გიორგი გახარია: სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე

"რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული“.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით.

„დღეს აღვნიშნავთ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, რაც ძალზედ სიმბოლურია. ასევე სიმბოლურია, რომ ამ ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც მე მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-უს მთავრობას და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი დაახლოებით 4,5 მილიონი დოლარია, ისევე როგორც, საქართველოს მხარემ მილიონი ლარი დახარჯა, იმისათვის, რომ ყველაფერი აღგვეჭურვა უმაღლეს დონეზე.

ეს კეთდება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე. განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული, განსაკუთრებით სახელმწიფო, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ იწვნია, რას ნიშნავს ჯარისკაცები, რომლებიც პირდაპირ საომარ მოქმედებებში არიან ჩართულები და განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ჯარისკაცებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.

„ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ისევე, როგორც კეთდება იმ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის, რომლებთან ერთადაც თქვენ დღეს მხარდამხარ იბრძვით სამშვიდობო მისიებში და რომლებთან ერთადაც ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ჩვენს სტუმრებს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს, რომელმაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე და ეს ბატონი ირაკლის დამსახურებაა. თითოეულ თქვენგანს, პირველ რიგში, მსურს გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა. მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მეგობრების ქვეყნებში მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრები უბრალოდ არ გვჭირდებოდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წეროვანში დღეს, რეგიონში უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

განათლების მინისტრმა ისრაელის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლები მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

მდინარაძე ოპოზიციას: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუჯეტიდან 50 მილიონი გააქრო, აპირებენ მის დაბრუნებას?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს კითხვით, აპირებენ თუ არა იმ 50 მილიონი ლარის დაბრუნებას საქართველოს ბიუჯეტში, რომელიც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გაიფლანგა და რისთვისაც ახლა გიგი უგულავა გაასამართლეს.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.

ეკატერინე მიქაბაძე: "Fitch"- ის გადაწყვეტილების საფუძველია მმართველობის მაღალი ხარისხი

სარეიტინგო კომპანია "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიეცა პასუხისგებაში

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა.

გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ

„მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

ირაკლი შოთაძე: გენერალური პროკურორობის თანამდებობიდან არავის გადავუყენებივარ

"არავის გადავუყენებივარ, ეს გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული", - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ კითხვას გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ, რომელიც მის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდა.

შოთაძე: 2020 წლის არჩევნებსა და გენერალური პროკურორის არჩევას შორის კავშირი არ არსებობს

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ გენერალური პროკურორის არჩევა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

ხონში ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

"ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - ასე აფასებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ და 485 გრ უაქციზო თუთუნი ამოღეს

14-16 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ასევე, წალენჯიხაში, სოფელ ჯგალსა და ქუთაისში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის (ჯამში 305 კილოგრამი და 485 გრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობაში ცვლილებებია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს.

ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს იური გუსევს შეხვდა.

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის "ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

ლარი 0.4 თეთრით გამყარდა

17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.

ნოზაძე შოთაძეს: პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე

"თქვენს გულისხმიერებასა და კეთილშობილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ფოფხაძე შოთაძეს: ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს

"ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, წინა მოწვევის პარლამენტში პროკურორობაზე, ასე, რომ ადამიანური თვალსაზრისით, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს", - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გენპროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს?

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს? - ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

კახიანი შოთაძეს: რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?

"რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?", - აღნიშნული კითხვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.