რატომ ცდილობს "გუდვილის" კრედიტორთა ნაწილი რეაბილიტაციის მმართველის შეცვლას

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ ღიად განაცხადა, რომ "გუდვილის" კრედიტორთა ნაწილი მალე სასამართლოს წინაშე "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველის შეცვლის მოთხოვნას დააყენებს. 

ამის თაობაზე ახალშექმნილი დისტრიბუტორთა ასოციაციაციის გენერალურმა მდივანმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში.


თავისთავად ფაქტი, რომ „გუდვილის“ კრედიტორთა ნაწილი რეაბილიტაციის მმართველის შეცვლას ითხოვს და კანდიდატურაც (აუდიტორული კომპანია „ნექსია ინტერნეიშენელი“) შერჩეული ყავთ, საინტერესოა და ბადებს კითხვებს, თუ რა გახდა რეაბილიტაციის ახალი მმართველის შერჩევის საფუძველი. როგორც რიჟამაძის საუბრიდან ირკვევა, კრედიტორთა ნაწილი გამოთქვამს გარკვეულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ „გუდვილს“ რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით გადასახდელი აქვს 26 მლნ ლარამდე არაუზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნები და კრედიტორებს არ სურთ რომ ამ თანხების გადახდა რისკის ქვეშ იყოს და სწორედ ამიტომ სურთ რეაბილიტაციის მმართველი კომპანიის შეცვლა.


საინტერესოა, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენელი საკუთარ მსჯელობაში წიანააღმდეგობრივი ხდება. ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, რომ ,,გუდვილი დღეს კომერციულ ნაწილში ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო გადამხდელია მიმდინარე ფინანსური ვალდებულების კუთხით, ანუ რაც გაჩნიათ კომპანიების მიმართ, რომლებიც მომსახურებას და პროდუქციას აწვდიან მათ.“ თუმცა იქვე უთითებს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ „გუდვილი“ მომავალშიც, უკვე 2017 წლიდან, როგორც ეს რეაბილიტაციის გეგმითაა გაწერილი, შეძლებს რეაბილიტაციის გეგმამდე დაგროვილი დავალიანებების გასტუმრებას. რა აძლევს მას ასეთი ვარაუდის საფუძველს, რიჟამაძის მსჯელობიდან არ ჩანს. 26 მილიონი ლარი ის თანხაა, რაც „გუდვილს“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა წინაშე მართებს.


გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ინფორმაციით (bfm.ge), „გუდვილში“ მოქმედი რეაბილიტაციის მმართველის პირობებში მოხერხდა ის, რომ ,,გუდვილის“ გაყიდვვების მოცულობა გაიზარდა, გაიზარდა მომგებიანობა და უზრუნველყოფილი კრედიტორის მიმართ მოთხოვნები სრულად დაიფარება უახლოესი თვეების განმავლობაში, როგორც ეს შესაბამისი გეგმითაა გათვალისწინებული. ფაქტობრივად ,,გუდვილმა“ შეძლო უზრუნველყოფილი კრედიტორილი მოთხოვნის, 18 მლნ ლარის უდიდესი ნაწილის დაფარვა, ანუ ფაქტობრივად, დღეისათვის დაფარულია რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე არსებული მთლიანი კრედიტორული დავალიანების თითქმის 40%. რაც შეეხება რიჟამაძის მიერ აღნიშნულ 26 მლნ ლარის ფულად ვალდებულებას, ეს ის დავალიანებაა რომელიც წარმოიშვა გუდვილის რეაბილიტაციის დაწყებამდე და რომლის დაფარვაც გათვალისწინებულია 2017 წლის მე-4 კვარტლიდან.


საინტერესოა, რა იწვევს კრედიტორთა ნაწილის შეშფოთებას. ხომ არ თამაშდება ქართული ბიზნესისთვის კარგად ნაცნობი ბანქო, როცა დაპირისპირებების რეალური მიზეზები სხვაა, საბაბები კი სულ სხვა.


აღწერილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის მიდგომები და მისი მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გახშირებული „გუდვილში“ მოქმედი რეაბილიტაციის მმართველი კომპანიის - „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ საწინააღმდეგო საჯარო და კულუარული მოქმედები (მათ შორის, რამდენადაც ირკვევა, კრედიტორების დარწმუნება, რომ „გუდვილი“ ვერ შეძლებს ვალდებულებების შესრულებას და ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სასწრაფოდ ახალი რეაბილიტაციის მმართველი კომპანიის შერჩევა. საამისოდ კრედიტორთა მხრიდან მინდობილობების შეგროვებაც კი ხდება) ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ აქტიურობის მიღმა სხვა რეალური მიზეზებია.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ (bfm.ge) „გუდვილის“ გარშემო მიმდინარე პროცესებით კიდევ უფრო ღრმად დაინტერესდა და რამდენადაც გაარკვია, დაძაბული ვითარებაა „გუდვილის“ აქციონერთა შორისაც. კერძოდ, კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელსა და მინორიტარ აქციონერს შორის და სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანასკნელის ინსპირირებულია რეაბილიტაციის არსებული მმართველის ახლით შეცვლის პროცესის დაწყება და ამ საქმეში კრედიტორთა (დისტრიბუტორთა), ნებისმიერი გზით და რაც შეიძლება დიდი წარმომადგენლობით ჩართვა.


შექმნილი ვითარების კომენტირების მიზნით, „ბანკები და ფინანსები“ (bfm.ge) „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველ კომპანიას დაუკვაშირდა, საიდანაც შემდეგი შინაარსის პასუხი მივიღეთ:


 „დღეს „გუდვილი“ წარმატებული, მომგებიანი კომპანია, რომელიც რჩება „რითეილ“ ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად და არ ღალატობს თავის ტრადიციებს და პრინციპებს შესთავაზოს ერთგულ მომხმარებელს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. კომპანია ,,გუდვილს“, არსებული რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნამდე მართლაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები რაც განპირობებული იყო არასათანდო მართვით და კრედიტორთა მხრიდან სათანადო კონტროლის არ არსებობით, ასევე დიდი საიჯარო გადასახადებით.


კომპანიის მენეჯმენტმა, რეაბილიტაციის მმართველთან ერთად, შეძლო დასახული ამოცანების შესრულება, შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, დაიხვეწა ბიზნეს პროცესები, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად შემცირდა საიჯარო გადასახადები და რეაბილიტაციის მმართველის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა პროცესებმა განაპირობა კომპანიის წარმატებები. ,,გუდვილი“ მიმდინარე წელს სოლიდური მოგებით ასრულებს და საუკეთესო კომერციული პარტნიორია თავისი მომწოდებლებისათვის.


დღეს „გუდვილი“ ერთ-ერთი გამონაკლისი კომპანიაა „რითეილ“ ბაზარზე, რომელიც მომწოდებლებთან მიმდინარე ანგარიშსწორებას განსაზღვრული ვადების მკაცრი დაცვით ახორციელებს და აბსოლუტურად ყველა წინაპირობა გააჩნია, რომ 2017 წლიდან, რეაბილიტაციის გეგმით დადგენილ პირობებზე უფრო სწრაფად დაფაროს წარსულში მომწოდებლების წინაშე დაგროვილი ვალდებულებები.


ამ ფონზე, სამწუხაროდ, კიდევ ჩნდება ხოლმე არაობიექტურ და ბიზნეს-ეთიკისთვის შეუსაბამო საფუძვლებზე აღმოცენებული ხელშემშლელი გარემოებები, იქნება ეს, სამწუხაროდ, პარტნიორთა გარკვეული ნაწილის მიერ ინსპირირებული და მომწოდებებლთა გარკვეული ვიწრო ინტერესების შესაბამისად დაგეგმილი კამპანიები, რომელთა მიზანიც, სავარაუდოოდ, ინსაიდერულ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება და ამით საკუთარი ბიზნესების გაძლიერებაა, თუ სხვა.


