თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

თსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა და ახალ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე ესაუბრა.

2019 წლის შემოდგომის ნაკადზე თსუ-მ 8 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი,  შემფასებელი მიიღო სტუდენტები.


წელს თსუ-ში პროფესიულ პროგრამებზე მისაღებად  საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. ერთ ვაკანტურ ადგილზე - საშუალოდ 6 მსურველი მოდიოდა.  ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის კურსდამთავრებულები, ასევე უკვე დასაქმებულები, რომლებსაც სურთ ახალი ცოდნის მიღება. 


თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „პროფესიული განათლება არის დასაქმების ყველაზე სწრაფი და სწორი გზა.  უნდა დაიძლიოს არსებული სტიგმა, რომელიც პროფესიული განათლების თაობაზე არსებობს საზოგადოებაში. ეს არის საბჭოთა კავშირის მძიმე მემკვიდრეობა. პროფესიული სწავლება ნელ-ნელა პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით,  მომავალში ვგეგმავთ რამდენიმე სიახლეს.“


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა პროფესიულ განათლების სივრცეში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.


 „ახალმა ინიციატივებმა უფრო მეტად გაუხსნა პროფესიული განათლების კარი სხვადასხვა ასაკის და საჭიროების მქონე სტუდენტებს. კიდევ ერთი ინიციატივა,რომელიც ინერგება  ზოგადი განათლების ინტეგრირებას ეხება პროფესიულ პროგრამებში. ყოველ მოსწავლეს, რომელიც 9 კლასის შემდეგ ჩააბარებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს დიპლომი, რომელიც გათანაბრებული იქნება ატესტატთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებაში,“- განაცხადა თამარ ქიტიაშვილი.


პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჭიშვილის თქმით, თსუ პროფესიული პროგრამებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუროპერატორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სპეციალობებზე დაფიქსირდა.


 „მეექვსე თვეა,რაც თსუ-ში შეიქმნა ახალი  სტრუქტურა. საგანმანათლებლო ერთეული - თსუ პროფესიული განათლების ცენტრი. ადრე ფაკულტეტები ახორციელებდნენ პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას. ახლა კი ყველა პროგრამა ერთი ცენტრის იურისდიქციის ქვეშ მოექცა. შესაბამისად, სწორედ ჩვენ ვახორციელებთ ამ პროგრამების მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას,“- აღნიშნა კახა ჭეიშვილმა.


„თსუ ლიდერია პროფესიული პროგრამების კუთხით, მე შემფასებლის პროფესიულ პროგრამაზე ვსწავლობ. პროფესიული განათლება უფრო პოპულარული ხდება პრაქტიკული დასაქმებისთვის. ამჟამად, დასაქმებული ვარ, თუმცა მიმაჩნია,რომ დამატებითი კვალიფიცკაციის მიღება კიდევ უფრო გამომადგება,“- აცხადებს თსუ-ს შემფასებლის პროფესიული პროგრამის სტუდენტი ანა შავიძე. 


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხული აპლიკანტები როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ისწავლიან. თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის 4 სპეციალური საჭიროების მქონე პირია.


 


 


ბერაია: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადასინჯვის მიზნით ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციებს აქტიურად ვაწარმოებთ 

"რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს, იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია საერთაშორისო სამართლით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადასინჯვის მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს",- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა.

ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შერეჩებას ბოდბელი ეპისკოპოსი სამართლიანს უწოდებს

ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შერეჩებას ბოდბელი ეპისკოპოსი სამართლიანს უწოდებს. მეუფე იაკობმა ამის შესახებ ბოდბის დედათა მონასტერში წირვის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა.

გამყრელიძე: ჩინური განსახლების ადგილებში ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი დაიწყება იმ ადგილებში, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია.

ბათუმის ყოფილ მერს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვეფხია გულედანი: ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს

ა/ო „საქართველოს პოლიტოლოგთა თავმჯდომარე“ ვეფხვია გულედანი თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წლის ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადების შესახებ საუბრობს და იქვე დასძენს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი

 "ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, საკითხი გამოდის დღეს პლენარულ სესიაზე და ერთად დავაყენებთ ამ საკითხს სესიის ფორმატში",- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ განაცხადა.

პალიასტომის ტბაზე 4 იანვარს დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში, 4 იანვარს გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

ოხანაშვილი ოთარ კახიძეზე: გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი თუ ფარსია, რატომ სურს შოთაძესთან კითხვის დასმა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გენერალური პროკურორის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თიბისიმ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა.

კახეთში ავარიის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა.

საკრებულოსთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს

საკრებულოსთან სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა. პროექტის ფინალი ზესტაფონში გაიმართა.

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან ხმაურია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

27 იანვარს საქართველოს საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ ოსეთთან მიწისძვრა მოხდა.

რუსული თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება უცნობმა პირმა გააგზავნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

თურქეთში სამძებრო და სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. 

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

საქართველოს ელჩი ჩინეთში: ქალაქ ვუჰანში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

"ამ წუთის მდგომარეობით თითოეული მათგანი ჯანმრთელად არის",-ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ "კორონავირუსის" ეპიცენტრში ქალაქ ვუჰანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოთარ კახიძე: შოთაძის გარდა პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დავესწრები

"საპროკურორო საბჭო არ ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, მას ირჩევს ივანიშვილი",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების პროცესის დაწყების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კალათბურთელ კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვას განცხადებით გამოეხმაურა.

დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა ჩატარდება.