სოფელ დიღომსა და ვაზისუბანში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფელ დიღომში და ვაზისუბანის დასახლებაში დაფიქსირდა ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა. ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მეპატრონეებს მოუწოდებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინა ჩაუტაროს. 


"ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ბუნებრივი ლეტალობის შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის ვირუსის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა.


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტაროს ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად. 


განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან.


ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის.


2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის ექვსი, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს ერთობლივად განახორციელებენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით", - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში. 


ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

ალექსანდერ მარშიკი: ავსტრიას საქართველოს განვითარების განსაკუთრებული ინტერესი აქვს

ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი თბილისში მიმდინარე რეგიონალურ ამბასადორილას ეხმიანება.

ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ

სამოქალაქო აქტივისტ ზვიად კუპრავას რამდენიმე პირი თავს დაესხა. 

ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა.

დავით ზალკალიანი: საქართველოში ამბასადორიალის ჩატარების ტრადიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს რეგიონში

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონალური ამბასადორიალი გახსნა, რომელიც თბილისში იმართება.

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანში კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანსა და ეგვიპტეში ჰადი ხოსროუშაჰი კორონავირუსმა იმსხვერპლა. 

ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მან პირველი შეხვედრა სომეხ კოლეგასთან დავით ტონოიანთან გამართა.

მარინა ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფოს 11 ახალი პაციენტიდან 5-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ახალი 11 პაციენტიდან 5-ის შემთხვევაში ჩატარებული კვლევის შედეგები პოზიტიურია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა აღდგა.

ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.

პრემიერი: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბანკებს შორის 2020 წელს საბანკო სექტორის წარმატების საფუძველი იქნება

"სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, იყოს ძლიერი და განვითარებული".

ირაკლი კობახიძე: წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა

„წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.

შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან დიდი რესურსი არსებობს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი ოპოზიციასთან დიალოგზე: ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ კონსენსუსს ეყრდნობა

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის".

დავით ჩიხელიძე ოპოზიციას: შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!

„შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!“  – აცხადებს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს.

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან.

სოფო კილაძე: ევროპელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა "ბავშვის კოდექსის" სახით პროგრესული დოკუმენტი მიიღო 

როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და როგორ უნდა მიუდგეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო, სწორედ ამ საკითხებზე ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტსა და სამსახურს ესტუმრნენ.