ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის  ახალი ხელმძღანელი, ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანი განათლებით ეკონომისტია და ის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

რაც შეეხება მამუკა მუმლაძეს, რომელიც აქამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსხურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, კახა კალაძის განცხადებით, ის მუშაობას კვლავ მერიაში გააგრძელებს.


თბილისის მერმა მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.


"მამუკა მუმლაძე, რომელიც აქამდე  ხელმძღვანელობდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს არსად მიდის და  ჩვენთან აგრძელებს მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის,  რაც მან გააკეთა ამ რთულ პერიოდში. როდესაც ჩვენ მოვედით დედაქალაქის მთავრობაში და დავიწყეთ მუშაობა, ძალიან რთული პერიოდი იყო გადაბარების პროცესის ჩათვლით. მამუკა უშუალოდ ჩართული იყო დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხში, რომ შემუშავებულიყო ახალი სქემები და ტრანსპორტი გადანაწილებულიყო, ისე, რომ რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა მაქსიმალურად სწორად ყოფილიყო გამოყენებული",- განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ახალ სისტემაზე გადადის და გარდა ახალი ავტობუსების შემოყვანისა, იქმნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მისივე განცხადებით, დაწყებულია  მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე.


"ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე.  გარდა იმისა, რომ ახალი ავტობუსები შემოგვყავს, პარალელურად ვქმნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და იქ სადაც შევდივართ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით ,ყველგან იქმნება ავტობუსის ზოლები, რათა ქალაქში საზოგადოებრტივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და შეძლოს შეუფერხებლად გადაადგილება. ასევე დაწყებულია  მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე - ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე, რათა სატრანსპორტო სისტემა რამდენიმე წელიწადში იყოს სრულად გამართული არამხოლოდ ახალი ავტობუსებით, არამედ სათანადო ინფრასტრუქტურით, ჭკვიანი შუქნიშნებით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს მოგვცემს გარკვეულ შვებას იმ საცობებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ყველას გვაწუხებს",- განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა ვიქტორ წილოსანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.


„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ თავდასხმაზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს: თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი

„ზოგიერთი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა და ეს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობას შემაშფოთებელი უწოდა.

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო, რაც გადამწყვეტი წინგადადგმული ნაბიჯია უზბეკეთში უახლოეს მომავალში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ისაუბრა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.

ზალკალიანი: საქართველო მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის IV ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძამდე, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა, რის გამოც, 2020 წლის  22 იანვრის 22:00 სთ-დან 23 იანვრის 07:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

გოგა ხაინდრავა: გიგა ბოკერიას ერთადერთი, ვისთანაც ბობოქრობა შეუძლია, ქალებია

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში თავხედი, უწიგნური, ბნელი ადამიანები არ ილევიან და ეს, პირველ რიგში, გიგა ბოკერიაა“, - ასე გამოეხმაურა „პირველთან“ საუბარში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

ლარი 1.07 თეთრით გაუფასურდა

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8770 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.07 თეთრი შეადგინა.
 

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა.

მთავრობამ ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 21 იანვარს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საერთაშორისო კონფერენცია ტექნოპარკში

ტექნოპარკში ინოვაციურ შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში, მეთხუთმეტე საბავშვო ბაღი გაქურდეს. როგორც მერიის ააიპ ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია ამბობს, ადგილზე მისულ თანამშრომლებს ბაღი გაქურდული დახვდათ.

საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში და მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

 
შეხვედრა იტალიის ელჩთან და იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

22 იანვარს, 10 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიაში სასტიპენდიო პროგრამების თემაზე, იტალიის ელჩთან ენრიკო ვალვოსთან, ცენტრის დირექტორთან ნინო ჭელიძესთან და იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგება შეხვედრა.