ნათია კვიციანი ცირკულარულ მიგრაციაზე: ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე საქართველოს ხელისუფლების

„კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლება, მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ პროგრამით დასაქმებული მიიღებს იმ ანაზღაურებას, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს“,- ამი შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანმა, ტელეკომპანია „იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ცირკულარულ მიგრაციაზე გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების, რადგან ეს არის ახალი თემა. ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გადაიდგას ეს ნაბიჯები. ამიტომ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით მეტად მნიშვენლოვანია“, - აცხადებს ნათია კვიციანი.


მისი ინფორმაციით, ნებისმიერ ქვეყანში არალეგალურად დასაქმება ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და მიმღები ქვეყანა არ იქნება დაინტერესებული კანონის დამრღვევის დასაქმებით.


„თუმცა ეს არის შანსი არალეგალი ჩამოვიდეს საქართველოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან წავიდეს და იმუშაოს უცხოეთში კანონიერად, ყოველგვარი მალვის გარეშე. მიიღოს ის ანაზღაურება, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს. დაცული იყოს მისი შრომითი და სოციალური უფლებები, ქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ჩვენს არალეგალ მიგრანტებს როგორც წესი არაქვთ და ეს ძალიან სერიოზულად მოქმედებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, - აცახდებს ნათია კვიციანი.


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ქვეყანში დაბრუნების პროგრამები. ნათია კვიციანი იხსენებს საკმაოდ ხანგრძლივი მიგრაციის მაგალითებს საქართველოდან და აღნიშანავს, ჩვენს მოქალაქეები უკან დაბრუნების შემთხვევაში ძალიან ხშირად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, სწორედ იმის გამო, რომ უცხოეთში არასათანადო შრომის პირობები და სოციალური პაკეტები არ გააჩნიათ.


„კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებელობას დაცული იყო ადამიანის ყველა უფლება. მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - აცახდებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანი „ბიზნესქრონიკასთან“ ინტერვიუში.


ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შერეჩებას ბოდბელი ეპისკოპოსი სამართლიანს უწოდებს

ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შერეჩებას ბოდბელი ეპისკოპოსი სამართლიანს უწოდებს. მეუფე იაკობმა ამის შესახებ ბოდბის დედათა მონასტერში წირვის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა.

გამყრელიძე: ჩინური განსახლების ადგილებში ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი დაიწყება იმ ადგილებში, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია.

ბათუმის ყოფილ მერს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვეფხია გულედანი: ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს

ა/ო „საქართველოს პოლიტოლოგთა თავმჯდომარე“ ვეფხვია გულედანი თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წლის ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადების შესახებ საუბრობს და იქვე დასძენს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი

 "ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, საკითხი გამოდის დღეს პლენარულ სესიაზე და ერთად დავაყენებთ ამ საკითხს სესიის ფორმატში",- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ განაცხადა.

პალიასტომის ტბაზე 4 იანვარს დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში, 4 იანვარს გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

ოხანაშვილი ოთარ კახიძეზე: გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი თუ ფარსია, რატომ სურს შოთაძესთან კითხვის დასმა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გენერალური პროკურორის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თიბისიმ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა.

კახეთში ავარიის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა.

საკრებულოსთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს

საკრებულოსთან სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა. პროექტის ფინალი ზესტაფონში გაიმართა.

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან ხმაურია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

27 იანვარს საქართველოს საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ ოსეთთან მიწისძვრა მოხდა.

რუსული თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება უცნობმა პირმა გააგზავნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

თურქეთში სამძებრო და სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. 

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

საქართველოს ელჩი ჩინეთში: ქალაქ ვუჰანში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

"ამ წუთის მდგომარეობით თითოეული მათგანი ჯანმრთელად არის",-ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ "კორონავირუსის" ეპიცენტრში ქალაქ ვუჰანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოთარ კახიძე: შოთაძის გარდა პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დავესწრები

"საპროკურორო საბჭო არ ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, მას ირჩევს ივანიშვილი",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების პროცესის დაწყების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კალათბურთელ კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვას განცხადებით გამოეხმაურა.

დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა ჩატარდება.

ერაყში, აშშ-ის საელჩოსთან ხუთი რაკეტა ჩამოვარდა

ერაყში, ე.წ. მწვანე ზონაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან "კატიუშას" ტიპის რაკეტები ჩამოვარდა.