ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

"ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზებული გაცვლა მეგობარ ქვეყნებთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, უკეთესად მოხდეს საზღვარზე მოძრავი საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, ასევე, შემცირდეს კერძო სექტორის დანახარჯები ვაჭრობაში.


როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საბაჟო ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.


"ეს გამოიხატება გაყალბებული საქონლის იმპორტთან, ტრანსნაციონალურ კრიმინალთან და ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან, სხვა სერიოზული სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წლის მანძილზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, რისკების მართვის სისტემის საშუალებით მებაჟე ოფიცრების მიერ აღმოჩენილი და აღკვეთილია საქონლის უკანონო გადაადგილების არაერთი ფაქტი. გასული წლის მონაცემებით, გამოვლენილია საბაჟო სამართალდარღვევის - 20 403, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6755, მათ შორის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემოტანის 314 შემთხვევა. ასევე, გამოვლინდა ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი მოქალაქის შეჩერების ფაქტი", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.


ლევან კაკავამ, ასევე, ისაუბრა სამართლიანი და გამჭვირვალე საბაჟო ადმინისტრირების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, სამსახურის სტრატეგიის ერთ-ერთი არსებითი შემადგენელი ნაწილია.


სიტყვით გამოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა საბაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განახლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ დღის წესრიგშია ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებთან.


მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერილი პროგრამები და პროექტები საშუალებას იძლევა საბაჟო სამსახურმა უპასუხოს თანამედროვე სტანდარტებსა და მსოფლიოში ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს.


ელისაშვილი ვანო მერაბიშვილზე: თავისი სათქმელი ვერ მოზომა

"სამოქალაქო მოძრაობა" შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან რაიმე ფორმით თანაშრომლობას გამორიცხავს.

პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევის დაგმობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups  შემოდის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. 

თალაკვაძე: მერაბიშვილის მთავრობის დროს ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ვერ დაბრუნდნენ

"ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემიდან ადამიანები საღსალამათები ბრუნდებიან სახლში, რაც სრულიად საპირისპიროდ იყო მერაბიშვილის მთავრობის პერიოდში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების თემაზე შეხვედრა გაიმართა

ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

თათია მოლაშვილი: ელენე 2 წლის იყო, სულხანი ეხვეწებოდა, ერთხელ მაკოცნინეთო და არა, ამბავს გაიტანო

„სულხანისთვის არასდროს დამისვამს კითხვა, როგორ აწამებდნენ ციხეში, რადგან მერიდებოდა, არ ვაძლევდი თავს უფლებას, არც მას არ უთქვამს ჩემთან არაფერი, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რაშიც იყო საქმე. სულხანის ინტერვიუებით ვიგებდი ამ ამბებს. ან რა გაგება მინდოდა, ვუყურებდი ჩემს ქმარს, რომელიც ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა… სულხანს რომ შეხედავდი, იქ საჭირო იყო რამე კითხვის დასმა?!“ – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას სულხან მოლაშვილის მეუღლე.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს  ქემლინ ფურლის უმასპინძლა.

 

ცესკოში „პერსონალური მონაცემების დაცვასთან“ დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.

პომპეო და უცხოელი პარტნიორები რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობენ 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მსოფლიო ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, ქართულ სამთავრობო, ასევე მედიის, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერშეტევა და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედება.

მამუკა ბახტაძე: რუსეთი საქართველოს ინსტიტუტების ჩამოშლასა და ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას ცდილობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევის განხორციელებას გამოეხმაურა.

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინეს- დაკავებულია 2 კომპანიის ხელმძღვანელი

სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

გური სულთანიშვილი: ვანო მერაბიშვილზე ვინმე რომ ამბობს, თითქოს ის გმირია, ეს არის ქვეყნის ტრაგედია

„ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლით მის მომხრეებს შორის გამოწვეულმა სიხარულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით საქმე გვაქვს სიგიჟესთან, უტიფრობასთან, დეფორმირებულ მორალთან და სინდისთან“, - ამბობს POSTV-ის ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი საკუთარ ვიდეობლოგში.

კახეთში "საქმიანი ეზოს" მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში "საქმიანი ეზოს" მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო.

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

დავით ზალკალიანმა იაპონელ ხალს ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იაპონიის ეროვნული დღის - იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

2020 წელს მაღალტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება

"2020 წელს მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება".

ბრტიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, საბერძნეთში-დავით დონდუა, გერმანიაში- ლევან იზორია დაინიშნა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში- დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.

გიორგი ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და შემაძრწუნებელი იყო

„ძალიან სერიოზული ლუსტრაცია მოხდა. გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს. მან გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი. ამ დროს მთელმა მსოფლიომ იცის, სტრასბურგიდან დაწყებული და დამთავრებული საქართველოს ნებისმიერი პატარა სოფლით, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო და იმდენად შემაძრწუნებელი, რომ მეხსიერებიდან არავის ამოსდის“, - განაცხადა TV პირველის ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანაზე: შემომთავაზეს მეთქვა, რომ მოხდა ჟვანიას მკვლელობა და მემხილებინა სააკაშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის ციხიდან გაყვანას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა.  

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ვანო მერაბიშვილი: შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი დანიშვნა რომელიმე მინისტრის პოსტზე

"ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, მინისტრად ვერ იმუშავებს", -ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მის მიერ სამთავრობო უწყებებში მაღალი თანამდებობის შესაძლო დაკავების შესახებ.