არჩილ თალაკვაძე: ჯერ მოვისმენთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

"დღეს გვექნება განხილვა, თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ არსებული შერეული მოდელის ფარგლებში, რაც მოიტანს შეთანხმებას 2020 წლის არჩევნების შესახებ, იქნება მისაღები  ოპოზიციისთვისაც, მმართველი გუნდისთვისაც და მთელი  საზოგადოებისთვისაც",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. 


არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამის რესურსი არსებობს თუ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება.


"როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მოცემულობით, შერეულ მოდელში საპარლამენტო მანდატების ნახევარი დაკომპლექტდება პროპორციული წესით, ზუსტად ისეთი წესებით როგორც ოპოზიციას სურდა, ხოლო მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით და სწორედ ამ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება დღეს განხილვა. თქვენ იცით, ისედაც დაწყებული იყო სამუშაო საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე და დღესაც მზად ვართ ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


დეტალებზე საუბრისგან არჩილ თალაკვაძემ თავი შეიკავა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებსა და ოპოზიციის წინადადებებზე იმსჯელებენ. 


"შეხვედრის დაწყებამდე მე დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა სწორედ იმისთვის არის, რომ ჯერ მოვისმინოთ ეს დეტალები, რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება ჩვენი პასუხი და არგუმენტები. თუ საჭიროა ავიღებთ მეტ დროს, თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები, მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის ნამდვილად კარგია. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები საუბარს ჩვენს პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს ფორმატიც, სადაც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ არის ამისათვის ოპტიმალური ფორმატი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ზარქუა: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის გაზრდილი ნაწილით აუტისტური სპექტრის და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა პროგრამები დაფინანსდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

ოთარ გრიგოლია: 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის  2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ანრი ოხანაშვილი: ზოგიერთი კონგრესმენის პოზიცია შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ შეფასებებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული.

ნატო-საქართველოს კომისიამ შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და შერიგების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება

საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება. საკანონმდებლო მაცნეში, საქართველოს მთავრობის სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი გამოქვეყნდა, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.

ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს "კორონავისრუსის" შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს "კორონავისრუსის" შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ.

მაიკლ კარპენტერი კონგრესმენების წერილზე: ეს ორპარტიული გაფრთხილებაა მეგობრებისგან

პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი საქართველოს მთავრობას კონგრესმენების წერილის სერიოზულად აღქმას ურჩევს. 

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის კანონპროქტი დაამტკიცა

ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ბრექსითის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა .

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უქმე დღეებში დასვენება და ზეგანაკვეთური საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება - ამ მოთხივნებით ქუთაისში ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის 200-მდე მუშა გაიფიცა.

თეა წულუკიანი: ნებისმიერ დეპუტატს ამა თუ იმ პარტიიდან შეუძლია, დაჯდეს და დაწეროს წერილი რომელიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი, მაგრამ მის წერილს იმ ქვეყანაში მოჰყვება ასეთი აჟიოტაჟი?

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა როგორც აშშ-ის მთავრობისგან, ისე ჩვენი ევროკავშირელი მეგობრებისა და პარტნიორებისგან. არა მხოლოდ მთავრობისგან, არამედ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-დან, რომელიც ძალიან სამგლოვიარო და სამწუხარო იყო პირველ რიგში ოპოზიციისთვის, ეს სახეზეა და ეს გაფორმებულია შესაბამისი აქტის სახით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ს ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

იაპონიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სემინარი გამართა.

თბილისის საჯარო სკოლების შშმ, სსსმ სტატუსის მქონე  და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურებათ

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, თბილისის საჯარო სკოლების შშმ და სსსმ სტატუსის მქონე  და ეტლით მოსარგებლე 300-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას და შესაბამისი პირობების არარსებობის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრებიან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

იერუსალიმში საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია. 

კარლ ჰარცელი: შეშფოთებულები ვართ ბოლო 7 თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის დაკეტვის გამო

„ბოლო 6-7 თვის განმავლობაში შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის დაკეტვის გამო“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული 

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 27 იანვრიდან დაიწყებს

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატების დოკუმენტაცია შეისწავლა. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.