ირაკლი კობახიძე - თუკი ეუთო/ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150-ს, ჩვენ ვაღიარებთ მათ დასკვნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრაზე, მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხის განხილვა გადაწყდა.

"საბოლოო ჯამში შევთანხმდით იმაზე, რომ გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ნაცვლად გერმანული მოდელისა განიხილება მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი. რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ გუნდში და ამის შემდეგ ვიქნებით ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის მზად. ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა ალბათ დაახლოებით ერთ კვირაში გაიმართება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ჟურნალისტების კითხვაზე - ქართული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელთან შესაბამისობაზე ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნის შემთხვევაში თუ დაეთანხმება ოდირს მმართველი გუნდი? კობახიძე პასუხობს:


"თუკი ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150 ჩვენ ვაღიარებთ ამ დასკვნას. ზოგადად მსგავსი რამის გაგზავნა ოდირში არის თავის მოჭრა".


მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი დასრულდა.


მმართველი გუნდის წევრებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებეით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საარჩევნოს სიტემის ცვლილებებზე მსჯელობისას, პოლიტიკოსებს, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლების მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო მოდელის განხილვა შესთავაზა. 


მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ ერთ კვირაში გაიმართება.


სსფ: საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“   საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმების  მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ხანძარია. 

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

სამეგრელოში პოლიციამ სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი პ.ს. დააკავეს.

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში გაემგზავრება. 

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ადგილმდებარეობა ქვეყნის განვითრებისთვის უნდა გამოვიყენოთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციაზე- „საქართველო და მსოფლიო 2020“ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

ნათია თურნავა: ჯერჯერობით იტალიასთან ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული არ არის 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიასთან ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. 

ნათია თურნავა: ლარის გამყარება ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა

„ლარის გამყარება ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყირიმის თავზე უკრაინის დროშა მალე კვლავ აფრიალდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა. 

ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება

თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია.

ნათია თურნავა: მთავრობა რკინიზგის პრივატიზებას არ გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს.

PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა

თბილისში მიმდინარე  ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“-ს ფარგლებში  საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ექსპორტ იმპორტის  მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა  PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა.

ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ლეშეკ ბალცეროვიჩი.

ლეშეკ ბალცეროვიჩი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდა

„ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში საერთო ბაზარია. ამ ხელშეკრულებაში შესვლით, თქვენ ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდით".

თურნავა: ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში - საქართველომ ეს გზა წლების წინ აირჩია 

„საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა, ეს არის ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი სავაჭრო სივრცის, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეს გახლავთ ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელმაც ჩვენ წლების მანძილზე ერთი მცირე პოსტ საბჭოთა რესპუბლიკიდან გვაქცია ტოპ-რეფორმერად უამრავი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

საქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს კიდევ ერთი პროდუქტი- „სამადლობელი“ წარუდგინა.

ოზურგეთში, მეჩაიეობის  სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა

ქალაქ ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯში "ჰორიზონტი" მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა.

ნათია თურნავა: 46 ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, ეს უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი ადგილობრივი ბიზნესებისთვის 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი და ამით შესაბამის ბაზრებზე წვდომა გახადა შესაძლებელი.

 

ტიკარაძე კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეზე: პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი 

"პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე განაცხადა. 

უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური.

მცხეთაში ნეკერჩხლის ნერგები გადატეხეს - ფოტოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ დარგული ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად დააზიანეს. 

არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.