„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან, რომელმაც Fitch-ის რეიტინგი მიიღო და, ასევე, ევროპულ საკრედიტო რეიტინგს „BB–“-ს  ფლობს, რაც მიუთითებს მის გამჭვირვალობასა და მყარ ფინანსურ პოზიციაზე. ამასთანავე, „თეგეტა მოტორსმა“ წარმატებით გაიარა ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007), ასევე, გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სტანდარტები. ამ ეტაპზე „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის გარე საკონტროლო აუდიტზე. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო.


გასულ წელს „თეგეტა მოტორსმა“ 30 მლნ ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში 2019 წლის მაისში განხორციელდა.


2019 წელს პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და „თეგეტა მოტორსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და გახსნეს Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა საქართველოში. კომპანიის პორტფელს, ასევე, დაემატა ახალი წამყვანი ბრენდები მსუბუქი და სატვირთო ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების, ზეთებისა და სპეცტექნიკის მიმართულებით. „თეგეტა მოტორსმა“ პირველმა შემოიყვანა საქართველოს ბაზარზე „NIU“-ს ბრენდის ელექტროსკუტერები. ამასთანავე, კომპანიამ დაიმატა ახალი ბიზნესმიმართულებები, ავტომობილების გაქირავება და გაყიდვები - „თეგეტა ქარ რენტი“ და „თეგეტა რენტალსი“.


„თეგეტა მოტორსმა„ გასულ წელს აჭარის რეგიონში ყველაზე დიდი სერვისცენტრი გახსნა, რომლის სრული ფართობი 4 ჰექტარს მოიცავს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით. აღნიშნული ფილიალი „თეგეტა მოტორსის“ ყველაზე მსხვილი მომსახურების რეგიონალური ცენტრია საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა.


„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები განახორციელა და არსებული სერვისცენტრების გადაიარაღება მოახდინა უახლესი მანქანა-დანადგარებით. ამ მიმართულებით აღსანიშნავია სატვირთო ავტომობილების ვულკანიზაცია. ასევე, დაინერგა მობილური სერვისი იმ რეგიონებისთვის, სადაც არ არის კომპანიის წარმომადგენლობა. „თეგეტა მოტორსმა“ მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის შექმნა უნიკალური პლატფორმა - მოძრავი სერვისცენტრი და მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ადგილზე სთავაზობს სწრაფ მომსახურებას სხვადასხვა სერვისისა თუ პროდუქციის მიწოდებით.


მომსახურების დროის შემცირებისა და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა“ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები დანერგა როგორც საცალო, ისე კორპორაციული სერვისის მიმართულებით, აღნიშნული სიახლე მოიცავს სწრაფი გადახდის სერვისს და ავტომობილის დისტანციური დიაგნოსტირების სისტემას, რაც გახლავთ სერვისის უახლესი სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა, ონლაინ რეჟიმში მიიღოთ ავტომობილის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში წინასწარ ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და უმოკლეს დროში მისი მოგვარება, აღნიშნული მომსახურება გაძლევთ საშუალებას, მაქსიმალურად მოკლე დროში მოახდინოთ საჭირო სერვისის მიღება. ამასთანავე, კომპანიამ განავითარა და ახალი სერვისები დაამატა „თეგეტა კომფორტის“ მიმართულებით. „თეგეტა კომფორტი“ აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება - გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება; ავტომობილის ჩანაცვლება - სერვისით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ალტერნატიული ავტომობილი, ვიდრე თქვენი შეკეთდება; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი, რომელიც  დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი მოულოდნელად დაზიანდა, თქვენ კი საბურავის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ, ან უბრალოდ არ იცით, როგორ შეცვალოთ საბურავი, გამოიძახეთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს.


ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს ონლაინ მაღაზია, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია, რომელთა შეძენას შეძლებთ ონლაინ, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გექნებათ, გააკეთოთ შეკვეთა და 5-7 დღეში მიიღოთ სასურველი პროდუქტი.


გასულ წელს განხორციელებული პროექტებიდან, ასევე, მეტად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი პროექტი გახლდათ „თეგეტა შენთან ერთად“, რომელიც გულისხმობს კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსმა“ განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები ქვეყანაში განათლების, საგზაო უსაფრთხოების, ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.


დღეისთვის „თეგეტა მოტორსი“ აერთიანებს შვიდ შვილობილ კომპანიას, სადაც 2 000-მდე კადრია დასაქმებული და მათ უმრავლესობას „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულები წარმოადგენენ. „თეგეტა აკადემია“ არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, რომლის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრი „თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიამ 2019 წელს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაცია მიიღო.


„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიის ლიდერის პოზიციას. 2019 წელს კომპანია მოემსახურა 300 000-მდე საცალო, 4 000-მდე საბითუმო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს. „თეგეტა მოტორსი“ დღეისათვის 26 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.


ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

ალექსანდერ მარშიკი: ავსტრიას საქართველოს განვითარების განსაკუთრებული ინტერესი აქვს

ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი თბილისში მიმდინარე რეგიონალურ ამბასადორილას ეხმიანება.

ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ

სამოქალაქო აქტივისტ ზვიად კუპრავას რამდენიმე პირი თავს დაესხა. 

ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა.

დავით ზალკალიანი: საქართველოში ამბასადორიალის ჩატარების ტრადიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს რეგიონში

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონალური ამბასადორიალი გახსნა, რომელიც თბილისში იმართება.

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანში კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანსა და ეგვიპტეში ჰადი ხოსროუშაჰი კორონავირუსმა იმსხვერპლა. 

ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მან პირველი შეხვედრა სომეხ კოლეგასთან დავით ტონოიანთან გამართა.

მარინა ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფოს 11 ახალი პაციენტიდან 5-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ახალი 11 პაციენტიდან 5-ის შემთხვევაში ჩატარებული კვლევის შედეგები პოზიტიურია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა აღდგა.

ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.

პრემიერი: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბანკებს შორის 2020 წელს საბანკო სექტორის წარმატების საფუძველი იქნება

"სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, იყოს ძლიერი და განვითარებული".

ირაკლი კობახიძე: წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა

„წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.

შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან დიდი რესურსი არსებობს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი ოპოზიციასთან დიალოგზე: ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ კონსენსუსს ეყრდნობა

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის".

დავით ჩიხელიძე ოპოზიციას: შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!

„შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!“  – აცხადებს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს.

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან.

სოფო კილაძე: ევროპელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა "ბავშვის კოდექსის" სახით პროგრესული დოკუმენტი მიიღო 

როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და როგორ უნდა მიუდგეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო, სწორედ ამ საკითხებზე ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტსა და სამსახურს ესტუმრნენ.