რუსეთის ახალი მთავრობა: ვინ ვინ არის და რა ვიცით მათ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებულებას მინისტრთა ახალი კაბინეტის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.

ახალ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს 9 ვიცე-პრემიერი ეყოლება. წინა პრემიერს, დიმიტრი მედვედევს 10 ვიცე-პრემიერი ჰყავდა.


ვიცე-პრემიერები ამჟამინდელი მოცემულობით:


1. ანდრეი ბელოუსოვი (Andrey Belousov) - პირველი ვიცე-პრემიერი - აღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე, 2013 წლის ინვისიდან 2020 წლის იანვრამდე რუსეთის პრეზიდენტის ასისტენტის პოსტს იკავებდა ეკონომიკური მიმართულებით; მანამდე, 2012 წელს, იგი ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, იმდროინდელი პრემიერის დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით; 2008-2012 წლებში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში ეკონომიკურ და ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.


 


2. დმიტრი გრიგორენკო (Dmitry Grigorenko) - ვიცე-პრემიერი და მთავრობის უშუალო ხელმძღვანელი - მანამდე იგი მიხაილ მიშუსტინის დაქვემდებარებაში მუშაობდა ფედერალურ საგადასახადო სამსახურში და 2013 წლიდან ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა. ხსენებულ თანამდებობამდე ფედერალური საგადასახადო სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის (იურიდიული პირების) უფროსი იყო.


3. იური ტრუტნევი (Yuri Trutnev) - ვიცე-პრემიერი და შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის წარმომადგენელი - ამავე თანამდებობას 2013-2020 წლებში დიმიტრი მედვედევის პრემიერობისას იკავებდა. 2004-2012 წლებში რუსეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად მუშაობდა.


 


4. ვიქტორია აბრამჩენკო (Victoria Abramchenko) - ვიცე-პრემიერი - მანამდე იგი იყო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე. 2015-2016 წლებში რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2012-2015 წლებში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის პოლიტიკის, საკუთრების საკითხებში ურთიერთობებისა და სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის უფროსი იყო.


5. ტატიანა გოლიკოვა (Tatyana Golikova) - ვიცე-პრემიერი - 2018 წლის მაისიდან 2020 წლის იანვრამდე იგი იყო ვიცე-პრემიერი სოციალური პოლიტიკის საკითხებში. 2013-2018 წლებში იყო რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ხოლო 2007-2012 წლებში რუსეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი.


6. იური ბორისოვი (Yuri Borisov) - ვიცე-პრემიერი - 2018 წლის მაისიდან 2020 წლის იანვრამდე იკავებდა ვიცე-პრემიერის პოსტს რუსეთის თავდაცვისა და კოსმოსური ინდუსტრიის საკითხებში და შეინარჩუნა ხსენებული თანამდებობა.


 



 


7. დმიტრი ჩერნიშენკო (Dmitry Chernyshenko) - ვიცე-პრემიერი - იგი არის ბიზნესმენი და 2014 წელს ჩატარებული სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი. 2014 წლის 27 ნოემბრიდან იყო კონტინენტური ჰოკეის ლიგის პრეზიდენტი, ამავდროულად 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა „გაზპრომ-მედიის“ გამგეობის თავჯდომარედ.


8. ალექსეი ოვერჩუკი (Alexey Overchuk) - ვიცე-პრემიერი - მიშუსტინის ხელმძღვანელობისას იგი იყო ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილე.



 


9. მარატ ხუსნულინი (Marat Khusnullin) - ვიცე-პრემიერი მშენებლობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში - 2010-დან 2020 წლამდე იყო მოსკოვის ვიცე-მერი.


 


პრემიერ-მინისტრ მიშუსტინის კაბინეტში თანამდებობებს აგრეთვე დაიკავებენ:


1. სერგეი შოიგუ (Sergey Shoigu) - თავდაცვის მინისტრი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს.


2. სერგეი ლავროვი (Sergey Lavrov) - საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2004 წლიდან იკავებს.


 


3. ევგენი ზინიჩევი (Evgeny Zinichev) - სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფათა მართვის მინისტრი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2018 წლის მაისიდან იკავებს.


 



 


4. კონსტანტინ ჩუიჩენკო (Konstantin Chuychenko) - იუსტიციის მინისტრი, რომელიც მანამდე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა და 2018 წლის მაისიდან 2020 წლის იანვრამდე მთავრობის უშუალო ხელმძღანელი იყო. 2008-2018 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი იყო.


 


5. ვლადიმირ კოლოკოლცევი (Vladimir Kolokoltsev) - შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2018 წლის მაისიდან იკავებს.


 



6. ოლგა ლიუბიმოვა (Olga Lyubimova) - კულტურის მინისტრი - 2018-2020 წლებში კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.


 


7. ალექსანდრ ნოვაკი (Alexander Novak) - ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს.


 


 



8. ევგენი დიტრიხი (Yevgeny Dietrich) - ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2018 წლის მაისიდან იკავებს.


 


 



9. დენის მანტუროვი (Denis Manturov) - ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2011 წლიდან იკავებს.


 


 



10. მაკსუტ შადაევი (Maksut Shadaev) - ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრი - 2018 წლის სექტემბრიდან „როსტელეკომის“ ციფრული პლატფორმების ვიცე-პრეზიდენტი. 2019 წლის თებერვლიდან, „როსტელეკომის“ პარალელურად, კომპანია RT Labs JSC გენერალური დირექტორი.


 


11. დმიტრი კობილკინი (Dmitry Kobylkin) - ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი - 2012 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. ზემოხსენებული სამინისტროს ხელმძღვანელად 2018 წლის მაისიდან მუშაობს.


 



 


12. მიხაილ მურაშენკო (Mikhail Murashenko) - ჯანდაცვის მინისტრი - მანამდე 2015 წლის ივლისიდან ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.


13. დმიტრი პატრუშევი (Dmitry Patrushev) - სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2018 წლის მაისიდან იკავებს. მანამდე 2016-2018 წლებში „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.


 


 


 


იხილეთ სრულად


 


მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.