გომელაური შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე: 6 წელი თუ დევნიდნენ უწყებაში როგორ მუშაობდა?!

"დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ წაეღო მტკიცებულებები გენინსპექციაში, ან პროკურატურაში, 6 წელი თუ დევნიდნენ, როგორ მუშაობდა",-ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს.

მინისტრის განცხადებით, თუ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული ნახა და უკანონო ბრძანება მიიღო, დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინა გენერალური ინსპექციისთვის, ან პროკურატურისთვის.

"ეს ფაქტი მაშინ როდესაც მოხდა, ვიცოდით, გავიგეთ რა თქმა უნდა, რომ ინციდენტი მოხდა უმნიშვნელო - მე ასე დავარქმევდი. ასეთი პრეცენდენტი ხდება ძალიან ბევრი, თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე 10-ჯერ მძიმე ფაქტები ხდება, როდესაც არ ვაკავებთ. რა თქმა უნდა ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო, აგრესიული გახდა ეს ადამიანი. ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა ის არ ჩანს, რატომ გახდა აგრესიული. ეს ადამიანი, როგორი ადამიანია მე ამის შეფასებას თავს უფლებას არ მივცემ, ოჯახმა თავად გააკეთა განცხადება. მოხდა ეს პრეცენდენტი 6 წლის წინ. ეს ვიდეო შენახული ჰქონდა თუ რა იყო, მე ნამდვილად არც მახსოვდა ეს დვალიშვილი იყო, თუ სხვა გვარი. რაც შეეხება დევნას - რეფორმა გაკეთდა ჩვეულებრივ საპატრულო პოლიციაში და მას უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ მან ნახა რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო მტკიცებულებები ან გენინსპექციაში, ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა ვითომ „თავდაცვის“ მიზნით. ვინ დევნიდა? 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ მისმა მეუღლემ დაიწყო მუშაობა უწყებაში. როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი, უსაფრთხოების სამსახურისგან, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმუშავებდა კიდე?! რაც ამ ადამიანმა გააკეთა ეხლა დღეს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია მისი საქციელი. მოქალაქის ქმედებაც მოსაწონი არ არის, რა თქმა უნდა. პატრულ-ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ის. თუ არასწორი მითითება მისცა მისმა ხელმძღვანელმა, უნდა გაესაჩივრებინა და არა შეენახა. მინისტრის მოადგილის მძღოლი არ არის უფროსი არცერთი პატრულის თანამშრომლის, ჩემი მძღოლიც არ არის არცერთი პატრულ-ინსპექტორის უფროსი. პროკურატურაში შეიტანა ამ ადამიანმა, იმედია სრული ვიდეო ექნება შენახული, სრული ვიდეო თუ არ წაშალა, რაც თვითონ არ აწყობდა ამ პატრულის თანამშრომელს. პროკურატურა იძიებს და დაველოდოთ",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


გიორგი გახარია: დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით

"რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით".

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის აღწარმოებაზე მუშაობა დაიწყო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62კმ მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოჯახებს ხელშეკრულების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“  შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

აშშ-ის საელჩო: ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ამერიკა საქართველოს გვერდით დგას

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 77 600-ს მიაღწია. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

პოლიციამ გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ორი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ვ.წ. და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული შ.ე. დააკავა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.

მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.