა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.


2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული 

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 27 იანვრიდან დაიწყებს

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატების დოკუმენტაცია შეისწავლა. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი შარვაშიძე: სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება  საჯარო დოკუმენტია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში "კორონავირუსმა" 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში "კორონავირუსით" კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 500-მდე დაავადებულია.

ამერიკელი კონგრესმენები: "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას

ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას.

ამერიკელი კონგრესმენები: ანაკლიის პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო შეშფოთებულები ვართ

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო შეშფოთებულები ვართ",-ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.

თსუ-ს რექტორი: ვინც თვლის, რომ მისი საავტორო უფლებები დარღვეულია, აუცილებლად მიმართოს სასამართლოს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა

დღეს გამართულ სხდომაზე საპროკურორო საბჭომ განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს ასაჯაროვებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

გიორგი გახარია ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბოლო პერიოდში მის წინაღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

საქართველოს საელჩო ჩინეთში "კორონავირუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ე.წ. ჩინურ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

რევოლუციური ტექნოლოგიის შემქმნელი ამერიკელი მეცნიერი საქართველოს მომავალზე მამუკა ბახტაძესთან საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პოსტს, რომელშიც წერია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში, გამოეხმაურა კრიპტოვალუტის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მეწარმე და კარდანო ბლოქჩეინის შემქმნელი ჩარლზ ჰოსკინსონი.

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ გელა ქანთარიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მამა ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

"მოვითხოვე პატრიარქთან პირადი შეხვედრა, რადგან დოკუმენტი მისი ხელმოწერით იყო",-ამის შესახებ PIA.GE -ს მამა ანდრია სარიამ მღვდელლმოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განუცხადა.

მამა ანდრია სარიას განცხადებით, მას პატრიარქის მოსაყდრე შიო დაემუქრა 

მამა ანდრია სარია PIA.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მას მღვდელმსახურებების შეჩერებით დაემუქრა.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც კვლევებით და სადავო რეიტინგებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, ნებისმიერი უცხოელის თითოეული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც არც კვლევებით და არც სადავო რეიტინგებით არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რასაც ნებისმიერი უცხოელი იტყვის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.