საქარველოს ეროვნული გვარდია 26 წლისაა

ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს 26 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ცერემონიას გენერალური შტავის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ესწრებოდნენ. 


საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.


”მინდა გულითადად მოგილოცოთ იუბილე. ეროვნული გვარდია ყველაზე მეტად ასახავს საქართველოს უახლეს ისტორიას. ეს ისტორია მოიცავს ძმებს შორის დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანიობისთვის ბრძოლას როგორც სამაჩაბლოში ისე აფხაზეთში და რასაკვიურველია რუსეთ-საქართველოს ომსაც. ყველა ამ ეტაპზე გვარდიამ საქართველოს დაცვისთვის ღირსეული სიტყვა თქვა. მინდა დიდი პატივისცემა, მოკრძალება და მადლიერება გამოვხატო თქვენს წინაშე და ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც მთელი ეს ისტორია თქვენთან ერთად განვლო. ბატონი გენშტაბის უფროსიც თავის მოღვაწეობას სწორედ გვარდიის ფარგლებში იწყებდა. ეროვნული გვარდიის სარდლის საუკეთესო წლებიც გვარდიის ჩამოყალიბების სათავეებს უკავშირდება. ამ ადამიანებთან ერთად მინდა მადლიერებით ავღნიშნო ის ცოცხალი გმირები, რომლებიც დღესაც ღირსეულად აგრძელებენ სამშობლოსთვის სამსახურს. მე ერთ გვარს დავასახელებ, ბატონ გია ყარყარაშვილს, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყისა და ჩვენი ღირსების დასაცავად. თქვენთან ერთად იმ ადამიანების სახელებიც მინდა მოვიხსენიო, რომლებმაც სამაგალითო თავგანწირვა გვიჩვენეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ყველანი ამ ისტორიის მონაწილეები ვართ, რადგან ეს ისტორია ჩვენს წინ იქმნებოდა. ჩვენ ყველას გვაქვს მოგონების, გახსენების და პატივისცემის განსაკუთრებული ემოცია და ეს გრძნობა ღირსეულად უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.


თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, გვარდია უნდა იყოს იმ მოთხოვნების ადეკვატური რა მოთხოვნებსაც საერთაშორისო საზოგადოება უყენებს მას. „ისტორია მხოლოდ წარსულს არ უკავშირდება. ისტორია იქმნება თქვენთან ერთად დღესაც. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები იმ ფუნქციების შესასრულებლად რაც განსაკუთრებით და ძირითადად რეზერვის მომზადებას და გადამზადებას უკავშირდება. ჩვენი კონცეფციის თანახმად არა მხოლოდ პროფესიული არმიით გვინდა შემოვიფარგლოთ, არამედ წვევამდელთა სისტემა და რასაკვირველია ძლიერი რეზერვის სისტემითაც უნდა განვსაზღვროთ. ჩვენ ვართ მცირე ერი დიდი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ვიზიარებთ სხვა მცირე ერების გამოცდილებებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს ეროვნული გვარდიის სარდალს. ახლო მომავალში ვაპირებ ესტონეთში და სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტს. ეს ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საზოგადოების ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში. რეზერვი იქნება ეგრეთ წოდებული ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ქვაკუთხედი და ჩვენ ყველანაირ პირობას შევქმნით შემდეგი წლების განმავლობაში იმისთვის, რათა გვყავდეს ღირსეული რეზერვი თქვენი ხელმძღვანელობით და მომზადებით. მინდა იმ რეფორმებს, იმ ოპტიმიზაციის გეგმებს სწორედ იმ ინტერესით შეხედოთ რა ინტერესიც სწორედ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და თითოეული თქვენთაგანის განვითარებას უკავშირდება. ჩვენთან ერთად ამისთვის მოწადინებულია გენშტაბის უფროსი და ეროვნული გვარდიის სარდალი. თითოეულ მათგანს ექნება ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა ამ მიზნებს ღირსეულად მივაღწიოთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.


ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა რადგან 26 წლის წინ სწორედ ეროვნული გვარდიის რიგებში გავწევრიანდი. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო გვარდიელების გვერდზე მსახური. სხვა სამხედრო შენაერთებისგან განსხვავებით 26 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ყველაზე მძიმე და რთული გზა გაიარა. ეს იყო დრო როდესაც შეიარაღებული ძალები ახლად ყალიბდებოდა და საქართველოს რესპუბლიკაც ახალ ჩამოყალიბებული იყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ 4 ომი გამოიარა და ყოველ ომში გვარდიას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაეცა ბრძოლის ველზე და პირველ რიგში დღევანდელი დღე მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივულოცო. გვარდია ყოველთვის იყო პიონერი შეიარაღებულ ძალებში და სწორედ თქვენს ბაზაზე დაფუძნდა თანამედროვე საქართველოს შეიარაღებული ძალები. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და წარმატებები გისურვოთ მომავალში,“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ტალახაძემ მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ მიიღო. ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით კი 39 გვარდიელს მადლობა გამოეცხადა.


ცერემონიის დასასრულს ეროვული გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა.


საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებისას 650-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფო შიდა გვარდიებთან, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და ურკაინის ეროვნულ გვარდიებთან. 2015 წლიდან კი ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში.



მსხვერპლით დასრულებული ქველმოქმედება - მაროკოში მასობრივ ჭყლეტაში 15 ადამიანი დაიღუპა

მაროკოში, ეს-სუვეირას პროვინციაში მდებარე სოფელ სიდი ბოულამალში ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან არაორგანიზებულად გამართული საქველმოქმედო აქცია მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიცია ისრაელის პრემიერს დაკითხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს დღეს პოლიციაში დაკითხავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებისგან ძვირდღირებული საჩუქრები მიიღო.

 

 

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობა დასრულდა

მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში - საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა.

ჩინეთის ელჩი - გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს აღმშენებლობაში დიდ როლს ასრულებს

გიორგი კვირიკაშვილი დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში - ეს განცხადება ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულების პრეზენტაციაზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა გააკეთა.

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციასთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშორისო ფეხბურთის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გამართა მასპინძელ ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის

ქართველი კალათბურთელის, NBA-ის ჩემპიონის, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემოდ, გოლდენ სტეიტის არენაზე, ერთ-ერთი მატჩის წინ, ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

23 ნოემბერს პატრიარქი 600-ზე მეტ ბავშვს მონათლავს

გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს. ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ავღანეთისა და უცხო ქვეყნების სპეცდანიშნულების რაზმმა ერთად ჩაატარეს. ინფორმაციას "როიტერსზე" დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, "ივენთ ჰოლში" გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე  დაესწრნენ.

 

განათლების მინისტრის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი დევიდ ლინჩის Mulholland Drive-ია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამერიკელ რეჟისორს დევიდ ლინჩს შეხვდა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ისეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი, როგორიც ლინჩია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია.

რუსთავში, ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლის გაუჩნდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს

ზიმბაბვეში მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ლიდერის პოსტიდან გადააყენა. აღნიშნული თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა დაიკავა. 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.

შსს: თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

მიხეილ ჩხენკელი - ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება.

 

მარიამ ჯაში ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ლინჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი რეჟისორი ​დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ.

ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის კრიზისის დაძლევაზე მსჯელობენ

ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სამმხრივი შეხვედრა, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ცოტახნის წინ დაიწყო.

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ახორციელებს.

ამერიკელი გენერალი ტრამპის უკანონო ბრძანების შესრულებას არ აპირებს

აშშ-ის სტრატეგიული ძალების მეთაურის ჯონ ჰაიტენის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი უკანონო ბრძანებას გასცემს, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მაშინ ის პრეზიდენტის ამ დავალებას არ შეასრულებს.