გონივრულია, მისასალმებელია, კარგია – გამოხმაურებები „ევროპაბეთის“ „პასუხისმგებლიან თამაშზე“

სპორტსმენები, აქტივისტები და სხვა ცნობილი ადამიანები ბოლო ორი დღეა, აქტიურად ეხმაურებიან „ევროპაბეთის“ ახალ სოციალურ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ და დადებითად აფასებენ კომპანიის ამ ინიციატივას.

ამ ინიციატივას ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძეც ეხმაურება და კომპანიის მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას დადებითად აფასებს. ის სათამაშო ბიზნესის ბაზრის სხვა მონაწილეებსაც მოუწოდებს, გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში.




„ჩვენი ქვეყანა ჯერ არ არის იმდენად განვითარებული, რომ ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ვალდებულება ჰქონდეს, ამიტომაც კომპანიის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მისასალმებელია“, - აღნიშნავს გიორგაძე. „ძალიან მომწონს, ასევე, ახალი კამპანიის სლოგანიც: სრულწლოვან ადამიანს უნდა ჰქონდეს განტვირთვისა და თამაშის უფლება, თუმცა პასუხისმგებლიანი თამაშისკენ მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან“, – ამბობს ის.


კამპანია „დაიცავი შენი შვილის“ ლიდერი ანა დოლიძე, რომელიც სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ, თანამოაზრეებთან ერთად, აქტიურად იბრძვის, ფეისბუკზე „ევროპაბეთის“ ინიციატივას პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ გამოეხმაურა და კომპანიისგან აღნიშნული ნაბიჯი მოძრაობის მიერ მიღწეულ გამარჯვებად შეაფასა. 


„ამას ჩვენ ვითხოვდით, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება არასრულწლოვნების დაცვა ონლაინ და სახმელეთო კაზინოებისგან. პირველი, რაც უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია კომპანიის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მობილიზების, მოთხოვნისა და ბრძოლის შედეგია - არაფერი მოიპოვება მარტივად. მეორე, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ დუმს უამრავი სხვა მსხვილი კომპანია და, რაც მთავარია, დუმს სახელმწიფო. როგორ შეიძლება, პარლამენტს, ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, რომელიღაც კომპანია ასწრებდეს. და მესამე, ჩვენ მოვახდენთ ამ დაპირებების შესრულების მონიტორინგს, იმიტომ რომ არ შეიძლება, ბიზნესმა უბრალოდ გააკეთოს რაღაც განცხადება და ჩვენ ამით დავკმაყოფილდეთ და გავჩერდეთ“, – აცხადებს ანა დოლიძე ფეისბუკმიმართვაში.


„ევროპაბეთის“ მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას და CSR პროექტების გაძლიერებას დადებითად აფასებს „საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტი ავთო ახვლედიანი. მან დღეს, 11 დეკემბერს მიმართვა გაავრცელა, სადაც „ევროპაბეთის“ მიმართ სპორტსმენების მხარდაჭერა გამოხატა.


 


„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამხელა მასშტაბით გააზრება“, - აღნიშნა ახვლედიანმა. „მით უმეტეს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კომპანია რეკლამის ბიუჯეტიდან დაზოგილ თანხას სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განვითარებას მოახმარს. აქედან, ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, რასაც „ევროპაბეთი“ ადრეც დიდ ყურადღებას უთმობდა“, – დასძინა მან.


აზარტული თამაშების წინააღმდეგ მოძრაობაში ჩართული მომღერალი ელენე კალანდაძეც დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას და სხვა კომპანიებს მოუწოდებს, მას მიბაძონ.


 „აბსოლუტურად ვემხრობი იმას, რომ გარე ბილბორდები უნდა მოიხსნას და, საერთოდ, ჯობია, ყველამ მიბაძოს და აიკრძალოს საერთოდ ყველანაირი რეკლამა. ყველა სახის რეკლამას ვეწინააღმდეგები, ეს იქნება სატელევიზიო, რადიო თუ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული.


