ქუმსიშვილი რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს

ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მნიშვნელოვნად აფასებს იმ ფაქტს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს მხარი დაუჭირა .

საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ახალი სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ."ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, რომლებიც მიმართულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისკენ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისივე განცხადებით, "ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ერთერთი უმსხვილესი ინვესტორია. საქართველოში საქმიანობის მანძილზე მან ქვეყნის ეკონომიკა 3 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხით დააფინანსა. 


უახლოესი 4 წლის განმავლობაში ჩვენ, ბანკთან თანამშრომლობით, უმნიშვნელოვანეს რეფორმებს განვახორციელებთ, როგორიცაა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება, მათ შორისაა, კაპიტალის ბაზარი.“ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი განიხილავს ინვესტიციების გამოყოფას საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს ისარგებლოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. 


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა საქართველოსთვის ასახავს ქვეყნის იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ახლახან განსაზღვრა საქართველოს მთავრობამ. დოკუმენტი მომზადდა ისეთი მხარეების სრული ჩართულობით, როგორებიცაა მთავრობა, კერძო სექტორი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და დონორი ორგანიზაციები და მიიღო ბანკის აქციონერების, კერძოდ კი ევროპის კავშირის ძლიერი მხარდაჭერა.


სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია შემდეგი პრიორიტეტები:
ევრობანკი გააგრძელებს კერძო სექტორის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ინოვაციის, გაზრდილი დამატებითი ღირებულების და ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სტანდარტებსა და მოვალეობებთან შესაბამისობის გზით; ევრობანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას კარგად განვითარებული ადგილობრივი საბანკო სექტორის მეშვეობით, განსაკუთრებული აქცენტით ისეთ მაღალი პოტენციალის მქონე მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მასპინძლობის სექტორი და ინოვაცია; ბანკი გეგმავს ფინანსური მხარდაჭერის კონცენტრაციას მუშახელის სწავლების უნარებში, გამოკვეთილი აქცენტით რეგიონალური ჩართულობის, ახალგაზრდობისა და გენდერულ საკითხებზე. 


ფინანსური სექტორის კუთხით, ევრობანკის პრიორიტეტი იქნება ფინანსური შუამავლობის გაღრმავება და ადგილობრივი სავალუტო და სასესხო კაპიტალის ბაზრების განვითარება, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს ფინანსებზე წვდომის უკეთესი შესაძლებლობა;
ბანკის კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება ბაზრების გაფართოება რეგიონთაშორისი კავშირის გზით, საქართველოს, როგორც რეგიონალური დამაკავშირებელი რგოლის, პოტენციალის გაზრდა-ქვეყნის ინფრასტუქტურის შემდგომი მოდერნიზაციის საშუალებით. ევრობანკი განიხილავს ისეთ ინვესტიციებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს ისარგებლოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. 


გარდა ამისა, ახალი სტრატეგიული გეგმა გულისხმობს გაძლიერებულ აქცენტს განახლებადი ენერგიის, რესურსების ეფექტურობისა და კლიმატურ ცვლილებთან ადაპტაციის თემების წინ წამოწევაზე, რათა გაუმჯობესდეს, ამ კუთხით, ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა;ევრობანკი გააგრძელებს განახლებადი ენერგიის მწარმოებლურობისა მხარდაჭერას ჰიდროელექტროობაში ისევე, როგორც გადამცემი ხაზების შენებას რეგიონალური ბაზრების დასაკავშირებლად; სპეციალური ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა იმუშავებს ენერგიის გადაჭარბებული ხარჯვის პრობლემის დაძლევაზე.


საქართველოში თავისი მოღვაწეობის დაწყების დღიდან, ევრობანკმა გამოყო 3 მილიარდ ევრომდე დაახლოებით 200 პროექტის დასაფინანსებლად ფინანსურ, კორპორატიურ, ინფრასტრუქტურულ თუ ენერგო სექტორებში. ბანკის ინვესტიციის 91 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელდა; ბანკის არსებული პორტფელის 40 პროცენტი ენერგოსექტორშია, რასაც მოსდევს ფინანსური სექტორი 27 პროცენტით; მრეწველობა და კომერცია იკავებს 26 პროცენტს, ინფრასტრუქტურა კი - 6 პროცენტს.


ირაკლი კობახიძე: აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

"აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტი", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

"ჩადით რუსეთში და ყველაზე ბობოლა რუსებს ჰკითხეთ ვინ არის ლევან ვასაძე?"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თეთრი სამოსითა და ჯვრით ხელში ვერის ბაღში შეკრებილ იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც საქართველოში ლგბტ პრაიდის ჩატარების მოწინააღნდეგეები არიან.

ლევან ვასაძემ შს მინისტრს მიღებული გადაწყვეტილებითვის მადლობა გადაუხადა - ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას

ლევან ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმსათან დაკავშირებით რომ პრაიდი არ ჩატარდება ბრძული უწოდა.

რუსთავში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო. 

"ის რასაც ლევან ვასაძე ამბობს და რაც ითქვა ვერის ბაღში, არის სახელმწიფოს წიანააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდება"

"რაც არ უნდა პატრიოტიზმის დროშა ააფრიალო და გულისამაჩუყებლად ისაუბრო კანონის გარეშე ქმედებები არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქცია" - ამისშესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი ტვ იმედის ეთერში განაცხადა.

 

ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება

ვერის ბაღში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ლევან ჩაჩუა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა

2019 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს, ციცერო მარტინს გარსიას, შეხვდა.

ნათია თურნავა: ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის  ვიზიტისა და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

თსუ-ში დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ი და საქართველო ერთად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი

საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი, როგორც ლოგისტიკისთვის, ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილს დაკითხვაზე იბარებენ (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ ვერის ბაღში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რაც კანონსაწინააღმდეგოა (ვიდეო)

ვერის ბაღში მეორე დღეა, სახალხო ლეგიონის შესაქმნელად მოხალისეებს ელოდებიან.

საპატრიარქო: LGBT ჯგუფების ლიდერები ქვეყნის დასავლურ ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს 

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ. 

ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

გიორგი თაბაგარი: შსს-ს პოზიცია უცვლელია - ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი განცხადება და მითუმეტეს ქმედება, რომ ვინმემ შეითავსოს სახელმწიფოს როლი, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ვერის პარკში გუშინ ჩატარებული აქცია შეაფასა.

მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას მაია ცქიტიშვილი ჭორს უწოდებს

ვიცე-პრემიერი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პოლონელ გადასახლებულ პოეტთა ,,თბილისური ჯგუფი“ პრეზენტაცია. 

შსს-ს გადაწყვეტილებით პრაიდი არ ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყების პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, შემოთავაზების ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი.