პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

გუგული მაღრაძემ გამოსვლაში მიმოიხილა იმ კვლევების შედეგები, რომლებიც ქალების სამშვიდობო პროცესებში ჩართვის მიზანშეწონილებას და სარგებლობას მოწმობს.


"ქალებს მათი თვისებების და სოციალური გამოცდილებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ალტერნატივების წამოყენება შეუძლიათ კონფლიქტების გადასაჭრელად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესებში, მაგრამ ქალების პოტენციალი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაა სათანადოდ რეალიზირებული და მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების მონაწილეობა არ აღემატება 8-10 %, მაშინ როცა სტატისტიკა მოწმობს რომ კონფლიქტებსი შედეგად დაზარალებულტა 80 % -ს ქალები წარმოადგენენ", - აღნიშნა კონფერენციაზე გუგული მაღრაძემ.


მან შეკრებილ საზოგადოებას ის სამუშაოები გააცნო, რასაც საქარეთველოს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი გაეროს აღნიშნული რეზოლუციის განხორციელებისათვის ეწევა.


"მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში საქართველოს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ რეზოლუციიის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა უკვე 2012 წელს შეიმუშავა. ამჟამად მიმდინარეობს 2018- 2020 წლის სამუშაო გეგმის განხორციელება. გეგმის განხორციელების კოორდინაციისათვია პრემიერ მინისტრის აპარატში შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო. გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რაც საჭიროა რეზოლუციის წარმატებით განხორციელებისთვის. მიმდინარე გეგმაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დევნილების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული, და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიპირას მცხოვრები ქალთა საჭიროებების მოგვარებას, მათთვის შექმნილია სპეციალური საგრანტო პროგრამაც, რათა ხელი შეეწყოს ამ კატეგორიის ქალთა დასაქმებას. მიმდინარეობს სისტემატური ტრენინგები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების პერსონალისთვის, რომ მათ უკეთესად განახორციელონ რეზოლუციით გათვალისწინებული დავალებები", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.


კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა გადაუჭრელი კონფლიქტების ზემოქმედება ქალებზე, რაც უშუალოდ უკავშირდება მათ და მათი ოჯახების უკიდურეს გაჭირვებას, მათი უფლებების შელახვას, პრობლემებს ჯანდაცვაში, განათლებაში, დასაქმებაში. კონფერენციაზე დიდი ადგილი დაეთმო იმ მექანიზმების განხილვას, რაც გააძლიერებს ქალების ჩართულობას კონფლიქტის გადაჭრაში, პოსტ კონფლიქტურ რეკონსტრუქციასა და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.


კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა სომხეთის პრემიერის მეუღლე ანა ჰაკობიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობას. საერთაშორისო ღონისძიებას სომხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

სებ: 2020 წლის პირველი იანვრისათვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 26.26 მლრდ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი დეკემბრის მაჩვენებელზე 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში  ბრალდებული ქ. ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

უკრაინა კორონავირუსის გამოვლენის ფაქტს არ ადასტურებს

მიმდინარე წლის 27 იანვრის მდგომარეობით უკრაინაში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სააგენტოს  საქმიანობის  ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა.      

ლარი გაუფასურდა

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.74 თეთრი შეადგინა.

გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის საელჩოში, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

გური სულთანიშვილი: „ევროპული საქართველო“ მეგრელ კაცს ჰგავს, რომელიც რუსეთში წავიდა ინგლისურის მასწავლებლად, ამ დროს კი მეგრულს ასწავლიდა

„დღევანდელი საზოგადოებრივი მითი, რომლის დანგრევასაც შევეცდებით, არის შემდეგი - პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ არ არის ევროპული და მეტიც, ზუსტად ეგ ხალხი იყო, ვინც 90-იანებიდან დღემდე ეწეოდნენ თავისუფალი ბაზრის ფეტიშს და, შესაბამისად, ევროპის დემონიზაციას, თუმცა ევროპას იყენებდნენ საფარველად“, - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის საავტორო გადაცემაში „საზოგადოებრივი მითები“ და აქვე გვთავაზობს გამოკითხვას, რას ფიქრობს ხალხი ამ ყველაფერზე.

მეუფე ნიკოლოზი: სასულიერო პირი, როცა შეუფერებლად იქცევა, გამოსაფხიზლებლად მღვდელმსახურებას შეუჩერებენ ხოლმე

"როცა სასულიერო პირი შეუფერებლად იქცევა, შეუჩერებენ ხოლმე დროებით რომ გამოფხიზლდეს",- ასე გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზი ბერმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს.

 

თბილისის საკრებულოში ჰოლოკოსტის 75-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით,  ჰოლოკოსტის 75 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ჰენდრიკ დამსი აირჩიეს.

მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს როან კემბელს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა.

დავით ზალკალიანი: პირველად თავმჯდომარეობის ფარგლებში, მექნება შესაძლებლობა მივმართო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საპარლამენტო ასამბლეას, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

კახა კალაძე გუდიაშვილის მოედანზე ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.