პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებებს ეხმაურება 

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებებს ეხმაურება. 

"23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“


სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება  სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“. ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა. 


სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად  განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (...) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“.


სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია იმისკენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი. რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით.


და ბოლოს, პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. თუმცა, ის 2018 წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ მირზა სუბელიანთან და მანვე, დაწესებულებიდან გამოსვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაასახელა პატიმრის გვარი, რომელსაც შეხვდა, რითაც დაადასტურა შეხვედრის ფაქტი. 


ასევე, 2019 წლის 1 მარტს, სახალხო დამცველმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი აპარატი არაერთხელ შეხვდა გიორგი მამალაძეს, რითაც დაადასტურა საზოგადოებისათვის ცნობილ პირთან საპატიმროში შეხვედრის ფაქტი. 


სახალხო დამცველმა ასევე ღიად დაასახელა 2020 წლის 8 იანვარს იმავე მსჯავრდებულის გვარი და სახელი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ და ამით დაადასტურა შეხვედრის ფაქტი. 


იმ სახალხო დამცველებთან მიმართებაში, რომლებიც 2017 წლამდე იკავებდნენ მოცემულ თანამდებობას, ასევე შესაძლებელია უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა, როდესაც ისინი, შეხვედრის დეტალების გამჟღავნების გარეშე, ადასტურებდნენ საკუთრივ შეხვედრის ფაქტს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულ პატიმრებთან ან დაკავებულ პირებთან.


სპეციალური პენიტენციური სამსახური მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის გუშინდელ ვიზიტს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში და გამოთქვამს იმედს, რომ ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი პატიმრებთან და 2020 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი შეძლებისდაგვარად მეტი პატიმრის შეხვედრის სურვილს უპასუხებს დადებითად", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 


სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრა გაიმართა 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. 

მამუკა მდინარაძე: ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ  

"პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

 

მაია ცქიტიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვიტორ ტომე: „მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ  მედიაკრიტიკის მიმართულებით, თუ ამისთვის გაკრიტიკებენ, ესე იგი თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ“

„ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების  კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს“, - ასე შეაფასა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტმა ვიტორ ტომემ  მედიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომისიის საქმიანობა.

„მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - ვიტორ ტომეს სემინარი მედიააკადემიაში

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა.

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი კაუნასის მერს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა კაუნასის მერთან ვისვალდას მატიოშაიტისთან.

ლევან დავითაშვილი მცირე მარნების ხელშემწყობი ახალი პროექტის "ღვინის ხალხი" პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო.

სერგი კაპანაძე: ამ ვითარებაში მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს

"ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს. მათ იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი განახლდეს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თაღლითობაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისი პირველ ადგილზეა ევროპულ ქალაქებს შორის IFD-ის რენტაბელობის მიხედვით

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020-2021 წლებში“  - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times-ის“ სპეციალურმა რესურსმა fDi Intelligence.

მამუკა მდინარაძე: შიგნით გვებრძოდნენ "ნაცები", გარეთ გვებრძოდნენ თურმე რუსები 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანოს. 

ნიგერიელმა მეკობრეებმა 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიელმა მეკობრეებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გაიტაცეს.

ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ელისაშვილი ვანო მერაბიშვილზე: თავისი სათქმელი ვერ მოზომა

"სამოქალაქო მოძრაობა" შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან რაიმე ფორმით თანაშრომლობას გამორიცხავს.

პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევის დაგმობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups  შემოდის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. 

თალაკვაძე: მერაბიშვილის მთავრობის დროს ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ვერ დაბრუნდნენ

"ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემიდან ადამიანები საღსალამათები ბრუნდებიან სახლში, რაც სრულიად საპირისპიროდ იყო მერაბიშვილის მთავრობის პერიოდში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების თემაზე შეხვედრა გაიმართა

ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

თათია მოლაშვილი: ელენე 2 წლის იყო, სულხანი ეხვეწებოდა, ერთხელ მაკოცნინეთო და არა, ამბავს გაიტანო

„სულხანისთვის არასდროს დამისვამს კითხვა, როგორ აწამებდნენ ციხეში, რადგან მერიდებოდა, არ ვაძლევდი თავს უფლებას, არც მას არ უთქვამს ჩემთან არაფერი, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რაშიც იყო საქმე. სულხანის ინტერვიუებით ვიგებდი ამ ამბებს. ან რა გაგება მინდოდა, ვუყურებდი ჩემს ქმარს, რომელიც ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა… სულხანს რომ შეხედავდი, იქ საჭირო იყო რამე კითხვის დასმა?!“ – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას სულხან მოლაშვილის მეუღლე.