ინოვაციური სამედიცინო სერვისები - თიბისი დაზღვევა Redmed-ის პირველი პარტნიორია

ციფრული და ინოვაციური სერვისები თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად მუშაობს მათ დანერგვასა და განვითარებაზე.

მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისა და პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პარტნიორობაა.


REDMED ადგილობრივ ბაზარზე 1 თვის წინ გამოჩნდა, მესიჯით - „ექიმი შენთან“. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად, აპლიკაციის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაუკავშირდეს სასურველ ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში - აპლიკაციით გამოიძახოს ექიმი სახლში, ასევე, მიიღოს სატელეფონო ან ვიდეორჩევა.


REDMED-ში მომხმარებელს მარტივად შეუძლია, მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებზე, დეტალურად გაეცნოს მათ კომპეტენციას, ასევე, სხვა პაციენტების შეფასებებსა და კომენტარებს. თითოეულ ექიმს თავისი რეიტინგი აქვს, რომელიც ამ შეფასებების მიხედვით განისაზღვრება.


ახალი ციფრული პლატფორმა მოსახერხებელია ექიმებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ, თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია, როგორც აპლიკაციით - https://redmed.ge/download, ისე, ვებგვერდით - https://redmed.ge.


აქამდე, თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად მხოლოდ ანაზღაურებას სთავაზობდა. REDMED-თან თანამშრომლობით კი ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად სამედიცინო მომსახურების მიღებაც შესაძლებელია.


ამ ეტაპზე მომხმარებელი REDMED-ით სარგებლობისა და სამედიცინო მომსახურების მიღების შემდეგ, მომსახურების სრულ თანხას გადაიხდის და შემდეგ თიბისი დაზღვევაში ინვოისს წარადგენს, რის საფუძველზეც თანხა ანაზღაურდება. სამომავლოდ კი მომხმარებელს საშუალება ექნება, ნაწილობრივი გადახდით ისარგებლოს - REDMED-ით სარგებლობისას ის მხოლოდ ნაწილობრივ თანხას გადაიხდის, დანარჩენ ნაწილს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს.


მომხმარებელს თანხის ანაზღაურება ვებგვერდზე - on.tbcinsurance.ge ან Facebook Messenger-ში, ბი ბოტის დახმარებით შეუძლია.


შეგახსენებთ, რომ ბი ბოტი პირველი სადაზღვევო ჩეთბოტია, რომელიც თიბისი დაზღვევამ 2017 წელს შექმნა. აქამდე ბი ბოტის დახმარებით მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტების შეძენა იყო შესაძლებელი, ახლა კი ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ, სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება ბი ბოტით ულიმიტოდ, 3 დღის ვადაში მიიღონ.


ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი განათლებისა და კულტურის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ მარი როისს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის დარგში.

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

კვიპროსში მშენებლობაზე 25 წლის საქართველოს მოქალაქე დაშავდა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

კვიპროსში, ქალაქ ლამასოლში მშენებლობაზე 25 წლის ზუგდიდელი ლევან ჯახია დაშავდა.

ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა

ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილი: გამოძიების იმედი არ მაქვს, თუმცა, იდოს თაროზე, მოვა დრო და მტვერი გადაიწმინდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ათასობით ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. დღეიდან, სოფელ სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, თურქულმა პრესამ ფართოდ გააშუქა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სამადლობელო გზავნილი ჩავუშოღლუს მისამართით, რომელიც მან „Twitter“-ის საშუალებით გაავრცელა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით მწყემსი მოკლეს 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში მკვლელობა მოხდა. 

საქართველოს საგარეო უწყება: თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ 

"ჩვენ გვინდა გამოვხატოთ უდიდესი მწუხარება თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და თურქეთის რესპუბლიკაში 24 იანვარს მომხდარ საზარელ მიწისძვრას ეხმაურება.