დონალდ ტრამპის 3 წელი - რა შეიცვალა მსოფლიოში 2016 წლის შემდეგ

20 იანვარს 3 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მას შემდეგ, როგორც აშშ-ში ასევე დანარჩენ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. 

როდესაც ბიზნესმენმა ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა, საზოგადოების მხრიდან მას ბევრი კრიტიკა და გაცილებით მეტი ქილიკი მოჰყვა. პოლიტოლოგთა და ანალიტიკოსთა უმრავლესობა ტრამპს დამარცხებას პრაიმერშივე უწინასწარმეტყველებდა. რეალობა კი, საპირისპირო აღმოჩნდა. პრაიმერის დაწყებიდან 5 თვეში, 2016 წლის მაისში ტრამპის კონკურენტებმა რესპუბლიკური პარტიიდან დანებება არჩიეს, ივლისში ის უკვე ოფიციალურ კანდიდატად დასახელდა. თუმცა მთავარი, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ წინ იყო.

არჩევნებზე ტრამპმა 62.9 მლნ ხმა მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა 2.9 მლნ ხმით მეტი, 65.8 მლნ ხმა, თუმცა ფედერაციული მოწყობის გამო შტატებში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ საარჩევნო კოლეგიის ხმას დააგროვებს. კოლეგიის ხმები შტატებზე და შტატების მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. საბოლოოდ, ტრამპმა 50-დან 30 შტატში გაიმარჯვა და კოლეგიის ხმებით კლინტონი 304:227-ზე დაამარცხა. წინასწარი კვლევის ავტორებსა და პოლიტოლოგებს თავის მართლება მოუწიათ.

ტრამპის წინააღმდეგ განწყობილი იყო თითქმის მთელი მედია, ჰოლივუდი, უფლებადამცველი ორგანიზაციები, უმცირესობები, მიგრანტები... ტელედებატებში კლინტონს კითხვები ტრამპზე ადრე გააცნეს, ინაუგურაციაზე ხალხის შეკრების დაწყების ფოტო ობამას დროინდელ ინაუგურაციის ხალხის მასის პიკს შეადარეს, სულ ახლახანს კანადურმა ტელევიზიამ „მარტო სახლში 2“-დან ტრამპის მომენტი ამოჭრა. ტრამპის ინაუგურაციის დღეს, აშშ-ში და მის საზღვრებს გარეთ ასობით ქალაქში ე.წ. წალთა მარში გაიმართა, 2019 წლის დეკემბერში წარმომადგენლობითმა პალატამ (კონგრესმა) 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ახლა ყველაფერი სენეტის ხელშია, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ და იმპიჩმენტის ალბათობა დაბალია.

ყველა ფრონტიდან შეტევის მიუხედავად ტრამპი მაინც ახერხებს პოსტის შენარჩუნებას და იმედი აქვს, რომ მეორე ვადითაც აირჩევენ და თეთრ სახლს 2025 წლის იანვრამდე არ დატოვებს.

ტრამპის წარმატება რამდენიმე მიზეზით აიხსნება: 1) მას შედარებით გულწრფელ მმართველად მიიჩნევენ, რომელიც ხალხის მასების ინტერესს გამოხატავს, არც ბობოლებისას და არც უმცირესობებისას. 2) ბრალდებები მოსკოვთან ფარული ალიანსის შესახებ ვერ დადასტურდა. 3) დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა 1969 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა.

დღეს ჩინეთი სამხედრო სიძლიერის თვალსაზრისით #3 სახელმწიფოა, აშშ-ისა და რუსეთის შემდეგ, თუმცა მალე მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთისას 400%-ით აღემატება და $224 მლრდ-ს შეადგენს. მთლიანი ეკონომიკით ჩინეთი რუსეთს 8.2-ჯერ უსწრებს. ექსპორტის მოცულობით, რეზერვებით, ნაციოანლური ვალუტის საზარგარეთ გამოყენებადობით, ტექნოლოგიებით, კოსმოსის ათვისებით... ჩინეთმა რუსეთი უკან დიდი ხნის წინ ჩამოიტოვა. ამასათან 1991-2018 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით რუსეთმა ჩინეთს მხოლოდ ერთხელ 2000 წელს გაუსწრო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დისბალანსი ჩინეთის სასარგებლოდ სულ უფრო და უფრო იზრდება.

ტრამპმა პოტენციურ მოწინააღმდეგედ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჩინეთი დაასახელა და არა რუსეთი. მაგრამ ეს რუსეთთან რაიმე კომპრომისს ან ახალი გადატვირთვის პოლიტიკას არ ნიშნავს. მისი გაუგებარი განცხადების მიუხედავად, რომელიც რუსეთს დიდ რვიანში დაბრუნებისკენ ეპატიჟებოდა, სწორედ ტრამპის ადმინისტარციამ გადმოსცა საქართველოსა და უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები და ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერები, რაზეც თავს იკავებდა ბუში და ეწინააღმდეგებოდა ობამა. სკრიპალის მოწამვლის გამო ყველაზე მეტი 60 რუსი დიპლომატი აშშ-მა გააძევა. სხვა საქმეა სანქციების ეფექტიანობა, მაგრამ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოუხსნია, პირიქით გააფართოვა. ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით 1 ცენტ დაფინანსებას ვერ მიიღებს ის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოიკიდებლობას აღიარებს. ამ ხელმოწერამ ნაურუს შემოსავლები შეუმცირა, მას დეოკუპაცია არ გამოუწვევია, რასაც არც არავინ ელოდა, თუმცა დარჩა მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის სიგნალად.

ქურთების მიტოვება სირიის სამოქალაქო ომში ახსნით, ეგენი მეორე მსოფლიო ომში არ დაგვხმარებიანო, ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერებიც გააღიზიანა, მეორეს მხრივ ქიმიური იარაღის გამოყენების ორივე შემთხვევაში 2017 და 2018 წელს ტრამპმა ასადს ტომაჰავკებით პასუხი გასცა, იმავეს დაიმუქრა ობამაც მაგრამ „გამოძიების შედეგების დასრულების ლოდინში“ მისი საპრეზიდენტო ვადაც ამოიწურა. 2011-2015 წლებში ობამამ სირიაში ვერაფერი გააწყო. 2015 წლიდან პროცესებში რუსეთი უკვე ოფიციალურად ჩაერთო. მის რეგულარულ არმიას ცხადია არა, მაგრამ 2018 წელს რუსული დაქირავებული არმიის „ვაგნერის“ 1 კოლონა კი ნამდვილად განადგურდა ამერიკული რაკეტებით. კერძო არმია თანამედროვე სამყაროში ერთის მხრივ ყველაზე სასტიკი და საზარელი დავალებების ასასრულებლად იქმნება და მეორეს მხრივ მასზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის, მასზე დარტყმა სახელმწიფოზე თავდასხმად არ განიხილება.

ტრამპის დროს მსოფლიო 2-ჯერ დადგა დიდი ომის წინაშე, პირველად 2017-2018 წლებში როდესაც ფხენიანმა ზედიზედ რამდენჯერმე ბირთული გამოცდა მოაწყო და თან სამხრეთ კორეას, იაპონიასა და თავას აშშ-ის განადგურებით დაემუქრა. „ადამიან რაკეტას“ ტრამპმა მუქარითვე უპასუხა „ცეცხლსა და მძვინვარებას“ გამოგიგზავნიო. მუქარა რომ უფრო რეალური გამხდარიყო ნახევარკუნძულს ავიამზიდები შემოაწყო. ამის შემდეგ კიმ ჩენ ინმა უკან დაიხია, სამხრეთ კორეაში გამართულ ფიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, რამდენიმე დაკავებულიც გადასცა აშშ-ის და 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში ტრამპსაც შეხვდა. მხარეები სრულ დენუკლერიზაციაზე და სანქიების ეტაპობრივად მოხსნაზე შეთანხმდნენ. მას შემდეგ 1.5 წელზე მეტი გავიდა, არც ფხენიანს დაუწყია ატომური არსენალის შემცირება და არც ვაშინგტონს სანციების შერბილება, თუმცა დაძაბულობამ და სეულის თავზე ბირთული სოკოს წარმოქმნის საფრთხემ გადაიარა.

გლობალური ესკალაციის მეორე საშიშროება 2019-2020 წლებში წარმოიშვა. პროირანული ძალების მიერ ბაღდადში აშშ-ის სალეჩოზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპმა წერტილოვანი დარტყმით ერაყის ტერიტორიაზე ირანელი გენერალი და პრეზიდენტზე მეღალი გავლენის მქონე ყასემ სოლეიმანი მოკლა. დაბომბვას სულ 10 ადამიანი შეეწირა, მაშინ როცა სოლეიმანის დაკრძალვისას ჭყლეტაში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 8 იანვარს ირანმა ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებს სარაკეტო დარტყმა მიაყენა, ოღონდ დარტყმამდე ირიბად ერაყის მეშვეობით გააფრთხილა, რამაც ამერიკელებს ადამიანური მსხვერპლი აარიდა თავიდან, მეტწილად სწორედ ამის გამო ტრამპმა პასუხის პასუხზე სამხედრო ფორმით უარი განაცხადა და ეკონომიკური სანქციების გაზლიერება დააანონსა. იანვარშივე ირანმა სრულად დატოვა ბირთული შეთანხმება და ურანის გამდიდრება განაახლა. ტრამპმა პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში თეირანი ატომურ ბომბს ვერ შექმნიდა.

8 იანვარს საპასუხო დარტყმით შეშინებულმა ირანმა შეცდომით უკრაინის ავიახაზებით თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 82 თავად ირანის მოქალაქე იყო. რუსეთისგან განსხვავებით ირანმა დანაშაულებრივი შეცდომა აღიარა მაინც. რუსეთი კი უკრაინის ოკუპირებულ ნაწილისში 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზებით თვითმფრინავის ჩამოგდებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს, თუმცა ნიდერლანდებში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 298 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე რუსულმა „ბუკმა“ შეიწირა.

იხილეთ სრულად


პარლამენტში თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით ფლაერებს არიგებენ

პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშილის გამოსახულებიანი ნიღბებით მმართველი გუნდის წევრებს ფლაერებს ურიგებენ.

"მონა ხარ", "ჩახედე პოლიტპატიმრებს თვალებში" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა იწყება, დაპირისპირებაა.

ირაკლი შოთაძე: პარლამენტში ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვისაუბრებ ხედვაზე, რაც გამაჩნია

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ შოთაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატებმა უნდა მოუსმინონ.

ახალციხეში ავარიისას დაშავებული რვა წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თურნავა: ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას

"ბერლინში 2022 წელს ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

უბისა-შორაპანის მშენებელ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS)  მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს.

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თურნავა: გერმანიაში ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

"ის, რომ საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ქედა-ხულოს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობაზე თანხმდება

"ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ვითანამშრომლებთ", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხონის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარია

ხონში მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ჭერზე გაჩნდა.

ნიკა მელია: „მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“

„მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ თოქშოუ „პოლიტმეტრში“.

გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებით "ოცნების" დამარცხება შესაძლებელია

"ყველაზე მთავარია ოპოზიციამ არჩევნებამდე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ ერთიანობა შეინარჩუნოს",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"  ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით მათიკაშვილი: ოპონენტები ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ, ეს გასაგებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ.

ალპანა-ცაგერის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

პარლამენტთან მიმდინარე აქცია-პერფორმანსზე სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიის მორიგი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ

პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ87-კმ126 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.