თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი“ და „შილდა ჰიდროელექტროსადგური“, რომლებსაც თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.


კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა - CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი ენერგოკრედიტი მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკისგან.


ღონისძიებაზე EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის - GEFF-ის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის - CEEP-ის გაგრძელებაა. პროექტის ფარგლებში EBRD ენერგოეფექტურ პროექტებს დააფინანსებს.


GEFF-ის ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყოფა 54 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი. EBRD-თან ერთად პროგრამის თანადამფინანსებლები არიან: მწვანე კლიმატის ფონდი - GCF და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. მწვანე კლიმატის ფონდი მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას.


ახალი პროექტი კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივი ბანკებისგან მიიღონ სესხი მწვანე ეკონიმიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.


სესხის მიღება შესაძლებელია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის და აღჭურვილობისთვის. მწვანე ტექნოლოგიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - https://ts.ebrdgeff.com/georgia-ge/


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD საქართველოში ინვესტირების წამყვანი ინსტიტუტია. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა მოახდინა 3.5 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირება 237 ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგოსექტორში. ბანკის ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.


„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ თავდასხმაზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს: თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი

„ზოგიერთი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა და ეს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობას შემაშფოთებელი უწოდა.

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო, რაც გადამწყვეტი წინგადადგმული ნაბიჯია უზბეკეთში უახლოეს მომავალში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ისაუბრა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.

ზალკალიანი: საქართველო მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის IV ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძამდე, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა, რის გამოც, 2020 წლის  22 იანვრის 22:00 სთ-დან 23 იანვრის 07:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

გოგა ხაინდრავა: გიგა ბოკერიას ერთადერთი, ვისთანაც ბობოქრობა შეუძლია, ქალებია

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში თავხედი, უწიგნური, ბნელი ადამიანები არ ილევიან და ეს, პირველ რიგში, გიგა ბოკერიაა“, - ასე გამოეხმაურა „პირველთან“ საუბარში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

ლარი 1.07 თეთრით გაუფასურდა

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8770 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.07 თეთრი შეადგინა.
 

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა.

მთავრობამ ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 21 იანვარს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საერთაშორისო კონფერენცია ტექნოპარკში

ტექნოპარკში ინოვაციურ შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში, მეთხუთმეტე საბავშვო ბაღი გაქურდეს. როგორც მერიის ააიპ ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია ამბობს, ადგილზე მისულ თანამშრომლებს ბაღი გაქურდული დახვდათ.

საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში და მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

 
შეხვედრა იტალიის ელჩთან და იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

22 იანვარს, 10 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიაში სასტიპენდიო პროგრამების თემაზე, იტალიის ელჩთან ენრიკო ვალვოსთან, ცენტრის დირექტორთან ნინო ჭელიძესთან და იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგება შეხვედრა.