ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.  


უწყების ინფორმაციით, წერილის თანახმად, სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული  ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის 31 ივლისამდე  უნდა წარუდგინოს. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძის თქმით, სასიამოვნო ფაქტია, რომ ორგანიზაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ბორჯომი/ბაკურიანი მასპინძლობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.


"საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებით ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომისა და ბაკურიანის კანდიდატურა წარადგინა. სასიამოვნო ფაქტია, რომ ორგანიზაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ბორჯომი/ბაკურიანი მასპინძლობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა. იმედია, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლებას სწორედ საქართველოს მიანიჭებს",-განაცხადა გოგოლაძემ.


აღნიშნულ საკითხს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი გამოეხმაურა.


"ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომი/ბაკურიანის კანდიდატურა ზაფხულში წარვადგინეთ. ორგანიზაციამ ჩვენი კურორტები უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირა მასპინძლობის კანდიდატ ქალაქებებად. პროცედურის მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლობითი კომისია ესტუმრება. კომისია ადგილზე შეისწავლის ვითარებას. 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ვინაობა ნოემბერში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პატივი ბორჯომსა და ბაკურიანს ერგებათ",-განაცხადა ბერიშვილმა.


საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი წელს გამოთქვა. ქვეყანას უკვე გააჩნია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება. 2015 წელს, თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა


 


 


 


ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შერეჩებას ბოდბელი ეპისკოპოსი სამართლიანს უწოდებს

ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შერეჩებას ბოდბელი ეპისკოპოსი სამართლიანს უწოდებს. მეუფე იაკობმა ამის შესახებ ბოდბის დედათა მონასტერში წირვის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა.

გამყრელიძე: ჩინური განსახლების ადგილებში ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი დაიწყება იმ ადგილებში, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია.

ბათუმის ყოფილ მერს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვეფხია გულედანი: ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს

ა/ო „საქართველოს პოლიტოლოგთა თავმჯდომარე“ ვეფხვია გულედანი თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წლის ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადების შესახებ საუბრობს და იქვე დასძენს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი

 "ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, საკითხი გამოდის დღეს პლენარულ სესიაზე და ერთად დავაყენებთ ამ საკითხს სესიის ფორმატში",- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ განაცხადა.

პალიასტომის ტბაზე 4 იანვარს დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში, 4 იანვარს გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

ოხანაშვილი ოთარ კახიძეზე: გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი თუ ფარსია, რატომ სურს შოთაძესთან კითხვის დასმა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გენერალური პროკურორის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თიბისიმ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა.

კახეთში ავარიის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა.

საკრებულოსთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს

საკრებულოსთან სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა. პროექტის ფინალი ზესტაფონში გაიმართა.

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან ხმაურია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

27 იანვარს საქართველოს საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ ოსეთთან მიწისძვრა მოხდა.

რუსული თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება უცნობმა პირმა გააგზავნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

თურქეთში სამძებრო და სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. 

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

საქართველოს ელჩი ჩინეთში: ქალაქ ვუჰანში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

"ამ წუთის მდგომარეობით თითოეული მათგანი ჯანმრთელად არის",-ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ "კორონავირუსის" ეპიცენტრში ქალაქ ვუჰანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოთარ კახიძე: შოთაძის გარდა პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დავესწრები

"საპროკურორო საბჭო არ ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, მას ირჩევს ივანიშვილი",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების პროცესის დაწყების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კალათბურთელ კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვას განცხადებით გამოეხმაურა.

დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა ჩატარდება.

ერაყში, აშშ-ის საელჩოსთან ხუთი რაკეტა ჩამოვარდა

ერაყში, ე.წ. მწვანე ზონაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან "კატიუშას" ტიპის რაკეტები ჩამოვარდა.