თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს.


ირაკლი ღარიბაშვილი "დელტას" საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრებმა ჯავშანტექნიკის საამქრო დაათვალიერეს და საექსპორტო პროდუქციის პერსპექტივები განიხილეს. ექსპორტის გარდა, ქართული წარმოების განვითარების მიზნით გარკვეული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობები განიხილება.


უწყების ცნობით, თავდაცვის ძალები უკვე მოიხმარს ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ტყვია-წამლის წარმოებასთან დაკავშირებით.


საწარმო შეძლებს უმაღლესი სტანდარტის პროდუქციით უზრუნველყოს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები როგორც საბრძოლო, ასევე ფუჭი/სასწავლო ვაზნებით, რაც მკვეთრად დადებითად იმოქმედებს
საქართველოს მზაობაზე, უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.


ჯავშანტექნიკის საამქროში მინისტრებმა მრავალფუნქციური უახლესი მოდულური ჯავშანმანქანა "დიდგორი მეომრის" სხვადასხვა მოდიფიკაცია, მათ შორის საპატრულო, სადაზვერვო, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა "დიდგორი მედევაკი", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები დაათვალიერეს. საჩვენებელ ტექნიკას შორის იყო "დელტას" წარმოებული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენის პროტოტიპი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამა რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება და საბოლოო ჯამში ადგილობრივი ძალებით შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების მრავალფუნქციური ვერტმფრენის შექმნას ისახავს მიზნად. საფრენ აპარატს, როგორც სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, ისე ჰაერიდან საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი რაკეტებით შეეძლება.


ირაკლი ღარიბაშვილმა "დელტაში" ლაზერული ჭრის უბნის, ინსტრუმენტული და მზა ნაკეთობების საამწყობო საწარმოებიც მოინახულა და ახლადშეძენილი ხარისხის კონტროლისა და გამოწრთობის
დანადგარები დაათვალიერა.


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" ვიზიტის შემდეგ თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები "თამ მენეჯმენტის" მუშაობის პროცესს გაეცნენ. კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრებს "თამ მენეჯმენტის" ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ მიაწოდა. თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა კომპანიის მენეჯმენტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ომბუდსმენის მოადგილე: ე.წ. მატროსოვის ციხეში ჩვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაასაჯაროვეს

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და ასევე იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. მატროსოვის ციხეში ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაასაჯაროვა.

 

რომან გოცირიძე: სახალხო დამცველი ემსახურება ხალხს, წულუკიანი ივანიშვილს

პარლამენტის ფრაქცია"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ე.წ. მატროსოვის ციხეში სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გამოეხმაურა.

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი: ანაკლიის პროექტი როგორც კონგრესმენებისთვის, ასევე ჩემთვისაც მნიშვნელოვანია

"ანაკლიის პროექტი როგორც კონგრესმენებისთვის, ასევე ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია",-ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკ ქაუგლიმ განაცხადა.

ნიკა გვარამია: მე-8 წელია მთელი ოჯახი ვცხოვრობთ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი

„ჩვენ, მთელი ოჯახი დიდი ხანია, უკვე მე-8 წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი“, - ამის შესახენ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი საქმის პროცესი უნდა გაიმართოს.

მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა თიბისი ბანკის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ აღიარეს

თიბისი ბანკმა მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

Volvo Plug-in ჰიბრიდი - საუკეთესო არჩევანი საქართველოს გზებზე

„არავინაა ყოვლისშემძლე, მაგრამ ყველას შეგვიძლია, შევქმნათ რაიმე ღირებული“ - სწორედ ამ სლოგანით წარდგა Volvo Plug-In Hybrid მოდელები საქართველოში.

25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი. 25-27 იანვარს კი, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაფიცვას აგრძელებენ

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის შპს "ამბიკონ სტილსის" თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. 200-მდე თანამშრომელი მეორე დღეა აქციას მართავს და მუშაობაზე უარს აცხადებს.

ვლადიმერ პუტინს ორი ახალი თანაშემწე ჰყავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორი ახალი თანაშემწე ჰყავს.

სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ სცნო 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქ.ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე,  დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე  კ.დ. დამნაშავედ სცნო.

პრემიერი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე: შეფასებები შეიძლება სუბიექტური იყოს, თუმცა, ყველას ყველაფერს ავუხსნით

„შეფასებებში შეიძლება იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ, ყველას ყველაფერს ავუხსნით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 კონგრესმენის კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ესპანეთში შტორმ "გლორიას" გამო 12 ადამიანი დაიღუპა

შტორმ  "გლორიამ" აღმოსავლეთ ესპანეთს გადაუარა.

 

თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება 

თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისში ძველი ავტობუსების ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ძველი ავტობუსების ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება. ყვითელი ავტობუსები “ISUZU”-ს მარკის ახალი ავტობუსებით  4 მარშრუტზე ჩანაცვლდა.

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახა

ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორთან ჯოანა ბურკთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპან, ვინტერბორნის ბარონესა ემა ჰარიეტ ნიკოლსონთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. 

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მდინარე ცხენისწყალში ჩავარდნილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.