დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის მენეჯერი აკაკი გუნცაძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის გიგა ქვარცხავას განმარტებით, 2020 წლიდან დაიწყება კოლეჯის სასწავლო კორპუსების რემონტი, რისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. 


„ეს პირველი ნაბიჯია, რასაც აუცილებლად მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები. უკვე 3 წელია ჩვენი ფაკულტეტის შემადგენლობაში ოფიციალურად ირიცხება დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი, სადაც ამჯერად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, მიმდინარეობს ოთხი პროფესიული პროგრამის მოდულური სწავლება - მეფუტკრეობა, მევენახეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა და საბუღალტრო აღრიცხვა. ვფიქრობთ, დიდი ჯიხაიშის კოლეჯი ვაქციოთ აგრარული მიმართულების მთავარ ცენტრად დასავლეთ საქართველოში. განაცხადი ამბიციური და სერიოზულია, თუმცა აგრარული მიმართულებით ახალი სპეციალობების დამატება ამაში კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს“. 



სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა დაბალი ტიპის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1930 წლის ოქტომბერში ის გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1966 წლიდან - საყრდენ-საჩვენებელ და საბაზო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1993 წელს - აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯად, 2007 წელს კი - პროფესიული სწავლების ცენტრად, ხოლო 2010 წელს ეს სასწავლებელი გააუქმდა.


1934 წლიდან, ხუთი ათეული წლის მანძილზე, დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს სათავეში ედგა პოლიკარპე მიქაძე, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ახალგაზრდების აღზრდასა და სასწავლებლის აღმშენებლობას შეალია.


სასწავლებლის  საქმიანობის განუყოფელ  ნაწილად ითვლებოდა სპორტი. აქ  აღიზარდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი  თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე და  ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ჯიბილო ნიჟარაძე. ლელოში 14 -გზის  საქართველოს ჩემპიონობა, რესპუბლიკურ სპარტაკიადებში სპორტის სხვადასხვა  სახეობაში მრავალგზის გამარჯვება - ეს სახელოვანი წარსულია.




2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა 18 ერთეულით შეამცირა, მათ შორის იმერეთის რეგიონში - ხუთი სასწავლებლიდან ოთხი გააუქმა. დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ, სასწავლებელთან მიმაგრებული 51 ჰა მიწის ფართობის 20 ჰა-ზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც სოფლის მეურნეობის კორპორაციას გადაეცა.



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა ლიკვიდირებული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავის სტრუქტურაში დააფუძნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი.


2013 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის - „უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით“ - ფარგლებში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლის მოადგილესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს შორის 2013 წლის 10 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სტუ-ის დიდი ჯიხაიშის პროფესიულ კოლეჯში ტრაქტორისტ-მემანქანის გადამზადების კურსები გაიარა 146 მსმენელმა. აღსანიშნავია, რომ სტუ-ის დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ბაზაზე მომზადებული მსმენელების მიერ მართვის მოწმობის მიღების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყნის მასშტაბით.



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 20 მარტის N 1471 დადგენილების საფუძველზე, დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელი გამოეყო სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანთმშენებლობის ფაკულტეტს და გადავიდა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტრუქტურაში.


დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის დირექტორი ნუგზარ მიქაძე, სასწავლებლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფაქტს იხსენებს.  




_ 2010 წელს გააუქმეს ჩვენი სასწავლებელი, ამ დროს განათლების მინისტრი იყო კახა ლომაია. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში 18 კოლეჯი გააუქმეს საქართველოში, ბოლოს ჩვენც დაგვიბარეს - მეცხრამეტე ვიყავით ამ სიაში. რა თქმა უნდა, ვიკითხეთ მიზეზი. არ დაგვდეს პატივი, პასუხი არ გვითხრეს - ასეა საჭიროო. ამ დროს ჩვენ 500-მდე სტუდენტი გვყავდა. სტუდენტებს ექსტერნად დაამთავრებინეს სწავლა, ეს იყო ბოლო ნაკადი. ჩვენ ვერ შევეგუეთ ამ ფაქტს, დავიწყეთ „კარდაკარ სიარული“, ყველას ვუხსნიდით რომ არ შეიძლებოდა ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებლის გაუქმება. წაიღეს ყველაფერი რაც აქ იყო.


 - ალბათ, პირობები არ იყო და საკმარისი თანხები არ ჰქონდათ?


- ტექნიკური საშუალებები გვქონდა, ეს იყო მთავარი. რაც შეეხება კორპუსებს, დღეს რა მდგომარეობაცაა, ამაზე უკეთესი ნამდვილად იყო, თუმცა 90-იან წლებში შექმნილი სიტუაციის გამო, თითქმის განადგურდა აქაურობა, აქ დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა. 


- მხედრიონმაც თავისი კვალი დატოვა...


- დიახ, სამწუხაროდ. ფაქტიურად, არ დარჩენილა არავინ, ვისაც არ მივმართეთ, იმდენად გვინდოდა სასწავლებლის გადარჩენა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, 2013 წელს განახლდა სასწავლო პროცესი, ხუთი პროგრამით. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი დააჩქარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა. 


- დღეს რა მდგომარეობაა სასწავლებელში? როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?


- დღეს უკვე ჩვენთვის ცნობილია, რომ იწყება კოლეჯის განახლება. მალე დაიწყება კორპუსების რემონტი, აღიჭურვება ახალი, თანამედროვე ტექნიკით და გაიზრდება მისაღები კონტიგენტი. არსებული ვითარება  არ არის სახარბიელო - არ გვაქვს გათბობა, გასარემონტებელია აუდიტორიები. მიუხედავად ამისა, ოთხივე პროფესიულ პროგრამაზე გვყავს სტუდენტები - ეს ნამდვილად იმედის მომცემია ჩვენთვის. სასწავლო პროცესის დაწყებამდე გადმოგვეცა კომპიუტერები. მოკლედ, ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებელი მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ გახდეს და ჩვენმა მომავალმა თაობამ ამ დიდი ცენტრის ოდესღაც არსებობის შესახებ მხოლოდ წიგნებიდან არ შეიტყოს.


მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.