სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს

მთავრობას სჯერა, რომ მოგების გადასახადის დაბეგვრის მოდელის ცვლილება წაახალისებს კერძო ინვესტიციებს და მხარს დაუჭერს ეკონომიკურ ზრდას. 

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ გადაცემა "ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს."თუმცა ჩვენს შეშფოთებას, ძირითადად, განაპირობებდა ამ რეფორმის შედეგად ბიუჯეტში შემოსავლების კლება, რაც, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის ფარგლებში იყო მოსალოდნელი.მთავრობას ვურჩიეთ, კერძო ინვესტიციები წაეხალისებინა ბიზნეს კლიმატის და საკუთრების უფლების დაცვით, რასაც ხელს შეუწყობდა მიწის რეგისტრაციის რეფორმა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და განათლების, კერძოდ კი პროფესიული განათლების ხელშეწყობა",-აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ. 


გარდა ამისა, სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

 

მისი აზრით,"ბუნებრივია, აქციზის გადასახადის ზრდა ფასებსაც გაზრდის, თუმცა ფიქრობს, რომ ზეწოლა ინფლაციაზე საკმაოდ ადვილად სამართავი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად, ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 


"ამდენად, არ ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის დონე პრობლემას შექმნის.აღსანიშნავია ის დადებითი მხარეებიც, რაც თან ახლავს აქციზურ პროდუქციაზე განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.მაგალითად, თამბაქოზე და საწვავზე აქციზის ზრდა, შეამცირებს მოთხოვნას და შესაბამისად, იმპორტსაც. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს გააუმჯობესებს, შესაბამისად შემცირდება ზეწოლაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე",-განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.


მალაიზიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

მალაიზიაში, ქ. კუალა-ლუმპურის ლიმკოკვინგის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 აპრილის 30 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საჯარო ლექცია გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული  პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში  იმყოფებოდნენ.

ალიკო ცინცაძის წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი კლინიკაში მოათავსეს- მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ე.წ. დეპუტატ ასლან ბჟანიას მოსკოვში მკურნალობის უზრუნველყოფის დავალება ე.წ.საგარეო უწყების ხელმძღვანელს მისცა.

ზუგდიდში დაკავებულის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული მირიანე მარკელიას ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.


30-მდე დეველოპერი ერთ სივრცეში - „არეა ექსპო 2019“

„არეა ექსპო 2019“-ში 30-მდე დეველოპერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ია მეტრეველი: არ მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს

ბუტა რობაქიძის დედა, გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ექმიანება.

ზელენსკის გამარჯვების შემდეგ, კრემლმა კიევთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი დაინახა

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შანსები არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა სამართლიანობა, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

„ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს

„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand -ის არაერთგზის გამარჯვებულია. „ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი  წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს.

გიორგი ჩიქოვანი: მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება

„როდესაც ვსაუბრობთ  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე".

ნიდერლანდებში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა.

მაია ცქიტიშვილი: ინციდენტის შეფასებისას საჭიროა, გავმიჯნოთ პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელი

"ჩვენ ვერ გავაჩერებთ ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას და ვერც სხვა მიმართულების პროექტებს".

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

116-ე სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების პასუხი ალიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში „116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა(?!)“ გაჟღერებულ ბრალდებებს ამავე სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები პასუხობენ. 

ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ბრალდებულს 4 წელი მიესაჯა

ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აშშ-ში თურქეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას არ გამორიცხავენ

ამერიკელი სენატორი-დემოკრატი რობერტ  მენენდესი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ინჯირლიკში მდებარე სამხედრო ბაზა საბერძნეთში გადაიტანოს.

 

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ.

მაია ცქიტიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ძალიან კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება

"რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები".

4 დღის ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 22-23 აპრილს  აპრილს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 24-25 აპრილს ძირითადად უნალექო ამინდსა და +16 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.