მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

"ჩემი სურვილი იყო დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პირდაპირი ჩართვა გამეკეთა. იმიტომ, რომ როგორც ჩანს ნაცმოძრაობამ და მასთან აფილირებულმა სხვადასხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ბევრი მცდელობის და საყოველთაო მობილიზაციის მიუხედავად 1000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეც ქუთაისში და როგორც ჩანს, ეს ჩემი ეჭვია, ძალიან სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში, ტელეკომპანიამ, სამწუხაროდ ტენდენციურობის ფარგლებში, ალბათ რეალურად იცოდით, მაგრამ კიდევ უფრო გაგიმყარდათ რწმენა იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" რეალურად ეზიზღება ხალხს, წარსულში დაბრუნება არავის უნდა და გადაწყვიტეთ, რომ ახლა სხვა კუთხიდან დაარტყათ "ქართულ ოცნებას" და პორტირებულ "ნაციონალებზე" გააკეთეთ სიუჟეტი.


გუშინ სამი ადამიანის გვარი დასახელდა პორტირებულ "ნაციონალებში" და მათ შორის ვიყავი მე, გოგა გულორდავა და გიორგი კახიანი. ერთი თხოვნა მაქვს - სხვა დროს, როცა ჩემზე პორტირებულ ნაცებში ჩასმას დააპირებთ და ასეთ სიუჟეტებს და ჩართვებს გააკეთებთ, ცოტა მეტი ინფორმაცია მოიძიეთ და მოუყევით საზოგადოებას ნაცმოძრაობის პირველი შეეწინააღმდეგების დროს როგორ დამიჭირეს, მერე ჩემთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ როგორ იყო მოსამართლეც დაპატიმრებული, როგორ გამაქციეს ქვეყნიდან და რას ვაკეთებდი მთელი ამ წლების განმავლობაში. ადამიანები მინიორ სიბინძურეს კადრულობენ და რა უნდა მოძებნონ ახლა მამუკა მდინარაძის ბიოგრაფიაში? თურმე 2004 წლამდე გამომძიებელი ვიყავი, დიახ, ვიყავი და შემდეგ გავხდი ადვოკატი.


ზოგიერთ ჩვენი კოლეგა კადრულობს და ამბობს, რომ მაშინ ვითომ რაღაც საქმეებს ვალაგებდი და "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებულ ადვოკატად მიხსენიებს, სასწაულებს კადრულობენ! ვინც ჩემზე ამას იტყვის, ამას იქით უფრო მეტი სიბინძურე არ არსებობს. გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​


 


 


 
 
 
 


მაია ცქიტიშვილმა კონფერენციაზე რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკურ კონფერენციაზე, რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

გიორგი დოხტურიშვილი: დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარების გამოსწორება და გარემოზე ზრუნვა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი დედაქალაქის მთავრობის მიერ, ქალაქში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს გამოეხმაურა.

ივანე მაჭავარიანი: წელს 800მლნ-დან 1მლრდ-მდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ

"წელს დაახლოებით, 800 მლნ-დან 1მლრდ-მდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ",-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე- "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".

მაია ცქიტიშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი და ესაა პირდაპირი ბმა ეკონომიკურ განვითარებასთან 

"ინფრასტრუქტურული პროექტები არამხოლოდ დასაქმებას და  ქართული კომპანიების ზრდას უწყობს ხელს, არამედ მომიჯნავე ინდუსტრიის განვითარებას. ეს არის ის არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი,  რომელიც აჩვენებს ბმას ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებას შორის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“  განაცხადა. 

ქედის "ქალთა ოთახი" წარმატებულ მაგალითად განიხილეს

პროექტის ,,საქართველოს მუნიცპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა" ფარგლებში, დღეს თბილისის საკრებულოს დარბაზში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და წარმომადგენლებისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული".

მეტროსადგურ "ახმეტელთან" მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

სსფ: საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“   საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმების  მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ხანძარია. 

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

სამეგრელოში პოლიციამ სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი პ.ს. დააკავეს.

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში გაემგზავრება. 

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ადგილმდებარეობა ქვეყნის განვითრებისთვის უნდა გამოვიყენოთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციაზე- „საქართველო და მსოფლიო 2020“ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

ნათია თურნავა: ჯერჯერობით იტალიასთან ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული არ არის 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიასთან ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. 

ნათია თურნავა: ლარის გამყარება ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა

„ლარის გამყარება ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყირიმის თავზე უკრაინის დროშა მალე კვლავ აფრიალდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა. 

ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება

თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია.

ნათია თურნავა: მთავრობა რკინიზგის პრივატიზებას არ გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს.

PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა

თბილისში მიმდინარე  ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“-ს ფარგლებში  საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ექსპორტ იმპორტის  მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა  PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა.

ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ლეშეკ ბალცეროვიჩი.

ლეშეკ ბალცეროვიჩი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდა

„ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში საერთო ბაზარია. ამ ხელშეკრულებაში შესვლით, თქვენ ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდით".