პრემიერი: შეიძლება ბევრი წლები დაგვჭირდეს რეფორმებისთვის, რათა დავუახლოვდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია 

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ისიც 

ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს ბევრი წლები რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ფორუმის გახსნით სიტყვაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაა - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა; ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა.


„ჩვენთვის უდიდესი პატივია, დღეს ჩავატაროთ ეს კონფერენცია და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში პარტნიორებთან. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტრადიციული ღონისძიება ჩვენს და ჩვენს დონორ პარტნიორებს შორის ურთიერთობაში.  დღეს გვაქვს საშუალება, მჭიდროდ, სამუშაო რეჟიმში გავიაროთ თითოეული ის საკითხი, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის შემდგომი რეფორმირების, ასევე რაც მთავარია თქვენი მხრიდან ამ რეფორმების მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმირების ფარგლებში 2018 წლის ჩათვლით 7 მილიარდ დოლარზე მეტი იყო დახარჯული.


„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დონორთა კონფერენციაზე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანხვედრა იყოს იმ სფეროებს და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომელიც არის გაფორმებული და დაფიქსირებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რადგან ჩვენი თანხვედრა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ზუსტი. ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა მის ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას.  ეს გახლავთ, პირველი - უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები. მესამე - განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და მეოთხე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობისთვის - ღია მმართველობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტრატეგიული დიალოგი დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მათი ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმებისა და ახალი ინიციატივების შესახებ იყო  დონორთა ყოველწლიური ფორუმის მიზანი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. 


ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


ფორუმის მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა. დისკუსიისას, რომელშიც  მინისტრების მოადგილეები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო დახმარების საკოორდინაციო მექანიზმების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, დაიგეგმა თემატური საკოორდინაციო შეხვედრების ციკლი და განისაზღვრა კონკრეტული ვადები. ღონისძიებას თანათავმჯდომარეობდა გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

განათლების მინისტრმა ისრაელის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლები მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

მდინარაძე ოპოზიციას: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუჯეტიდან 50 მილიონი გააქრო, აპირებენ მის დაბრუნებას?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს კითხვით, აპირებენ თუ არა იმ 50 მილიონი ლარის დაბრუნებას საქართველოს ბიუჯეტში, რომელიც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გაიფლანგა და რისთვისაც ახლა გიგი უგულავა გაასამართლეს.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.

ეკატერინე მიქაბაძე: "Fitch"- ის გადაწყვეტილების საფუძველია მმართველობის მაღალი ხარისხი

სარეიტინგო კომპანია "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიეცა პასუხისგებაში

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა.

გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ

„მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

ირაკლი შოთაძე: გენერალური პროკურორობის თანამდებობიდან არავის გადავუყენებივარ

"არავის გადავუყენებივარ, ეს გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული", - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ კითხვას გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ, რომელიც მის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდა.

შოთაძე: 2020 წლის არჩევნებსა და გენერალური პროკურორის არჩევას შორის კავშირი არ არსებობს

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ გენერალური პროკურორის არჩევა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

ხონში ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

"ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - ასე აფასებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ და 485 გრ უაქციზო თუთუნი ამოღეს

14-16 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ასევე, წალენჯიხაში, სოფელ ჯგალსა და ქუთაისში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის (ჯამში 305 კილოგრამი და 485 გრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობაში ცვლილებებია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს.

ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს იური გუსევს შეხვდა.

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის "ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

ლარი 0.4 თეთრით გამყარდა

17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.

ნოზაძე შოთაძეს: პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე

"თქვენს გულისხმიერებასა და კეთილშობილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ფოფხაძე შოთაძეს: ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს

"ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, წინა მოწვევის პარლამენტში პროკურორობაზე, ასე, რომ ადამიანური თვალსაზრისით, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს", - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გენპროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს?

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს? - ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

კახიანი შოთაძეს: რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?

"რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?", - აღნიშნული კითხვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.