ზალკალიანი: საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ამ ორგანიზაციის გაძლიერებას

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ღონისძიება, "საქართველოს გზა ევროპისკენ" ახალგაზრდების ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ ერთად აღინიშნოს საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რაც ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო თავმჯდომარეობის პირობებში ყველაფერს გააკეთებს, რათა ის გამოწვევები, რომელიც ამ ორგანიზაციას აქვს თავმჯდომარეობის პირობებში იყოს შესაბამისად ადრესირებული.


"კარგად არის ცნობილი ის 4 პრიორიტეტი, რომელის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ექნება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ახალგაზრდობის ჩართულობა დემოკრატიის გაძლიერების პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რაც არის დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის თავსებადობა, ასევე ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა. ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც აქტუალურია ამ ორგანიზაციისთვის და ჩვენ როგორც თავჯდომარე ქვეყანა, ხელს შევუწყობთ, რომ 6 თვის განმავლობაში ის ღონისძიებები, 14 დიდი ღონისძიება არის დაგეგმილი, რომლის მასპინძელი იქნება საქართველო, როგორც სტრასბურგში, ისე თბილისში და მთლიანად აღმასრულებელი სტრუქტურა, საკანონმდებლო სტრუქტურა, პარლამენტი, სასამართლო თუ ასამბლეის ფარგლებში აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ პროცესებში",-განაცხადა ზალკალიანმა.


მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის თავჯდომარეობას ახლავს.


 


"მინდა ასევე საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ თავჯდომარეობას. ხშირად მესმის დამცინავი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანბანით , როტაციით მოუწია თავმჯდომარეობა საქართველოს. დიახ ჩვენ როტაციის წესით მოგვიწია თავმჯდომარეობა, მაგრამ ეს არის იმ პასუხისმგებლობის ჩვენ თავზე აღება, რომელიც საერთოა ამ მთლიანად დიდი ორგანიზაციისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ბევრი ქვეყანა, არ იღებს ამ პასუხისმგებლობას და ხშირად მის თავმჯდომარეობას გადააბარებს მას შემდგომ ქვეყანას. ამიტომ ის, რომ ჩვენი სახელწმიფო სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტრო , ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ის სამინისტროები, რომლებიც ამ პრიორიტეტების განხორციელებაში იქნებიან პასუხისმგებელი, არის კიდევ კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო აპარატი, ჩვენი მოხელეები, წარმოჩნდნენ მთლიანად იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც არის საერთო ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის და ჩვენ ჩვენი უპირატესობა ვაჩვენოთ",-დასძინა ზალკალიანმა. 


დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ირაკლი აბესაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე: საერთო არაფერი ექნება სფეროს განვითარებასთან

"ამას არაფერი ექნება საერთო სფეროს განვითარებასთან",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს.

 

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გოცირიძე: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია

"კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს. 

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.