გვინდა, მივმართოთ ჩვენს ნაცად პარტნიორებს, კომპანიებს, მომწოდებლებს, რომელთა პროდუქციაც წლებია განთავსებულია „გუდვილის“ დახლებზე და მომხმარებლის მოწონებით სარგებლობს - „გუდვილი“ იყო, რჩება და ყოველთვის დარჩება პატიოსანი ბიზნეს-ურთიერთობებისადმი ერთგულ კომპანიად, რომლისთვისაც უმთავრესია ნდობაზე დაფუძნებული, ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა.


როგორც აღინიშნა, „გუდვილი“ წარმატებით და დაგეგმილზე უკეთესი ტემპით ახორციელებს რეაბილიტაციის გეგმას და საზოგადოება უახლოეს თვეებში შეიტყობს საინტერესო სიახლეებს.


მანამდე კი, როგორც წინასაახალწლო და საშობაო დღეებს შეეფერება, „გუდვილი“ გეპატიჟებათ თავის პავილონებში, სადაც მომხმარებელს დღესასწაულის შესაბამისი განწყობა და მრავალფეროვანი პროდუქცია ელის“, - ნათქვამია „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველი კომპანიის, - „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ მიერ მოწოდებულ კომენტარში.




ირაკლი კობახიძე: აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

"აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტი", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

"ჩადით რუსეთში და ყველაზე ბობოლა რუსებს ჰკითხეთ ვინ არის ლევან ვასაძე?"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თეთრი სამოსითა და ჯვრით ხელში ვერის ბაღში შეკრებილ იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც საქართველოში ლგბტ პრაიდის ჩატარების მოწინააღნდეგეები არიან.

ლევან ვასაძემ შს მინისტრს მიღებული გადაწყვეტილებითვის მადლობა გადაუხადა - ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას

ლევან ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმსათან დაკავშირებით რომ პრაიდი არ ჩატარდება ბრძული უწოდა.

რუსთავში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო. 

"ის რასაც ლევან ვასაძე ამბობს და რაც ითქვა ვერის ბაღში, არის სახელმწიფოს წიანააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდება"

"რაც არ უნდა პატრიოტიზმის დროშა ააფრიალო და გულისამაჩუყებლად ისაუბრო კანონის გარეშე ქმედებები არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქცია" - ამისშესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი ტვ იმედის ეთერში განაცხადა.

 

ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება

ვერის ბაღში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ლევან ჩაჩუა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა

2019 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს, ციცერო მარტინს გარსიას, შეხვდა.

ნათია თურნავა: ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის  ვიზიტისა და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

თსუ-ში დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ი და საქართველო ერთად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი

საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი, როგორც ლოგისტიკისთვის, ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილს დაკითხვაზე იბარებენ (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ ვერის ბაღში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რაც კანონსაწინააღმდეგოა (ვიდეო)

ვერის ბაღში მეორე დღეა, სახალხო ლეგიონის შესაქმნელად მოხალისეებს ელოდებიან.

საპატრიარქო: LGBT ჯგუფების ლიდერები ქვეყნის დასავლურ ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს 

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ. 

ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

გიორგი თაბაგარი: შსს-ს პოზიცია უცვლელია - ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი განცხადება და მითუმეტეს ქმედება, რომ ვინმემ შეითავსოს სახელმწიფოს როლი, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ვერის პარკში გუშინ ჩატარებული აქცია შეაფასა.

მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას მაია ცქიტიშვილი ჭორს უწოდებს

ვიცე-პრემიერი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პოლონელ გადასახლებულ პოეტთა ,,თბილისური ჯგუფი“ პრეზენტაცია. 

შსს-ს გადაწყვეტილებით პრაიდი არ ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყების პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, შემოთავაზების ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი.