ვასილ ხოდელი "ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორად ინიშნება

"ლიბერთი" ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს.

"ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანკის მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდება.


ვასილ ხოდელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საბანკო სისტემაში.  ხოდელი იკავებდა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.


"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის განცხადებით, ხოდელის მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთი ბანკის შემდგომ განვითარებაში


"ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად მივულოცო ვასილ ხოდელს და მივესალმო მის ჩვენს გუნდთან შემოერთებას. მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთი ბანკის შემდგომ განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში ერთერთ წამყვან უნივერსალურ საბანკო ინსტიტუტად საქართველოში",- აღნიშნა რუხაძემ.


როგორც ვასილ ხოდელმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის ტანამდებობაზე დანიშვნა.


"ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ბანკის განვითარების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააგრძელებს ლიბერთი ბანკის ახალი ბიზნეს სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბება წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის განმტკიცებაში",- განაცხადა ვასილ ხოდელმა.


ცნობისთვის, "ლიბერთი ბანკი", ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.


ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თაღლითობაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისი პირველ ადგილზეა ევროპულ ქალაქებს შორის IFD-ის რენტაბელობის მიხედვით

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020-2021 წლებში“  - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times-ის“ სპეციალურმა რესურსმა fDi Intelligence.

მამუკა მდინარაძე: შიგნით გვებრძოდნენ "ნაცები", გარეთ გვებრძოდნენ თურმე რუსები 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანოს. 

ნიგერიელმა მეკობრეებმა 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიელმა მეკობრეებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გაიტაცეს.

ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ელისაშვილი ვანო მერაბიშვილზე: თავისი სათქმელი ვერ მოზომა

"სამოქალაქო მოძრაობა" შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან რაიმე ფორმით თანაშრომლობას გამორიცხავს.

პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევის დაგმობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups  შემოდის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. 

თალაკვაძე: მერაბიშვილის მთავრობის დროს ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ვერ დაბრუნდნენ

"ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემიდან ადამიანები საღსალამათები ბრუნდებიან სახლში, რაც სრულიად საპირისპიროდ იყო მერაბიშვილის მთავრობის პერიოდში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების თემაზე შეხვედრა გაიმართა

ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

თათია მოლაშვილი: ელენე 2 წლის იყო, სულხანი ეხვეწებოდა, ერთხელ მაკოცნინეთო და არა, ამბავს გაიტანო

„სულხანისთვის არასდროს დამისვამს კითხვა, როგორ აწამებდნენ ციხეში, რადგან მერიდებოდა, არ ვაძლევდი თავს უფლებას, არც მას არ უთქვამს ჩემთან არაფერი, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რაშიც იყო საქმე. სულხანის ინტერვიუებით ვიგებდი ამ ამბებს. ან რა გაგება მინდოდა, ვუყურებდი ჩემს ქმარს, რომელიც ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა… სულხანს რომ შეხედავდი, იქ საჭირო იყო რამე კითხვის დასმა?!“ – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას სულხან მოლაშვილის მეუღლე.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს  ქემლინ ფურლის უმასპინძლა.

 

ცესკოში „პერსონალური მონაცემების დაცვასთან“ დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.

პომპეო და უცხოელი პარტნიორები რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობენ 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მსოფლიო ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, ქართულ სამთავრობო, ასევე მედიის, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერშეტევა და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედება.

მამუკა ბახტაძე: რუსეთი საქართველოს ინსტიტუტების ჩამოშლასა და ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას ცდილობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევის განხორციელებას გამოეხმაურა.

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინეს- დაკავებულია 2 კომპანიის ხელმძღვანელი

სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

გური სულთანიშვილი: ვანო მერაბიშვილზე ვინმე რომ ამბობს, თითქოს ის გმირია, ეს არის ქვეყნის ტრაგედია

„ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლით მის მომხრეებს შორის გამოწვეულმა სიხარულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით საქმე გვაქვს სიგიჟესთან, უტიფრობასთან, დეფორმირებულ მორალთან და სინდისთან“, - ამბობს POSTV-ის ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი საკუთარ ვიდეობლოგში.

კახეთში "საქმიანი ეზოს" მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში "საქმიანი ეზოს" მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო.

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.