ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა

სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა და ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული და სამართლიანობის აღდგენის აქტია. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, დაიწყოს ლისის ტბაზე სრულმასშტაბიანი ინვენტარიზაცია და შემოწმება, რადგან ადგილი აქვს უამრავ დარღვევას.


სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს ბიზნესმენი რამაზ საყვარელიძე.


მისი თქმით, 2016 წელს მზადდებოდა ლისის ტბის წყალსატევის თევზჭერის ლიცენზიის გაცემა, თუმცა მათ შეაჩერეს ეს პროცესი და საბოლოოდ, მოახერხეს ლიცენზიის დაბრუნება. ბიზნესმენი მოუწოდებს პროკურატურას, შეისწავლონ 2006 წელს აღძრული საქმე და ცნონ იგი დაზარალებულად. ასევე აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს, უზენაესი სასამართლოს 2019 წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ლისის ტბის წართმევის საქმეს ეხება.


ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი განათლებისა და კულტურის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ მარი როისს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის დარგში.

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

კვიპროსში მშენებლობაზე 25 წლის საქართველოს მოქალაქე დაშავდა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

კვიპროსში, ქალაქ ლამასოლში მშენებლობაზე 25 წლის ზუგდიდელი ლევან ჯახია დაშავდა.

ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა

ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილი: გამოძიების იმედი არ მაქვს, თუმცა, იდოს თაროზე, მოვა დრო და მტვერი გადაიწმინდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ათასობით ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. დღეიდან, სოფელ სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, თურქულმა პრესამ ფართოდ გააშუქა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სამადლობელო გზავნილი ჩავუშოღლუს მისამართით, რომელიც მან „Twitter“-ის საშუალებით გაავრცელა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით მწყემსი მოკლეს 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში მკვლელობა მოხდა. 

საქართველოს საგარეო უწყება: თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ 

"ჩვენ გვინდა გამოვხატოთ უდიდესი მწუხარება თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და თურქეთის რესპუბლიკაში 24 იანვარს მომხდარ საზარელ მიწისძვრას ეხმაურება.