ნუკრი შოშიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საქმე გვაქვს მანიპულაციურ და ბოროტ ძალასთან, რომელიც ყველაფერზე მიდის, რათა დაამახინჯოს უახლეს ისტორიასა და რეალობაზე წარმოდგენები

„ნაციონალური მოძრაობის მთავარი პოლიტიკაა, დაავიწყონ ხალხს ის რეპრესიები, რომლის ავტორებიც თვითონ იყვნენ, ამ დროს კი გაუთავებლად საუბრობენ სტალინურ რეპრესიებზე და 70 წლის წინანდელ მოვლენებს ასე მგზნებარედ ებრძვიან, ხოლო სულ ახლახან მომხდარ მოვლენებზე გვეუბნებიან, „რაღა დროს 9 წელზე ლაპარაკიაო“, - ამბობს ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში „ისტორიული რაკურსი“.

მისი თქმით, საქმე გვაქვს საკმაოდ მანიპულაციურ და ბოროტ ძალასთან, რომელიც ყველაფერზე მიდის, რათა დაამახინჯოს უახლეს ისტორიასა და რეალობაზე წარმოდგენები, რათა საკუთარი დანაშაულები დაგვავიწყოს, ხოლო ამ პროცესებს მისცეს ისეთი მცდარი შეფასებები, რომ ამ მცდარმა შეფასებებმა კვლავ დააბრუნონ ხელისუფლებაში. მაგრამ ტყუილზე დაშენებული ყველაფერი ინგრევა, ეს პოლიტიკური დისკურსიც არ იქნება გამონაკლისი.


„ნაციონალური მოძრაობის“ ორმაგ სტანდარტზე საუბრისას ისტორიკოსს, მაგალითად, საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი მოჰყავს, რომელზეც გამოძიება დაწყებულია ძალადობის ფაქტზე, მაგრამ ხაბეიშვილის მოთხოვნაა, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყოს.


ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნას აშკარა პოლიტიკური მიზნები აქვს - „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შევიწროებაში დაადანაშაულონ. რამდენად შეიძლება ეს მოვლენა შევაფასოთ პოლიტიკურ რეპრესიებად? - სვამს კითხვას ნუკრი შოშიაშვილი, რომლის თქმითაც, „საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს ისტორიას არაერთი ჩხუბი ახსოვს და ეს ჩხუბები არასდროს შეფასებულა, როგორც პოლიტიკური დევნა“.


„გავიხსენოთ აკაკი ბობოხიძისა და პეტრე მამრაძის ინციდენტი, ეს მოვლენა მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეფასდა არა როგორც ძალადობა დეპუტატზე, არამედ როგორც პროვოკაცია. პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა ეს მოვლენა შეაფასა, როგორც პეტრე მამრაძის მხრიდან პროვოკაცია. წარმოიდგინეთ იგივე შეფასება რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ხაბეიშვილის მისამართით, რა ამბავი ატყდებოდა? ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორია, რომ ასეთი პოზიცია არ დაიჭირა „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრს დააფიქრებს მომავალში, ასეთი მეთოდებით აღარ მოიქცნენ. ის, რომ ასეთი პოზიციები არ დაიჭირა „ოცნებამ“, მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ რეპრესიებთან, არამედ კონკრეტულ დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებებთან.


მეორე მხრივ, ეს მოვლენა გვაჩვენებს მთელ ცინიზმს იმ შეფასებებისა და იმ პოლიტიკური დღის წესრიგის მავნებლობაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს. კონკრეტულად კი იმაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავის გამოყვანა უნდა, როგორც პოლიტიკურად რეპრესირებულ პარტიის, რომელიც საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვის. მაგრამ, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალაა საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების დამამკვიდრებელი, ანტიდემოკრატიული და ანტისავლური ღირებულებების, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“. მინდა გაგახსენოთ პოლიტიკური რეპრესიების ისტორია, როდესაც ვალერი გელაშვილს პირადად სააკაშვილის დავალებით სცემეს. მაშინ ეს არა მარტო არ შეფასდა პოლიტიკურ რეპრესიებად, არამედ ვალერი გელაშვილს ჩამოართვეს დეპუტატის მანდატი. როდესაც კობა დავითაშვილს სცემეს და დააინვალიდეს, ამაზე ხმა არ ამოუღიათ და ცდილობდნენ, მაქსიმალურად მიეჩქმალათ ეს საკითხი. როდესაც უამრავი ადამიანია პოლიტიკური მიზეზებით შევიწროებული და დაპატიმრებული იყო, ამაზეც არ ამოუღიათ ხმა“, - ამბობს ნუკრი შოშიაშვილი. 



მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.