არჩილ თალაკვაძე: ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას და ჩვენს გეგმებს ევროპასთან მიმართებაში

„ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას და ჩვენს გეგმებს ევროპასთან მიმართებაში “, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ღონისძიება საქართველოს ევროპულ გზას ეხება.


„სიმბოლურია, რომ ღონისძიება იმართება თავისუფლების მოედანზე. 100 ათასზე მეტი მოქალაქე იქნება აქ, ვისაც აერთიანებს ევროპული იდეა და საქართველოს მომავალი, მესმის რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც რჩება დესტრუქციულ რეჟიმში, შეიძლება არ იყოს ბედნიერი ამ შეკრების გამო და საღამოს ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას და ჩვენს გეგმებს ევროპასთან მიმართებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ ღონისძიებაზე ხალხი რეგიონებიდან იძულებით ჩამოჰყავს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხალხი, რომელიც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება, არის მხოლოდ ნაწილი იმ მხარდამჭერებისა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს.


„თქვენს შორის თუ არის ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ყავს 100 ათასი, 200 000 და ბევრად მეტი მხარდამჭერი საქართველოში, რასაც ყველა ბოლო არჩევნები აჩვენებს? მაშინ, შეგიძლიათ ისაუბროთ ამ რიცხვებზე, მაგრამ ხალხი, რომელიც აქ შეიკრიბება, არის მხოლოდ ნაწილი იმ მხარდამჭერების, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის მომავალს, გეგმებს, რომელიც ხელისუფლებას გვაქვს ხალხთან ერთად“, – განაცხადა თალაკვაძემ.


მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ვინმეს იძულება, რომ ჩამოვიდეს და ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.


„ამ ღონისძიების დისკრედიტაცია ვის ინტერესებში შედის, ალბათ ვხედავთ – შედის იმ ხალხის ინტერესებში, ვინც რამდენიმე დღის წინ ამ მოედნიდან ძალიან ახლოს ცდილობდა კვლავ დესტრუქციითა და წარსულში ჩვენი დაბრუნებით როგორმე ეცადა, რომ სრულიად საპირისპირო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. მათ გააკეთეს ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, მათ ორი დღის წინ გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამაში არის რაიმე ევროპული, პირიქით, ეს არის ძალიან შორს ევროპული კულტურისგან. ამიტომ ჩვენ დღეს ვაჩვენებთ არა პასუხებს იმაზე, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ და როგორც ისინი ფიქრობენ, ჩვენ დღეს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს პოლიტიკური გეგმა და გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ ვართ მთლიანად ორიენტირებული მომავალზე, მათ ნეგატივზე ჩვენი პასუხი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგი.


რაც შეეხება საუბარს საჯარო მოხელეებზე, ისინიც არიან ისეთივე მოქალაქეები, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ დღეს, შაბათ დღეს იყოს თავისუფლების მოედანზე, თბილისში ეს არის მათი კანონიერი უფლება, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრად მეტი მხარდამჭერი. შესაბამისად, ჩვენს პარტიას არ სჭირდება ვინმეს იძულება, რომ ჩამოვიდეს და ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
 
 
 


ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ირაკლი აბესაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე: საერთო არაფერი ექნება სფეროს განვითარებასთან

"ამას არაფერი ექნება საერთო სფეროს განვითარებასთან",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს.

 

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გოცირიძე: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია

"კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს. 

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს რაიონებში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რა დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი?

„რა ისეთ დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი, რომ ქართველი საზოგადოების თვალში სიცრუისა და ყალბი სოციოლოგიური კვლევების ეტალონად გადაქცევასაც არ ერიდება? ამ საქმეში ფული, უფრო სწორად დიდი ფული ხომ არ არის გარეული?“ - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.

ელისაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო.

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა.

2 დაღუპული და 5 დაშავებული - აშშ-ში ერთ-ერთ ბარში თავდასხმა მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-ანტონიოს ბარ "ვენტურაში" კაცმა ცეცხლი გახსნა.

გიგა ბოკერია: ოპოზიცია მწვავე პროტესტს გააგრძელებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ავსტრალიაში შტორმსა და ძლიერ სეტყვას ებრძვიან

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ზარალი მიაყენა.