კონფლიქტოლოგი აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე გამარჯვებას ბჟანიას გუნდს უწინასწარმეტყველებს

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკონკურენტოდ მიიჩნევს ოპოზიციონერი ასლან ბჟანიას გუნდს ოკუპირებული აფხაზეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 22 მარტს არის ჩანიშნული.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში "პოლიტიკური ტემპერატურის" აწევა ასლან ბჟანიამ მოახერხა.


კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ სოხუმში "ხელისუფლების" წინააღმდეგ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთმანეთისთვის მიუღებელი ორი ძალა შეიკრა.


"აშკარად ბჟანიას გუნდი მოვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში. ეჭვი მეპარება, რომ ინალ არძინბა ან ვინმე სხვა მოვიდეს. ეს გამორიცხულია. აშკარად ბჟანიას გუნდმა მოახერხა პოლიტიკური ტემპერატურის აწევა, შემდეგ ეს უკვე გამოიყენა ნახევრად კრიმინალურმა ძალამ ავიძბამ. მან კიდევ უფრო დაამატა ცეცხლზე ნავთი, თუ კი შეიძლება ასე ითქვას. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთმანეთისადმი მიუღებელი ორი ძალა შეიკრა. ეს არის ვინც იბრძოდა, რომ გაესაჩიბრებინა "ცენტრალური კომისიის გადაწყვეტილება", რომ არასწორად ჩატარდა არჩევნები და მეორე ვინც, აპროტესტებდა ამ კრიმინალების დახოცვას სოხუმში. ამ ორი ძალის ენერგიამ მოგვცა ეს შედეგი. ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამიტომ მათი გაერთიანება სპონტანური და ეფექტური აღმოჩნდა. ეჭვი მეპარება არძინბას კლანმა მოახერხოს თავისი გარკვეული ინტერესების ჩადება, იმიტომ რომ ხაჯიმბა არძინბას კლანს ეყრდნობოდა. ხაჯიმბა უკვე არაპოპულარულია. ყველაზე რეალური შანსი ბჟანიას აქვს. ახლა ბჟანიამ როგორმე უნდა მოახერხოს, რომ გაემიჯნოს ავიძბას გუნდს. იმიტომ რომ ავიძბა კრიმინალურია, ბჟანია კი არ არის კრიმინალური. მას ამას ვერ დავაბრალებთ. არაკორუმპირებულია. მისი სურვილია, რომ კრიმინალს და კორუფციას ებრძოლოს. ავიძბა აშკარად კრიმინალური ხასიათისაა, დონბასში ნაბრძოლი ტიპია, რომელიც რეალურად აფხაზეთში არც ყოფილა, დაიბადა სოჭში და არც იცის მან აფხაზური. ამიტომ ახლა როგორმე ბჟანიას გუნდს სჭირდება რომ ავიძბასგან დისტანცირება მოხდეს. შანსებია, რომ ცალკე კენჭისყრის შესახებ უთხრან. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს", - განუცხადა PIA.GE -ს ზაქარეიშვილმა. 


რაც შეეხება ალხას კვიცინიას, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ის ბჟანიას გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.


"კვიცინია ცალკე არ მიიღებს მონაწილეობას. ის ბჟანიას მარჯვენა ხელია, ვინაიდან როდესაც ბჟანია მოწამლული იყო, კვიცინიას, როგორც ბჟანიას მარჯვენა ხელს, მოუწია არჩევნებში მონაწილეობა. ეს მკაფიოდ შეიძლება ითქვას, მეტიც, ანქვაბს ჰყავდა თავისი კაცი წარმოდგენილი – ოლეგ არშბა. ისიც კი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში დიდი ალბათობით. ანქვაბი და ბჟანია სავარაუდოდ გაერთიანდებიან, ეს ჩემი ვარაუდია. ანქვაბი არ დაუპირისპირდება ბჟანიას, რათა არ წაართვას ხმები. სოხუმში პოლიტიკურმა ტემპერატურამ მნიშვნელოვნად დაიწია, ყველა კმაყოფილია", - დასძინა კონფლიქტოლოგმა.


ცნობისთვის, 9 იანვარს სოხუმში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები "პრეზიდენტის" გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს "უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ" "ცესკოს" გადაწყვეტილება სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ არაკანონიერად გამოაცხადა.


12 იანვარს რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა


ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნები 22 მარტს განმეორებით ჩატარდება


ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტის" მოვალეობას ვალერი ბგანბა ასრულებს


თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოსკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდება 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა.

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში „ნაცების“ მთავარი „აპოლიტიკური“ სერიალიც ჩაერთო

"სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალიც ჩაერთო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

პრემიერი: არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით და არა ომით 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

გუდაური–კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.