აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში კურორტი "გოდერძი" ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში კურორტი "გოდერძი" ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს, აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. 

"პირველს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა განუცხადა, რომ "2017 წლიდან იწყება ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ კურორტ "გოდერძის", ისევე როგორც აჭარის რეგიონის სხვა ტურისტულ პროდუქტებს რეკლამას გაეწევა 16 სამიზნე ქვეყანაში".


"ვფიქრობ, სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძი"-ს ძალიან კარგი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებადი ადგილი გახდეს. კურორტის ბუნებრივ-კლიმატური შესაძლებლობები ყველა წინაპირობას იძლევა იმისთვის, რომ კურორტმა სტუმრები წლის ნებისმიერ პერიოდში მიიღოს. ამ ეტაპზე დამსვენებლებს კურორტზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი ემსახურება, თუმცა 2018 წლიდან ამას დაემატება ორი მაღალი კლასის სასტუმრო "ალიანს რეზორტი" და "ეიფორია სქაი თაუერი". ალიანს რეზორტში, რომელიც 100 ნომრიანი იქნება საცურაო აუზები, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა. რაც შეეხება ეიფორია სქაი თაუერს, რომელიც ასევე 100 ნომრიანი იქნება რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. თუკი გავითვალისწინებთ, კურორტის ირგვლივ სწრაფად განვითარებად საოჯახო-სასტუმრო სახლებსაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამომავლოდ კურორტი ერთდროულად 1000 ადამიანის მიღებას შეძლებს",- აცხადებს ბერძენიშვილი.


ტურიზმის დეპარტამენტის ხემძღვანელი ამბობს, რომ რეგიონის პოპულარიზაციის საქმეში კურორტი "გოდერძი" ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ბერძენიშვილის თქმით, სამომავლოდ კურორტი ერთდროულად 1000 ადამიანის მიღებას შეძლებს.


"გოდერძი"-ს, როგორც სამთო-სათხილამური კურორტის ერთი-ერთი უპირატესობა არის თოვლი, რომლის პრობლემაც სხვა კურორტებისგან განსხვავებით აქ არაა. სათხილამურო სეზონი კურორტზე ნოემბრის ბოლოდან იწყება და აპრილის ბოლომდე გრძელდება. გარდა ამისა, კურორტი კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებით გამოირჩევა, რომელთა საერთო სიგრძეც 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია. ამას ემატება ულამაზესი პეიზაჟი და სუფთა ჰაერი, რომელიც კურორტს წლის ნებისმიერ დროს მოთხოვნად კურორტად აქცევს. ის მდებარეობს კურორტ „ბეშუმის“ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც რესპირატორული დაავადებისთვის სასარგებლო კურორტია. ეს კი გვაძლევს, იმის დაკვნის საშუალებას, რომ „გოდერძი“-ც მსგავსი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, თუმცა ეს მაინც სპეცილისტების კვლევის საგანია. თუკი გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ კურორტო უკვე მოთხოვნადია ტურისტებში ეს დადებითი პროგნოზების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, 2017 წლიდან ჩვენ ვიწყებთ ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ნიშნავს, რომ კურორტ გოდერძის, ისევე როგორც ჩვენს სხვა ტურისტულ პროდუქტებს რეკლამას გავუწევთ 16 სამიზნე ქვეყანაში. რადგან ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ რეგიონში ჩამოსული ტურისტების დიდი ნაწილი მთით ინტერესდება ვფიქრობთ, რომ მათი არჩევანი სამომავლოდ "გოდერძი"-ზე შეჩერდება. აჭარის, როგორც ოთხ სეზონზე ვიზიტირებადი რეგიონის პოპულარიზაციის საქმეში კურორტი "გოდერძი" კი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს",- აცხადებს ბერძენიშვილი. 




ირაკლი კობახიძე: აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

"აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტი", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

"ჩადით რუსეთში და ყველაზე ბობოლა რუსებს ჰკითხეთ ვინ არის ლევან ვასაძე?"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თეთრი სამოსითა და ჯვრით ხელში ვერის ბაღში შეკრებილ იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც საქართველოში ლგბტ პრაიდის ჩატარების მოწინააღნდეგეები არიან.

ლევან ვასაძემ შს მინისტრს მიღებული გადაწყვეტილებითვის მადლობა გადაუხადა - ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას

ლევან ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმსათან დაკავშირებით რომ პრაიდი არ ჩატარდება ბრძული უწოდა.

რუსთავში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო. 

"ის რასაც ლევან ვასაძე ამბობს და რაც ითქვა ვერის ბაღში, არის სახელმწიფოს წიანააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდება"

"რაც არ უნდა პატრიოტიზმის დროშა ააფრიალო და გულისამაჩუყებლად ისაუბრო კანონის გარეშე ქმედებები არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქცია" - ამისშესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი ტვ იმედის ეთერში განაცხადა.

 

ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება

ვერის ბაღში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ლევან ჩაჩუა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა

2019 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს, ციცერო მარტინს გარსიას, შეხვდა.

ნათია თურნავა: ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის  ვიზიტისა და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

თსუ-ში დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ი და საქართველო ერთად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი

საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი, როგორც ლოგისტიკისთვის, ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილს დაკითხვაზე იბარებენ (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ ვერის ბაღში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რაც კანონსაწინააღმდეგოა (ვიდეო)

ვერის ბაღში მეორე დღეა, სახალხო ლეგიონის შესაქმნელად მოხალისეებს ელოდებიან.

საპატრიარქო: LGBT ჯგუფების ლიდერები ქვეყნის დასავლურ ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს 

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ. 

ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

გიორგი თაბაგარი: შსს-ს პოზიცია უცვლელია - ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი განცხადება და მითუმეტეს ქმედება, რომ ვინმემ შეითავსოს სახელმწიფოს როლი, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ვერის პარკში გუშინ ჩატარებული აქცია შეაფასა.

მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას მაია ცქიტიშვილი ჭორს უწოდებს

ვიცე-პრემიერი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პოლონელ გადასახლებულ პოეტთა ,,თბილისური ჯგუფი“ პრეზენტაცია. 

შსს-ს გადაწყვეტილებით პრაიდი არ ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყების პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, შემოთავაზების ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი.