"აფხაზური კულტურა ქართული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც ზრუნვა სჭირდება"- მეცნიერების მიმართვა 

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციტივით საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართა.

პრეზიდენტმა მეცნიერებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართა. საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საჭიროებაზე, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის მეცნიერებების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.


პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ხარისხიანი ინტერდისციპლინური კვლევების წარმოების მიზნით, კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუციათა შორის კოორდინაციის საჭიროებაზე.


კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართეს, რათა დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ.


"ვაცხადებთ რა, რომ საქართველო, წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურის ქვეყანას, რომელსაც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა ცივილიზაციების უმთავრეს კერებთან, იმპერიებთან, უცხო რელიგიებთან და კულტურებთან; გაიარა კაცობრიობის ისტორიაში კულტურის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი;


ქართული ენა არის კავკასიურ ენათა ოჯახში უძველესი დოკუმენტირებული სალიტერატურო ენა, რომელიც წარმოდგენილია ანბანის სამი სახეობით და ათას ხუთასწლოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის მატარებელია;


აფხაზური ენა და კულტურა არის ქართული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული შესწავლა და ზრუნვა სჭირდება;


კავკასია წარმოადგენს ცივილიზაციათა გზაჯვარედინს, ცნობილს ენობრივი, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით, რომლის შესწავლა და კულტურული იდენტობის შენარჩუნება ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა;


საქართველო არის ერების, კულტურებისა და რელიგიების მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყანა, ამ გამოცდილებას კი, როგორც ქართული ცივილიზაციის საფუძველს, ქართული საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება,


ქართული სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად; კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად; საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“.


ცენტრი უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ“, - აღნიშნულია მეცნიერების მიერ ხელმოწერილ მიმართვაში.


ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გია ვოლსკი: დასპოილერება რა არის არ ვიცი, მაგრამ გახარია არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"დასპოილერება რა არის არ ვიცი, გიორგი გახარია მძლავრად არის თავის პოსტზე",- ამის შესახებ პართალენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. 

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.

კონგრესმენი მარკუინ მალინი საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს

კონგრესმენი მარკუეინ მალინი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კოპმანიების წინააღმდეგ. 

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტის მოთხოვნა არჩევნებში ჩარევის მცდელობაა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იურისტები ამერიკის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და იმპიჩმენტის მოთხოვნას არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებენ. 

ანრი ოხანაშვილი: ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა

„ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრისას ტვ „იმედის“ „შაბათის ქრონიკაში“.

სუს-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

დღეს ნათლისღებაა

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მასშტაბით მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება.