ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 


ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.


"დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია. მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს", - აცხადებენ უწყებაში. 


შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.


საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.


გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა.


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social  Impact Award 2020 იწყება

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.

გამყრელიძე: აღებული 24 სინჯიდან, არ გამოვრიცხავთ კიდევ გამოვლინდეს კორონავირუსის შემთხვევა

"აღებული გვაქვს 24 სინჯი და დღეს მიმდინარეობს მათი გამოკვლევა ლუგარში დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავთ, რომ გვქონდეს კიდევ ერთი შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„ევროპაბეთის“ მსგავსად 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე რეკლამას ჩამოხსნის

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარერეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

თეა წულუკიანი: რუსეთს დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდა უპირობოდ მოუწევს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა უპირობოდ მოუწევს. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლ იკის საქმეთა დროებით რწმუნებულ თან დაესუ ჩანგთან.

სოფელ დიღომში, 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა

სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. 

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო შესაბამის ზომებს იღებს და კვლავ იმყოფება პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში. 

თეა წულუკიანი: დრო გადის და გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას

„დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ყველას გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე „ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

პოლიციამ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ლ.ქ.

საკრებულოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს

დღეს თბილისის საკრებულოში,  გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით,   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.

დიდუბის გამგეობამ მეტრეველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ მეტრეველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. აღნიშნულ ქუჩასთან ერთად, ოთხი შიდა ეზოს მოწესრიგებაც იგეგმება.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გია ვოლსკი: არ დავუშვებთ, პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს

"არც დავუშებთ იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ, რომ იანვარი არააქტიურ თვედ ითვლება, 5.1% ზრდა ძალიან კარგია

იანვარში ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტი იყო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2019 წლის იანვარში 3.5 პროცენტს არ აღემატებოდა. არც მინახავს უწინ ასეთი ციფრი იანვარში,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სერგი კაპანაძე: პოლიტიკურ ძალას, მინიმუმ, 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად შესაქმნელად

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ მთავრობა ერთპიროვნულად შექმნას.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 6 სოფელს მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი კიდევ 4 მუნიციპალიტეტის  6 სოფელს მიენიჭა.