არ ვიცი, ეს კამპანია რამდენად გაამართლებს, მაგრამ  ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემა აქვს ჩემ გარშემო, ვისურვებდი, რომ აღარავის ჰქონოდეს, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ადამიანს ღუპავს“, - განაცხადა ელენე კალანდაძემ.


პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის სამი მიმართულება


კონცეფცია, რომელიც „ევროპაბეთმა“ დააანონსა, სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა. ესენია: პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.


თამაში სიამოვნებისთვის


„ევროპაბეთის“ 2019 წლის სარეკლამო კამპანიის ძირითადი მესიჯი, რომელსაც კომპანიის ბრენდ ამბასადორი, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო აჟღერებდა, სწორედ „ითამაშე სიამოვნებისთვის“ იყო.


პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეტაპობრივი დანერგვით, კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლის განათლებას ამ სფეროში, არამედ ისეთი ონლაინ ხელსაწყოების ამოქმედებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ევროპის წამყვანი გასართობი თამაშების კომპანიების პრაქტიკაში წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც იგულისხმება ვიდეოვერიფიკაცია, თვითშეფასების ტესტი და სხვა ტიპის ხელსაწყოები.


აღსანიშნავია, რომ კომპანია სრულად ამბობს უარს გარე რეკლამაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ჩამოიხსნა „ევროპაბეთის“ ბილბორდები და მის ნაცვლად ერთი კონკრეტული მესიჯი დაიწერა: www.responsible.ge. ვებგვერდი მომხმარებელს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, რა შემთხვევაში ვლინდება პრობლემური თამაშისკენ მიდრეკილება.


გარდა ამისა, 2020 წლიდან საათობრივად შეიზღუდება რეკლამა ტელევიზიასა და რადიოში, ხოლო ინტერნეტრეკლამა მაქსიმალურად ასაკობრივი შეზღუდვით გაკეთდება.


 


„ევროპაბეთმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ:


პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა - საინფორმაციო ვებგვერდები; პრობლემურ მოთამაშეებთან მუშაობა - ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები


• სპორტის განვითარება - სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები


• ონლაინ მედიის განვითარება - ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა


• სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები


• ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება.


„ევროპაბეთისა“ და BETSSON-ის შესახებ


„ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია გამყარებული უნდა იყოს ბიზნესპროცესებით და ამას საკმაოდ დიდი დროითი და ადამიანური რესურსები მოხმარდება. საქართველოში სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და თანმიმდევრული ცვლილებების, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში უკვე დანერგილი პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს.


„ევროპაბეთი“ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და ის ეტაპობრივად გაგრძელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს „ევროპაბეთი“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.


ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი განათლებისა და კულტურის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ მარი როისს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის დარგში.

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

კვიპროსში მშენებლობაზე 25 წლის საქართველოს მოქალაქე დაშავდა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

კვიპროსში, ქალაქ ლამასოლში მშენებლობაზე 25 წლის ზუგდიდელი ლევან ჯახია დაშავდა.

ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა

ჩხოროწყუში 40 წლამდე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილი: გამოძიების იმედი არ მაქვს, თუმცა, იდოს თაროზე, მოვა დრო და მტვერი გადაიწმინდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ათასობით ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. დღეიდან, სოფელ სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, თურქულმა პრესამ ფართოდ გააშუქა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სამადლობელო გზავნილი ჩავუშოღლუს მისამართით, რომელიც მან „Twitter“-ის საშუალებით გაავრცელა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით მწყემსი მოკლეს 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში მკვლელობა მოხდა. 

საქართველოს საგარეო უწყება: თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ 

"ჩვენ გვინდა გამოვხატოთ უდიდესი მწუხარება თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და თურქეთის რესპუბლიკაში 24 იანვარს მომხდარ საზარელ მიწისძვრას ეხმაურება.