თბილისის საკრებულოში ჰოლოკოსტის 75-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით,  ჰოლოკოსტის 75 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა დამსწრე საზოგადოებას თბილისში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სივრცის მოწყობის და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით ინიციატივა გააცნო.


კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ინიციატივები  საზოგადოებრივ ორგანიზაციას ,"ისრაელის სახლი" და საქართველოში ისრაელის საელჩოსაც გააჩნია.


"27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე გვსურს, რომ თბილისიც ამ ქვეყნებს შეუერთდეს და ჩვენს დედაქალაქში  ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სივრცე დაარსდეს. საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება ფართო კონსესუსის გზით, საზოგადოების და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების ჩართულობით მოხდება",- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სიტყვით გამოსვლისას, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მან ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.


"თბილისი იქნება ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახელობის სივრცე მოეწყობა.  ეს იქნება ადგილი, რომელსაც მოინახულებს ამ ქალაქის ყველა სტუმარი. ჩვენ ერთად მოვაწყობთ ამ სივრცეს და ერთობლივად მივაგებთ პატივს 6 მილიონ მსხვერპლს. კიდევ ერთხელ ხმამაღლა აღვნიშნავთ, რომ ჰოლოკოსტი დავიწყებას არასოდეს მიეცემა და არასოდეს განმეორდება",- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი, ასევე  საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე მიესალმნენ.


დამსწრე საზოგადოებას ვიდეო-ჩანაწერით ნიუ-იორკში მცხოვრებმა ინგე აუერბახერმა მიმართა, რომელიც  აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა.


ღონისძიება გაეროს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა და მას თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი  ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.


1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ძალებმა აუშვიც–ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს და ევროპაში უდიდესი ნაცისტური სასაკლაო აღმოაჩინეს. აუშვიცი ადამიანის მიერ ჩადენილი უდიდესი სისასტიკისა და ჰოლოკოსტის სიმბოლოდ იქცა. 2005 წლის ნოემბერში გაეროს მიერ შემუშავებული რეზოლუციის თანახმად, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.


"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.

სილქნეტის განცხადება კომპანიაში ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით

კომპანია სილქნეტი კომპანიაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილი იძულებული გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ნათია თურნავამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება

"საქართველოს და ბელარუსს ყველა სფეროში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს - ეს არის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ასევე კულტურული ურთიერთობები", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.

ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია

"ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაზე განაცხადა.

ელენე ხოშტარია: მზად ვარ ყველა კითხვას მშვიდად ვუპასუხო, მაგრამ მათ მოსმენის სურვილი არ აქვთ

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მის წინააღმდეგ მიმიდინარე აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" მხრიდან მართულ ძალას უწოდებს.

 

დავით ჩიხელიძე: საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს

“საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს. რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგი, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.” – ამის შესახებ ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.

კაფესთან, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა, ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა

ახალგაზრდების ჯგუფი "ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს. 

ვლადიმერ დვორნიკი: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

"ჩემი აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ამოწურული არ არის - მათი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს", - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ზუგდიდში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1კგ. და 100 გრ. უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

ანრი ოხანაშვილი: ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, მის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია.

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება

ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება:

თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - საკრებულოს წევრების განცხადება

თბილისის მთავრობის მიერ დედაქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა.

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ქმნიან ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს

საინვესტიციო ფონდები არიან ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლებიც ქმნიან შესაძლებლობებს, ეკონომიკაში განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნის შესახებ დებულების პროექტს აქვეყნებს

ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯაროდ განხილვებისთვის საზოგადოებას რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების პროექტს წარუდგენს.

ავსტრალიაში თვითმფრინავების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ორი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში-,,ქუთაისის აეროპორტი” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

"ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა".