რომან კაკულია: "ქართული ოცნება" არჩეულია ყოველგვარი "ჩრდილოვანი" საგარეო მხარდაჭერების გარეშე

"ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ, "ქართული ოცნება" ყველაზე მეტი ლეგიტიმაციით არჩეული პოლიტიკური ძალაა, რაც ამ პარტიის უპირატესობაა. 


დეპუტატის განცხადებით, "ქართული ოცნება" არჩეულია ყოველგვარი "ჩრდილოვანი" საგარეო მხარდაჭერების გარეშე, რომელიც უცხო არ იყო მანამდე არსებული ნებისმიერი ხელისუფლებისათვის და ქართული საზოგადოება მანამდე დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას", სანამ, ამავე პრინციპებით ჩამოყალიბებული ძალა არ გამოჩნდება. 


"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების წერილი, რა რაოდენობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის ოფიციალური პოზიცია, პირველ რიგში უნდა ვეძებოთ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ იხმარა სიტყვა პროგრესი და აღნიშნა ასევე ისიც, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ სტადიაზე ჩვენი ურთიერთობების, ამიტომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციონერების და ამ მიმართულებით მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსების, რომლებიც არ იშურებენ არავითარ ენერგიას, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია გააკეთონ იმ უარყოფითი ტექსტების შექმნაში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.


ამ პოლიტიკოსებს მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის არსებობს არჩევნები, და სწორედ მათი სახელით მოსულ პოლიტიკოსებს უნდა მისცეს ხმა მომავალი არჩევნების დროს. ასევე, ყველას ვთხოვ, რომ იმუშაოს ამაზე და რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, ეს იქნება ამერიკელი კონგრესმენი, თუ ბრიტანელი ან ფრანგი და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩეს ყურადღების გარეშე, არც დარჩება და არც დარჩენილა არასოდეს.


მე მინდა ვუსურვო ჩვენს ხელისუფლებას, ყველაფერი გავაკეთოთ რომ ეს ეჭვები, რომელთა შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს, ძალიან მალე იქნას გაქარწყლებული და ობიექტური რეალობის დანახვისათვის ყველაფერი გავაკეთოთ.


ასევე მინდა გამოვეხმაურო კოლექტიური ორჯონიკიძეების მომხსენებელ პოლიტიკოსებსაც, რომლის განცხადებაც წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა დაახლოებით ამას მაგონებს და ასეთ სიტუაციაში ვხედავ. რომ ქართული საზოგადოება კოლექტიური ორჯონიკიძეების სახელს დაარქმევს სწორედ იმ ძალას, რომლის პოლიტიკის შედეგადაც, გააქტიურდება ან ღმერთმა ნუ ქნას, შედგება რუსეთის განმეორებითი აგრესია საქართველოში. ეს ახსოვდეს კარგად ყველა პოლიტიკოსს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რას ამბობს, მნიშვნელოვანია რა შედეგი დადგება ამ გაცხადებული პოლიტიკის შედეგად“, -განაცხადა რომან კაკულიამ.


წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოსკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდება 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა.

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში „ნაცების“ მთავარი „აპოლიტიკური“ სერიალიც ჩაერთო

"სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალიც ჩაერთო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

პრემიერი: არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით და არა ომით 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.