კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა მცხეთაში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, "ერთიანი აგროპროქტის" ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო გახსნა.

კომპანია "სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 700 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 350 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ კომპანიას საწარმოს მშენებლობისთვის 4,500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობები 1 ლარად გადასცა. 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, "ინვეტ ფიდი" სხვადასხვა ტიპის კონცენტრატსა და გრანულირებულ კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმო, რომელშიც 16 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 1400 ტონაზე მეტი კომბინირებული საკვების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

  

"ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. "ინვეტ ფიდი“ კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაამზადებს მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების საკვებს. სახელმწიფო პროექტების ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოების შექმნამნიშვნელოვანად უწყობს ხელს რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ კომპანია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში საერთაშორისო სტანდარტს HACCP მიიღებს. HACCP-ის სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 4550 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 50%-ის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო. 


საწარმოს გახსნის ღონისძიებას მხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.


2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700 არსებული საწარმოს გადაიარაღება და 154 ახალი საწარმოს შექმნა.

2013 წლიდან "ერთიანი აგროპროქტის" ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიხსნა 6 ახალი საწარმო და გაფართოვდა 10 საწარმო. სრული ინვესტიციამ 2,589,644 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი 592,000 აშშ დოლარი, საკუთარი წილიკი 648,469 აშშ დოლარია.



მალაიზიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

მალაიზიაში, ქ. კუალა-ლუმპურის ლიმკოკვინგის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 აპრილის 30 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საჯარო ლექცია გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული  პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში  იმყოფებოდნენ.

ალიკო ცინცაძის წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი კლინიკაში მოათავსეს- მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ე.წ. დეპუტატ ასლან ბჟანიას მოსკოვში მკურნალობის უზრუნველყოფის დავალება ე.წ.საგარეო უწყების ხელმძღვანელს მისცა.

ზუგდიდში დაკავებულის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული მირიანე მარკელიას ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.


30-მდე დეველოპერი ერთ სივრცეში - „არეა ექსპო 2019“

„არეა ექსპო 2019“-ში 30-მდე დეველოპერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ია მეტრეველი: არ მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს

ბუტა რობაქიძის დედა, გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ექმიანება.

ზელენსკის გამარჯვების შემდეგ, კრემლმა კიევთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი დაინახა

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შანსები არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა სამართლიანობა, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

„ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს

„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand -ის არაერთგზის გამარჯვებულია. „ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი  წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს.

გიორგი ჩიქოვანი: მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება

„როდესაც ვსაუბრობთ  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე".

ნიდერლანდებში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა.

მაია ცქიტიშვილი: ინციდენტის შეფასებისას საჭიროა, გავმიჯნოთ პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელი

"ჩვენ ვერ გავაჩერებთ ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას და ვერც სხვა მიმართულების პროექტებს".

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

116-ე სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების პასუხი ალიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში „116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა(?!)“ გაჟღერებულ ბრალდებებს ამავე სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები პასუხობენ. 

ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ბრალდებულს 4 წელი მიესაჯა

ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აშშ-ში თურქეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას არ გამორიცხავენ

ამერიკელი სენატორი-დემოკრატი რობერტ  მენენდესი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ინჯირლიკში მდებარე სამხედრო ბაზა საბერძნეთში გადაიტანოს.

 

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ.

მაია ცქიტიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ძალიან კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება

"რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები".

4 დღის ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 22-23 აპრილს  აპრილს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 24-25 აპრილს ძირითადად უნალექო ამინდსა და +16 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.