თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება.


მათივე ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ელექტრონული ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებული და ქიმია ACS სერტიფიცირებული პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს.


პროგრამები დღეს თსუ-მ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) ერთობლივად წარადგინეს.


"ეს პროგრამები პირველი მერცხალია, მათგან ორმა აკრედიტაცია მიიღო, რაც აგვისტოში ფორმალურად დადასტურდება. მომავალ სასწავლო წელს მიღება გამოცხადდება ABET აკრედიტებულ პროგრამებზე, რაც ნიშნავს, რომ  დიპლომი იქნება  საერთაშორისო წონის მქონე“, - განაცხადა თსუ-ს  რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.


მისივე თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტთან შეთანხმება ხდება აკრედიტებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთდროულად თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემაზე.


"ამასთან,  უკვე აშშ ქიმიკოსთა ასოციაციასთან ქიმიის პროგრამის სერტიფიცირების საკითხი წყდება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა რეგიონში. ყველას ვულოცავ, ძალიან ხანგრძლივი, 5 წლიანი პროცესი შევძელით და  3 წელში გავიარეთ, აღიარებამაც არ დააგვიანა", - აღნიშნა შერვაშიძემ. 


 SDSU დეკანის საქართველოში,  პროფესორ ჰალილ გუვენის თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტის  რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია საქართველოში უკვე შესრულებულია.  


"სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს, ჩვენი პირველი მისია იყო,რომ გვყოლოდა პირველი გამოშვება და კურსდამთავრებულები საქართველოში, ეს მიზანი მიღწეულია, ხოლო  მეორე მიზანი იყო,რომ ჩვენი გამოცდილება გადაგვეცა პარტნიორი უნივერსიტეტებისათვის და დავხმარებოდით მათ, გავარემონტეთ ლაბორატორიები, სასწავლო ოთახები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოსალოდნელზე ადრე შეძლო საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება პროგრამებზე, მომავალში დაგეგმილია დანარჩენი ორი უნივერსიტეტის პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება", - განაცხადა  პროფესორმა ჰალილ გუვენმა.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, ABET -ისა და ACS - ის აკრედიტებული სპეციალისტები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები არიან.


"ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რადგანაც საერთაშორისო აკრედიტაცია, როგორიც არის  ABET და ამერიკის ქიმიის საზოგადოება, პირველად  ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ნებისმიერი ინვესტორი,რომელიც საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგში შემოდის საქართველოში და ინვესტიციას ახორციელებს, ითხოვს სწორედ ამ სერტიფიცირების და აკრედიტაციის მქონე კურსდამთავრებულებს. თსუ კი გახლავთ პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა", - აღნიშნავს  მაგდა მაღრაძე.


თსუ-ში სან დიეგოს უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტის გიორგი ბოხოჩაძის თქმით, უცხოეთში სასწავლებლად წასვლის აუცილებლობა არ არის, რადგან იგივე ხარისხის დიპლომის მიღება საქართველოში უკვე შესაძლებელია. 


"ეს დიპლომი მოგვცემს საშუალებას,რომ მივიღოთ ისეთივე ხარისხის განათლება საქართველოში, როგორსაც მივიღებდით საზღვარგარეთ. მე აღარ მაქვს იმის აუცილებლობა,რომ წავიდე უცხოეთში, ან  სან-დიეგოში სასწავლებლად, რადგან იგივე ხარისხის განათლებას მივიღებ აქ, საქართველოში", - აღნიშნა ბოხოჩაძემ. 


აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - მოიცავს $34 მლნ ბიუჯეტის უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების დანერგვა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.


შედეგად, 2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს.


პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების თავად განხორციელება.


პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.


ღონისძიებას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფესორი ჰალილ გუვენი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სან დიეგოს  სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


 


 


 


მამუკა მდინარაძე: ნებისმიერ პოლიტიკოსს ობიექტური დასკვნის გამოსატანად ვურჩევ ისარგებლონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

თელავში სამ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი ლოკალიზებულია

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ირაკლი ლატარია: კონგრესმენის განცხადება ვერ ჩაითვლება ობიექტურად, რადგან ის კომპანია „ფრონტერას“ პირდაპირი ლობისტია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია აცხადებს, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკიუნ მალინის წერილს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრულ განწყობაში ადანაშაულებს, პირადი ინტერესი უდევს საფუძვლად.

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს

უკრაინაში თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული 11 ადამიანის ცხედრები გადაასვენეს.

გია ვოლსკი: კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ე.წ მიონის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია-დაღუპულია ერთი მამაკაცი

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გია ვოლსკი: დასპოილერება რა არის არ ვიცი, მაგრამ გახარია არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"დასპოილერება რა არის არ ვიცი, გიორგი გახარია მძლავრად არის თავის პოსტზე",- ამის შესახებ პართალენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. 

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.