სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ 

"14-15 დეკემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი",-ამის შესახებ PIA.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა ნინო წვერავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის თქმით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება. 


"14-15 დეკემბრის ჩათვლით როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. აღმოსავლეთის ქარი დაუბერავს 10-15 მეტრი წამში.14-15 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება. ღამე 8-13 გრადუსი, მთაში -1 ღამით, ხოლო დღისით 11-16 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით, ბარში -1 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი მაღალმთაში -10 გრადუსი შესაძლებელია იყოს. 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით მოსალოდნელია ნალექი, მცირე წვიმის სახით. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნალექი იქნება, ხოლო მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი",- აღნიშნა წვერავამ. 


რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსის თქმით, 16 დეკემბერს თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 


"14 დეკემბერს ღამით 5, დღისით 11 გრადუსი იქნება. 15 დეკემბერს ღამით 3, დღისით კი 14 გრადუსია, 16 დეკემბერსაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი, დღისით 13", - აცხადებს ნინო წვერავა. 


 


 


თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ირაკლი აბესაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე: საერთო არაფერი ექნება სფეროს განვითარებასთან

"ამას არაფერი ექნება საერთო სფეროს განვითარებასთან",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს.

 

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გოცირიძე: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია

"კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს. 

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს რაიონებში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რა დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი?

„რა ისეთ დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი, რომ ქართველი საზოგადოების თვალში სიცრუისა და ყალბი სოციოლოგიური კვლევების ეტალონად გადაქცევასაც არ ერიდება? ამ საქმეში ფული, უფრო სწორად დიდი ფული ხომ არ არის გარეული?“ - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.

ელისაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო.

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა.

2 დაღუპული და 5 დაშავებული - აშშ-ში ერთ-ერთ ბარში თავდასხმა მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-ანტონიოს ბარ "ვენტურაში" კაცმა ცეცხლი გახსნა.

გიგა ბოკერია: ოპოზიცია მწვავე პროტესტს გააგრძელებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.