საქართველოს საელჩო ჩინეთში "კორონავირუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ე.წ. ჩინურ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.


"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისაგან, ვინაიდან  უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას. გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც "უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან",- ნათქვამია განცხადებაში. 


ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635


ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ე.წ. ახალი ჩინური ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 400-ს აღემატება


ზემო ლილოში ხანძარია

ზემო ლილოში ბალახს და ბუჩქებს უკიდია ცეცხლი. ამის შესახებ PIA.GE -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევორპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

The Financial Times, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუზველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილებაც შეიზღუდოს 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. 

მეუფე გრიგოლი: ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულია

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის შემდეგ განუცხადა.

 

პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში "თბილისის დამცველთა დღე" მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო.

ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა დროებით შეჩერდება 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

საგზაო პროექტზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, იზოლირებულ შენობაში განთავსდნენ

ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“  ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა.

საქართველოს ჩემპიონატს ჭაბუკ მოკრივეთა შორის ქუთაისმა უმასპინძლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი

საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდრეას კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ.

სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი თავისუფალა. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

მეუფე გრიგოლი: პატრიარქი საქართველოს მწყემსია და მის მიმართ ბრძოლა გაძლიერებულია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ამბობს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უკვე ათეული წელია, როგორც "საქართველოს მწყემსს", ებრძვიან.

პრეზიდენტი: ქართველ სამხედროებს აქვთ ის საბრძოლო შემართება, რომელიც მოდის მხოლოდ მაშინ, როცა იცი რისთვის იბრძვი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, პარლამენტში იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

მეუფე ნიკოლოზი: 42 წელი კი არა, ბევრად მეტია, რაც პატრიარქს ებრძვიან - ფიზიკური თავდასხმები იყო მასზე

„42 წელი კი არა, ბევრად მეტია, რაც პატრიარქს ებრძვიან. სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

არჩილ თალაკვაძე: მაგიდის აყირავება ოპოზიციის პოპულისტური ტერმინია, რეალურად მაგიდა თავის ადგილას დგას

„მაგიდის აყირავება პოპულისტური ტერმინია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს. სინამდვილეში მაგიდა თავის ადგილას დგას. საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ს და ევროკავშირის საელჩო დიალოგს მხარს უჭერს, ხოლო ოპოზიციის ეს ნაწილი ჯერჯერობით დესტრუქციულ პოზიციაზეა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების საკითხზე განუცხადა.

თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. 

 "გამოვყოთ თბილისში ადგილი, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის" - პრეზიდენტის ინიციატივა 

პარლამენტის შიდა ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძრვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა. 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.

პრემიერი კორონავირუსზე: რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ 

"ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.